ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა. ნახა ორი გველი, ერთი შავი და ერთი წითელი, იბრძვის და შავი ერეოდა.
და თქვა მან კაცმან: ამ წითელს ეჭირვება მოხმარება და მოვეხმარებიო.
მივიდა, შავს გველს ჯოხი დაჰკრა და მოკლა.
მოვიდა წითელი გველი, თავი ადგილზედ დაუკრა და კალთას კბილით მოეკიდა და გაზიდა. გაჰყვა ეს კაცი. ერთის კლდის ქვაბში მიიყვანა. ეგზომი განძი აჩვენა, მეფეს არა ჰქონდა იმდენი, და გამდიდრდა კაცი იგი.
როგორიც კაცი შენა ხარ, ის გველიც, შენისთანა იქნება, თვარა კარგისათვის ავს ვინ უზამს კაცსა.
სხვა იგავ-არაკები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ასწავლეთ მრავალმხრივი აზროვნება
დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს ერთი და იგივე საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო