ერთი დიდი ფილოსოფოსი იყო ყოვლითა სიბრძნით შემკული. დაუტევა სოფელი და განშორებულად უდაბნოდ წავიდა. მუნ დადგა და მარტო ილოცევდა.
სხვანი ექვსნი ფილოსოფოსნი იყვნენ დია ცოდნის მცდელნი და მოყვარულნი. სიტყვასა რასმე ზედა შესცილდენ, ვერა რომელი დაესკვნათ. წავიდნენ მის განშორებულისა ნახვად. ჰკითხეს, და მან დიდხანს ხმა არ გასცა, მერმე კიდევ ჰკითხეს და მან ეგრე უთხრა:
- თქვენ ყოველი თქვენი მონაგები ბევრის საუბრისა სწავლისათვის წაგიგიათ, და მე ჩემი მონაგები და ეს სოფელი ამაზე დავუტევე, რომ დადუმებით ვიყო და არ ვიუბნა.
მეტი არარა უთხრა, და სირცხვილეულნი წამოვიდენ უპასუხონი.
სხვა იგავ-არაკები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ თქვათ „შენ შესანიშნავი ხარ“, ეცადეთ იყოთ კონკრეტული იმის შესახებ, თუ რა გააკეთა თქვენმა შვილმა და რატომ იმსახურებს დადებით გამოხმაურებას. თქვენ შეიძლება თქვათ: „ვაფასებ იმას, რომ ორცხობილას სათხოვნელად მოხვედი და მელოდებოდი მანამ, სანამ ტელეფონზე საუბარს არ დავასრულებდი“.
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო