მიველ ერთსა წყაროზე. ორნი კაცნი წყალსა სმიდენ. რა მნახეს, ჩემი ნახვა იამათ. დასხდენ ჭამად. ორის პურის მეტი არა ჰქონდათ რა. მეც დამსვეს. ერთი პური ერთმან დაიდვა და მეორე მეორემან. მე არა მქონდა. ნახევარი ერთმან მომიტეხა და ნახევარი მეორემან.
ჩემი თურე მეტი შეიქმნა. რა შევჭამეთ, მათ არა ეყო. გამირისხდენ: გვაცდუნაო! ერთი პური ორთავ ვჭამეთ და ერთი მარტო ამან შეჭამაო.
ორნი ერთს როგორ არ მომერეოდენ! შემიპყრეს, დამაბეს, ორთავ ას-ასი არგანი მკრეს. ჩემი მშველელი კაცი ვინ გამოჩნდებოდა! ხან ვედრებას ვეტყოდი, ხან სხვასა, მაგრა არ გამიკითხეს.
მე ვუთხარ: ვისცა ეწვივნეთ, მასცა თქვენთვის ასრე აქმნევინოს-მეთქი!
დამაგდეს მუნ დაბმული და სწრაფით წავიდნენ.
მოვიდა ვინმე კაცი ერთი მოწყალე; მკითხა ჩემი ამბავი. მე ყოველივე მოვახსენე. მან მითხრა: ძმაო, ხუთ სწავლას გამცნებ და დაიმარხეო:
უმეცარს კაცსა გულით ნუ მიენდობი;
შეუმცნებელს უსუსურად ნუ ეჩვენები;
ყოველ ჟამ ფრთხილად იყავ, შენი სახლიც იყოს;
მშიერს სტუმრად ნუ ეწვევი;
გლახაკისაგან ჩუქება ნუ გინდა!
მე დიდად დავუმადლე. ამხსნა და ესრე მითხრა: მათ კაცთა ბევრი სხვა მოუცდუნებიათო.
საგზალი მომცა და თვით წავიდა. მე რადღა დავდგებოდი?!
სხვა იგავ-არაკები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
აცადეთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედება
ბავშვი ვერ გახდება თვითკმარი, თუკი მის მაგივრად იმოქმედებთ. მინიშნება: დონა ჯოუნსი, სამხრეთ ორეგონის უნივერსიტეტის შნაიდერის ბავშვთა ცენტრის სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელი აშლანდში, ორეგონში საუბრობს ბავშვის სიამაყეზე: „როდესაც მინდა ბავშვებმა ჩაიცვან, მოიცვან ქურთუკები, დასხდნენ სკამებზე ჭამის დროს და ასე შემდეგ, მე მათ ვუსვამ ასეთ კითხვას: „გინდა რომ დაგეხმარო თუ შენ თვითონ შეგიძლია ამის გაკეთება?“ ეს სიტყვები მაგიურია“, - ამბობს ჯონსი. „ბავშვებს ყოველთვის სურთ დამოუკიდებლად მოქმედება“.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო