მოთხრობები   ›   რევაზ ინანიშვილი   ›   ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები

ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები

ფავორიტებში დამატება

კრწანისის ომში დამარცხებულმა ერეკლე მეფემ, რამდენიმე თანმხლებთან ერთად, არაგვის ხებას შეფარა თავი. დღესაც არავინ იცის, სად იმყოფებოდა სამ დღეს, მეთხე დღეს კი ანანურის ციხეში გამოჩნდა. ეს გამოჩენაც იდუმალებით იყო მოცული. მხოლოდ ციხის ბურჯებზე უმატეს გუშაგებს, მალიმალ მიმოქროდნენ თავდაღუნული მდუმარე მხედრები. სოფლებში ჩურჩულითა და ვიშვიშით გადადიდა ხან ერთი ამბავი, ხან მერე, დედაკაცები მუხლებში იცემდნენ ხელებს, მხრებაცახცახებულნი თვალებზე იფარებდნენ მოსახვევის ბოლოებს.

ნაშუადღევს ჩოჩქოლო ატყდა ციხის ეზოში. მეციხოვნეებს ვიღაც ცამეტ-თოთხმეტი წლის ბიჭი შეპყროთ, კარისკენ ეწეოდნენ, მაგრამ ბიჭი არ ნებდებოდა, წიხლებს ისროდა, იკბინებოდა და ყვიროდა:

- მეფესთან მიმიშვით, დიდი საქმე მაქვს, მეფესთან მიმიშვით!

მეციხოვნეები პირზე ხელს აფარებდნენ, წააქციეს, ზოგი ფეხებში ჩაჭიდა, ზოგი ხელებში, ასწიეს, ასე წაღეს. ბიჭი მაინც იბრძოდა და ყვიროდა:

- დიდო მეფეო! დიდო მეფეო!

ამ ჩოჩქოლსა და აურზაურში კოჭლობით, მაგრამ ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა ციხისთავი. მარცხენა ხელი კისერზე ჰქონდა დაკიდებული ქალის მანდილით. მეციხოვნეებმა რომ დანახეს, გაჩერდნენ, ბიჭი ძირს დასწიეს, ხელი მაინც არ გაუშვიათ.

- რა ამბავია, რა მოხდა? - იკითხა ციხისთავმა.

- მეფესთან მიმიშვითო, დილას აქეთია, აფთარივით უვლის ციხეს. გავაგდეთ, ვცემეთ, მაინც გადმობობღდა გალავანზე, - მიგო ერთმა მეციხოვნემ.

მიწაზე გულაღმა გაკავებულმა ბიჭმა ამოიბრძოლა, თავი ვერ გაითავისუფლა და დაბლიდან ამომუდარა:

- მიმიშვით, თქვენი ჭირიმე, დიდი საქმე მაქვს, ქვეყნისთვის საჭირო საქმე.

ციხისთავმა ვერაფერი თქვა. თვალი კოშკისკენ გაექცა. იქიდან თითქოს ვიღაცამ რაღაც ნიშანი მისცა, ციხისთავმა თავი დაუქნია და მეციხოვნეებს უბრძნა:

- გაუშვით ხელი!

მეციხოვნეებმა ბიჭს ხელი გაუშვეს. ბიჭი წამოდგა, შარვალი მიიწ-მოიწია, მტვერი ჩამობერტყა. ერთმა მეციხოვნემ დაძენძილი ნაბდის ქუდი მიწოდა.

- სადარი ხარ? - ჰკითხა ციხისთავმა.

- აქარი.

- რომლისა.

- მზევარისა.

- რა გინდა მეფესთან?

- პირადად უნდა მოვახსენო.

- გაჩხრიკეთ.

მეციხოვნეები ეცნენ და ჩხრეკა დაწყეს. ბიჭი ხელებაწელი იდგა და მოთმინებით იცდიდა.

მარტო ხელისგულისოდენა ქერის ხმიდის ნატეხი და ნივრის ორი კბილი ამოღეს ჯიბიდან. ისიც მაშინვე დაუბრუნეს.

- წამომყევი.

ბიჭმა ერთხელაც გაისწორა დაძენძილი შარვალი და ციხისთავს გაჰყვა. დაბალი იყო, განირი, როგორღაც განზე მიჰქონდა მძიმე, დაშაშრული შიშველი ფეხები. გარეს გრილი კედლებით შემოზღუდული ლაბირინთი, ავიდნენ კიბეებზე და ერთ კარს მიადგნენ. იმ კარს აქეთ-იქიდან თოფინი მცველები ედგნენ. ციხისთავმა ბიჭი აქ დატოვა და თვითონ შიგნით შევიდა. გაღებულ კარში ბიჭმა დიდებული ირის მოხუცი დანახა. გუმანმა უთხრა, მეფე ეს უნდა ყოფილიყო. გაწია, მაგრამ მცველებმა არ გაუშვეს, თოფები გადაღობეს.

- გამოტარეთ! - მოისმა ციხისთავის ხმა.

ბიჭი კარში შევიდა. ციხისთავმა მხარზე ხელი მოსდო, ცოტაზე ასე წაჰყვა და მერე გვერდზე გადგა.

რაღაცისათვის ტახტისკენ დახრილი მოხუცი მეფე ბიჭისკენ შემობრუნდა, ნელ-ნელა აწია, გასწორდა, ბიჭმა სახეში შეხედა, ფეხი არია, ჩაჩოქა და ასე, მუხლებზე დაჩოქილი, აცრემლებული წავიდა მეფისკენ. მეფე შეწუხდა, თვითონ წამოვიდა ბიჭისკენ, მხრებში ხელები მოჰკიდა, წამოყენა. ბიჭი ცდილობდა, მაგრამ ტირილი ვერ შეკავებინა. მეფემაც რამდენჯერმე უმწეოდ დახამხამა თვალები, მაგრამ ეს თვალები მიჩვეულნი იყვნენ მსგავს სანახაბებს და სწრაფადვე დაუბრუნეს სიმტკიცე.

- დამშვიდდი, ნურაფრისა გეშინია, შვილო, - თქვა მეფემ წყნარი, ბზარგარელი ხმით.

- მე არაფრისა მეშინია, მეფევ.

- აბა, რა გიჭირს, რამ შეგაწუხა, შვილო?

- თათრები არ უნდა მოგვრეოდნენ, დიდო მეფევ, თათრები ჩვენი მომრევები არ არიან!

მოხუცმა მეფემ შუბლზე ხელის ზურგი აისვა, თითქოს ჩამოწეწილი თმა აწია მაღლა.

- მდიდრები გღალატობენ, მეფევ! - ბიჭმა ღონივრად შეკუმშული მჯიღი ნიკაპთან მიტანა, - მდიდრებს რატომ ენდობი, დიდო მეფევ! მდიდარი ლამაზია, მდიდარს შინ ქონება რჩება, ძვირფასი რამები რჩება. გაჭირვებაში მტერსაც მისცემს და თვითონაც ეყოფა. მდიდარი ბრძოლაში თავს რად დასდებს! ომში ჩვენ უნდა წაგვიყვანო, ობლები, უქონლები, ულამაზობი. გაჭირვებაში გამოჩეჩქვილები. ქვეყნის იმედით ჩვენა ვცხოვრობთ. ჩვენ ვის რას უნდა მოვუფრთხილდეთ! აბა, შემომხედე, სხვებიც ჩემნარები არიან, ქვიდან გამოტეხილი ქაჯები და ეშმაკები! ჩვენ ჭრილობები ვერ დაგვამახინჯებს. პირიქით, მოგვიხდება კიდეც. გაგვიძეხი, მეფევ, ჩვენ გაგვიძეხი! ასამდე ობოლს, ქვრივ-ოხრის შვილს, კომბლინებს, მეგამოვიყვან მარტო! გაგვიძეხი, მეფევ, და შენი თვალით ნახავ, ჩვენი მომრევი არავინ არის ქვეყანაზე. შვიდი კომბლინი აქვე მიცდის ციხის ძირში.

მეფემ კიდევ ერთხელ აისვა შუბზე ხელი და ტახტზე დაჯდა. ბიჭისთვის თვალი არ მოშორებია, ხელი ახლა მუხლზე ედო, მოჭერდა მუხლზე და გაშლიდა, მოჭერდა და გაშლიდა...

- შეგიძლია, ისინიც მოიყვანო?

- კომბლებინად?

- კომბლებინად.

- ეხლავე.

ბიჭი მიბრუნდა და ჯიქური ნაბიჯით წავიდა, მაგრამ უცებ შედგა და აბნეულმა მომოხედა. თურმე კარს ასცდენოდა. ბედად ციხისთავმა მოუსწრო, - აქეთ, მზევარის ბიჭოო, - და წინ წაუძღვა.

* * *

არ გასულა ნახევარი სათი და ციხისთავი და მზევარის ბიჭი კუშტად გამომზირალ, აჯაგრულ, აფხორილ კომბლებიან ბიჭებს შემოუძღვნენ დარბაზში. ახლა მზევარის ბიჭსაც გატუსული, ბევრი ხმარებისაგან გაპრილებული, ვეებათავიანი შვინდის კომბალი ეჭირა. ციხისთავმა ამჯერადაც გვერდზე გაწია და ბიჭებს ანიშნა, აქ გაჩერდითო. ბიჭები შეჯგუფდნენ, ერთმანეთისკენ მიწივნენ, ერთმანეთის ზურგებს ამოფარნენ და კომბლები მორიდებით ჩაყუდეს შიშველ, გახეშებულ ფეხებს შორის.

მეფე წამოვიდა, ნელი ნაბიჯით მოახლოვდა და მზევარის ბიჭს ღიმილით ჰკითხა:

- ესენი არიან შენი ულამაზობი?

- ესენი, დიდო მეფევ, ამ კომბლებით, ვისაც გინდათ, იმას გაუმკლავდებიან.

ბიჭები ურესად დაკოხნენ, შეტოკდნენ და ქვეშ-ქვეში გამოხედეს მეფისკენ. მეფემ ყველა ბიჭს ხელი ჩამოართვა, ცოტა უკან დაწია, უყურა, უყურა და გულში გამდნარ ტყვისავით ჩაეღვენთა: „საცოდავი ქვეყნის საცოდავი შვილები...“ ხმამაღლა კი ეს თქვა მშვიდად, დაყვავებით:

- სულ მალე დაგიძახებთ, ბიჭებო, მაჰმადხანს ერთიანად უნდა ვაზღვევინოთ ჩვენი სისხლი. ახლა მდივანი ჩაგწერთ და თქვენ-თქვენს სახლებში წადით. როცა საჭირო იქნება, დაგიძახებთ, როცა დრო დადგება, მაშინვე დაგიძახებთ.

- ოღონდ მდიდრების გვერდით არ დავდგებით! - წამოძახა მზევარის ბიჭმა.

- არა, თვენი რაზმი ცალკე იდგება! - მეფემ ხელი მაღლა ასწია.

ციხისთავი წინ წამოვიდა და ბიჭებს ანიშნა, წასვლის დროო. მზევარის ბიჭმა მისი მკლავის ზემოდან ერთხელ კიდევ დაძახა მეფეს:

- ჩვენ-ჩვენი კომბლებით უნდა წამოვიდეთ.

- თქვენ-თქვენი კომბლებით, რა თქმა უნდა, - მიგო მეფემ.

* * *

გარეს გადახრილი მზით განათებული ციხის ეზო, გვერდზე გაიყოლეს გრძელ-გრძელი ჩრდილები და მერე ნელ-ნელა ჩავიდნენ ბნელ ლაბირინთში, თითქოს სამუდამოდ ჩაფარნენ მიწას.

ოთხმოცი წლის შემდეგ კი ანანურზე გამავალი სამხედრო გზის პირას ხშირად იდგა ხოლმე უსინათლო მოხუცი, რომელიც ყოველ ზემოთამვლელს ეკითხებოდა, დამძახებელი ხომ არა ხარ ქალაქიდანო. ვინც მოხუცს არ იცნობდა, ვერ ხვდებოდა, ვინ დამძახებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინც იცნობდა, ეტყოდა, - არა, დამძახებელი არა ვარ, მზევარის ბიჭოო, - და თავჩაღუნული, სევდამოწოლილი განაგრძობდა გზას.

მოხუცს ქინთა-ქინთად ქცელი ახალუხის ჯიბის პირზე სამი რუსული ძველი მედალი ეკიდა - გამურულ ქვაზე დაღვენთილი წმინდა სანთლის ფერისა.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია