kids.ge logo

ლუკა და კესანე

ფავორიტებში დამატება

დადგა ივნისი.  მეგობრები პეპლებთან სათამაშოდ გაემართნენ. კესანე ეჯიბრებოდა ლუკას  სირბილში.  ლუკა ნამიან ბალახზე ზურგით წვება, უყურებდა ცას და  სჯეროდა, რომ ერთ დღესაც გახდება დიდი და კიდევ უფრო სწრაფად შეძლებს სირბილს. მზის სხივები კიდევ უფრო ირეკლავდა კესანეს გრძელ და ყვითელ კაბას.  დიდი ხნის დევნის შემდეგ, კესანეც ჩამოჯდა და მეგობარს უთხრა:

_ შეხედეო.  აი, ყაყაჩოს თავთან..  რა ლამაზად იყურება.

ეს იყო და კესანე  უცებ წამოდგა და ოქროსფერ პეპელას დევნა დაუწყო. იქამდე სდია სანამ არ დაიჭირა. ბიჭმა მორცხვად უთხრა:

_ შეგიძლია სურვილი ჩაიფიქრო და გაუშვა. გოგონამ სურვილი ხმამაღლა წარმოსთქვა.

_ შენ შეგიძლია შემახვედრო ყვავილების დედოფალს? ეს თუ ნამდვილად შეგიძლია მე  გაგიშვებ.  ლუკამ ამაზე ბევრი იცინა. ცალი თვალი ჯერ ყაყაჩოების ზღვას გააყოლა,  შემდეგ კი პეპელას, რომელიც კესანეს ხელებიდან აფრინდა. ბედნიერი და იმედებით აღსავსე გოგონა სახლში დაბრუნებული ამცნობს დედას დიდი სიხარულით.

_ იცი, დედა, დღეს ოქროსკაბიანი პეპელა დავიჭირე. დედამ გოგონა გულში ჩაიკრა და დააიმედა, რომ ერთხელაც აუცილებლად შეხვდებოდა ყვავილების დედოფალს. იმ დღის შემდეგ განვლო რამოდენიმე დღემ და უიმედოდ დარჩენილი კესანე ლუკას კისერში წვდა. იყენებდა, რომ მასზე უმცროსი იყო სამი წლით. ლუკაც თავდაჯერებული, დინჯი ბიჭი იყო და არასდროს მისცემდა საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ კესანესთვის რამე დაეშავებინა.მეგობრები ასე მზის ჩასვლამდე დიდ დროს ატარებდნენ მდინარის პირთან, უყურებდნენ  ყაყაჩოებით მოჭედილ არე-მარეს. იქამდე იცდიდა კესანე, სანამ დედა მდინარის ნაპირიდან დაუძახებდა. ასე დანაღვლიანებული კესანე სახლში დაბინდებისას ბრუნდებოდა. რძის დალევის შემდეგ დაძინებამდე დედა ზღაპარს წაუკითხავდა და კვლავ ოცნებაში ჩაეძინებოდა. მზის სხივები მისთვის ყოველთვის იმედის მომცემი ხდებოდა, დარწმუნებული იყო, რომ წვიმების შემდეგ ყვავილების დედოფალი აუცილებლად გამოვიდოდა მინდორში.

   დილის 8 საათია. ლუკა თავისი სახლიდან ეძახის მეგობარს.

_ წამოდი კესანე დღეს მე და მამა გვირილების ზღვის სანახავად მივდივართ. გოგონამ ამაზე უარი განაცხადა და ისევ მდინარეზე გადაწყვიტა მარტო წასულიყო. ატყობდა მზის ჩასვლას, ღრუბლებიც ნელ-ნელა მისკენ მიექანებოდნენ. ელვამ კესანე შეაშინა. შეკრთა და თვალცრემლიანი სახლში დაბრუნდა.

_ რა მოხდა კესანე, რატომ ტირი?

_ ტყუილია, ყვავილების დედოფალი არ არსებობს!

_ კესანე, შენ იცი სურვილები როდის ხდება?

_ როდის?

_ მაშინ, როდესაც არ იცდი. სურვილების ახდენას დრო და მოთმინება სჭირდება. მოდი დაველოთ. იქამდე კი ტანზე გამოვიცვალოთ, სულ სველი ხარ.

კესანე ამჯერად ლუკას ეზოში მივიდა და სათამაშოდ წასვლა ამჯერად მდინარიდან მოშორებით აირჩიეს. აჩქარებული გულისცემით  კესანე ბევრი სირბილისგან დაიღალა და იქვე მდინარის პირზე ჩამოჯდა. მისი ყურადღება ერთ განსაკუთრებულ რამემ მიიქცია. ის გარკვევით ხედავდა ქალს, რომელიც ყაყაჩოებს კალათაში აგროვებდა. ,,ყვავილების დედოფალო! ყვავილების დედოფალო!!!“ კესანე მთელი თავისი ძალით ხმამაღლა ყვირის და თან ყაყაჩოებით მოჭედილ არე-მარეში გარბის. როგორც კი წითელკაბიან ქალს მიუახლოვდა, ის უცებ გაქრა. ისევ ამოიოხრა და ძალა გამოცლილი მინდორზე ჩამოჯდა. ,,ჩუმად, მე გამომყევი“. კესანემ თავისი ბრიალა თვალები მიანათა ქალს. დაუფიქრებლად წამოხტა ფეხზე და უკან აედევნა

გაყვა ყვავილების დედოფალს. თურმე, ოდესღაც სრულდება ყაყაჩოების ზღვაც. იარეს, იარეს და ბოლოს მიადგნენ პატარა ხის სახლს, სადაც ყვავილების დედოფალი და თავისი ორი ჯუჯა მიკი და ნენსი ცხოვრობდნენ. კესანეს სიხარული საზღვრებს გასცდა, ჯუჯებთან ერთად პირველად იჯდა მაგიდასთან და ცხელ რძეს მიირთმევდა. ერთი სული ჰქონდა ამ ამბავს ლუკას როდის მოუყვებოდა და ერთხელ და სამუდამოდ ისიც დაიჯერებდა, რომ ყვავილების დედოფალი ნამდვილად არსებობს. ჯუჯებმა ერთმანეთს რძის დალევაც არ აცადეს, შემდეგ ფუტკრების სკასთან მივიდნენ და თამაში დაიწყეს. დედოფალი  უჯავრდებოდა ამ საქციელის გამო და თან უხსნიდა, რომ ისინი ძმები არიან და არასდროს არ უნდა იყოს მათ შორის დაძაბულობა.

_ კესანე წავიდეთ, ალბათ შენი მშობლები ახლა შენზე ძალიან ღელავენ.

_ შეიძლება ხვალ ჩემი მეგობარიც მოვიყვანო?

_ შეიძლება, მაგრამ ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს.

   ბედნიერმა კესანემ ყაყაჩოების ზღვა  უკან მოიტოვა. სახლს როგორც კი მიუახლოვდა დაინახა ხალხის დიდი ჯგუფი, რომელიც მას ელოდებოდა. თვალცრემლიანმა დედამ კესანე გულში ჩაიკრა და კოცნა დაუწყო. უჯავრდებოდა ბებია, ბაბუამაც არ მოიწონა მისი საქციელი და შენიშვნაც მიიღო მისგან. ბედნიერი და ამავდროულად ნაღვლიანი კესანე თავის ოთახში ჩაიკეტა. ამჯერად,მას ზრაპრის გარეშეც კი მოუწია დაძინება. როგორც კი მზის სხივი კესანეს ოთახში შემოიჭრა,  საწოლიდან წამოხტა. ლუკას აივნიდან ეძახის.  ხანგძლივი ყვირილის შემდეგ ლუკამ გამოხედა და უთხრა, რომ დღეს თამაშის ხასიათზე არ იყო.

_ წამოდი, რაღაც უნდა განახო.

_ დედა არ მაძლევს შენთან თამაშის უფლებას.

   დანაღვლიანებული კესანე სირბილით მიეჭრა ყვავილების დედოფალს და შესჩივლა, რომ მისი მეგობარი მასთან თამაშს აღარ აპირებდა. დედოფალმა კესანეს თავზე ხელი გადაუსვა და მასთან ერთად გაემართა მდინარეზე.  მდინარის შორიახლოს შენიშნეს ლუკა, რომელიც წყალში კენჭებს ყრიდა და თან თავისთვის ბუტბუტებდა: ,, ერთი.. ორი.. სამი“..

_ ლუკა, ხო გეუბნებოდი, ყვავილების დედოფალი ნამდვილად არსებობს.

_ კარგი რა კესანე, ეს ყველაფერი ტყუილია. მე არ მჯერა..

_ ვერ ხედავ? ის აქ არის, ჩემს გვერდით..

_ კესანე ვერაფერს ვხედავ.

_ დედოფალო ის ვერ გხედავთ.

_ არაფერია.. ამას ახლავე მოვაგვარებ.

  სულ რამოდენიმე წამი და დედოფალი ლუკას თვალწინ გაჩნდა. გაოგნებული ლუკა ჯერ შეკრთა და შემდე დაკვირვებით დაუწყო დედოფალს თვალიერება. დედოფალმა კესანე და ლუკა საიდუმლო ადგილას წაიყვანა. უთხრა:

_ თქვენ თუ ოცნებების გჯერათ, ეს ნამდვილად აგისრულდებათ.

_ მე მინდა, რომ დედა კიდევ ერთხელ ვნახო.

_ ლუკა სად არის შენი დედიკო?

_ ის ანგელოზად იქცა.

_ კარგი, მაშინ წავიდეთ და ანგელოზებთან მოვძებნოთ იგი.

_ ეს ნამდვილად შესაძლებელია.

_ კი შესაძლებელია. მთავარია, მთელი გულით იწამო ეს.

   ყვავილების დედოფალი ბავშვებს დაემშვიდობა. ლუკამ  იმ ღამეს იმ იმედით დაიძინა, რომ დედას კიდევ ერთხელ ნახავდა. დაძინებამდე, ჯერ ზეცას დიდ ხანს უყურა შემდეგ კი მამას ხმა შემოესმა დერეფნიდან. ძალიან სწრაფად საწოლში ჩაწვა და საბანი სახეზე გადაიფარა. მამამ მძინარე შვილს კიდევ ერთხელ გადახედა, ოთახში შუქი ჩააქრო და ასე მშვიდად გაბრუნდა ოთახიდან.

ციცინათელები,

ცაზე მოჭედილი უამრავი ვარსკვლავი,

პატარა სახლები და სახლებში მცხოვრები ფერიები უკვე გამოღვიძებას აპირებდნენ,  როდესაც ლუკა ამ სამყაროში აღმოჩნდა. კარგა ხანს გაკვირვებული ათვარიელებდა იქაურობას. შორიახლოდან დაინახა კესანე. მას მიუახლოვდა და უთხრა:

_ კესანე, შენ მართალი იყავი. ყვავილების დედოფალი არსებობს. ეს ყველაფერი მისი შექმნილია.

სიხარულით აღსავსე მეგობრებმა ჯერ ციცინათელებს დაუწყეს თამაში, შემდეგ ფერიებთან სცადეს გამოლაპარაკება. ფერიებმა მეგობრებს გზა გაუკვლიეს. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს მიადგნენ დიდ სასახლეს. იქ დედოფალი და მისი ორი ჯუჯა მიკი და ნენსი დახვდათ. კესანემ  მისალმების ნიშნად ჯერ დედოფალს დაუხარა თავი, შემდეგ გაიქცა და ჯუჯებს ჩაეხუტა. ცოტახანში ლუკაც გათამამდა და სათამაშოდ მათ შეუერთდა. ჯუჯებმა მეგობრებს თითქმის მთელი სასახლე დაათვალიერებინეს. მოიპარეს ტკბილეული, რომელსაც დედოფალი მათთვის მალავდა.  ბედნიერი მეგობრები გაშლილ მინდორზე დარბოდნენ, თამაშობდნენ,ჯუჯები ერთმანეთს ფეხებში უვარდებოდნენ, ხან ერთი წაგორდებოდა ხან მეორე. ამ თამაშში იყვნენ გართულნი, როცა დედოფალმა ლუკას დაუძახა.  ლუკა მოკრძალებულად მივიდა და მის წინაშე თავდახრილი დადგა.  დედოფალმა მიუთითა ხიდი, რომელიც სასახლის უკანა მხარეს იყო. იქ, სადაც ლუკას დედა ელოდებოდა. გახარებული ლუკა დიდი სისწრაფით ხიდს მიუახლოვდა და ხედავს ქალს, რომელიც ბოლოს წლების წინ ნახა.

_ შვილო, ნუ გეშინია, შეგიძლია მომიახლოვდე.

_ დედა, მამა მართალს ამბობს? ანგელოზები ნამდვილად არსებობენ?

_ კი შვილო, არსებობენ. მე ერთხელ მქონდა ფრენის უფლება და შენთან მოვედი.

_ დედა აღარ დაბრუნდები?

_ ვეღარ შვილო, მაგრამ იცოდე შენს არცერთ თამაშს არ გამოვტოვებ. რამდენჯერაც არ უნდა წარმოთქვა ჩემი სახელი მე ყოველთვის იქ ვიქნები, შენს გვერდით.

_ ანუ შენ ჩემი წარმატების თილისმა იქნები?

_ კი შვილო, ნამდვილად მასეა.

_ დედა, ძალიან მიყვარხარ!

_ მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო ცქრიალა ბიჭო. წადი ახლა გაიქეცი, მამა შენზე ღელავს.

_ დედა შენც მალე უნდა  გაფრინდე, თორე ზეცაში შენზე გაბრაზდებიან.

_ კარგი შვილო, მასე ვიზამ..

ლუკამ ერთხელ და სამუდამოდ დაიჯერა, რომ ყვავილების დედოფალი არსებობს. ახლა მასაც სჯერა, რომ სურვილები ხდება. მთავარია ეს მთელი გულით ისურვო. გადიოდა წლები. მეგობრები ერთმანეთს არ ტოვებდნენ. იზრდებოდნენ და დიდი მოლოდინით ელოდებოდნენ ყაყაჩოების მეორედ მოსვლას, რომ კიდევ ერთხელ ეთამაშათ ჯუჯებთან ერთად. ყაყაჩოების ზღვა ერთადერთი სეზონი იყო რის შემდეგაც დედოფალი მინდორში გამოდიოდა. ერთმა წელმა განვლო ერთმანეთთან თამაშში.           

  ერთ ჩვეულებრივ დღეს, ცოტა ნაღვლიანმა მეგობრებმა დილით წამოხტნენ საწოლებიდან და რას ხედავდნენ, მინდორი ისევ გადაწითლებულიყო  ყაყაჩოებისგან, მათ სიხარულს კი საზღვარი არ ჰქონდა.

_ კესანე!!!

_ ლუკა!!!

  მინდვრიდან ნენსი ეძახის. მეგობრები ჯუჯებთან ერთად ასე დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ცეკვა-თამაშში ატარებდნენ დროს, ხტუნაობდნენ, არ უშინდებოდნენ ჭექა-ქუხილს,  წვიმას. თითქმის დასველებულ ჯუჯებს დედოფალი შორიახლოდან ეძახის და ეს იყო და კესანე მასთან გაიქცა და ძალიან მაგრად ჩაეხუტა.  ასე დასრულდა მათი ამბავი, მაგრამ ბავშვებო  გჯეროდეთ, რომ სურვილები ხდება. ახლა კი გაიქეცი და  დედას ჩაეხუტე . უთხარი, რაოდენ ძვირფასია შენთვის. აკოცეთ, ხელებზე ეამბორეთ. მე კი გემშვიდობებით,

მომავალ შეხვედრამდე!

 

ყველა ბავშვს ვულოცავ ,,ბავშვთა დაცვის დღეს“. ვუსურვებ ლაღ და ბედნიერ მომავალს. ეცხოვროთ ისე, რომ სურვილები, ოცნებები არასდროს გამოლეოდეთ. ირწმუნეთ და გჯეროდეთ, რომ ერთხელაც თქვენი სურვილები აუცილებლად ახდება.

ზღაპარი 5 წლის და უფროსი ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 5-დან ~ 16 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყოველდღე ერთად იკითხეთ წიგნები

წიგნების კითხვა დაიწყეთ ახალშობილობის ასაკიდან. შვილების ჩახუტებით და წიგნის კითხვით ძალიან ძლიერი კავშირი მყარდება, ასევე იზრდება წიგნის კითხვის სურვილი.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024