kids.ge logo

მოცეკვავე დათუნია

ფავორიტებში დამატება

ბაჯბაჯელა დათუნიას 
ცეკვა უყვარს გულით,
სულ ამაზე ლაპარაკობს
დიდი სიხარულით.

ტოლები კი დასცინიან,
უწუნებენ ილეთს,
“- შენს სიმძიმეს მონდომება
ვერ გაგიბათილებს.

- მოცეკვავე დათვი, აბა,
ვის უნახავს ნეტავ?
ამაზე ფიქრს სხვა დათვები
სიზმარშიც ვერ ვბედავთ”.

ის კი გრძნობდა, ცეკვა იყო
მოწოდება მისთვის,
არ აქცევდა ყურადღებას,
როგორ ჩანდა სხვისთვის.

და ყოველდღე განუწყვეტლად
ვარჯიშობდა ტყეში,
სრულიად არ აშინებდა, 
წვიმა, თოვლი, თქეში.

ერთ საღამოს მეფე ლომმა
ტყეში ბრძანა კრება,
სურდა მოწყენილი შვილის 
გამხიარულება.

ბევრმა სცადა, მაგრამ მაინც
ვერ გაართო პრინცი,
დათუნამ თქვა: ”- რაც გაართობს,
მგონი უკვე ვიცი”.

გამოვიდა სცენაზე და 
ამოძრავდა ნელა,
ციცქნა ლომიც ააცეკვა,
გააოცა ყველა.

იცეკვეს და იკისკისეს,
იხალისეს ერთად,
ლომმა სთხოვა, “- მასწავლებლად
მობრძანდიო ჩვენთან”.

დათუნიაც თავის ქნევით
დაეთანხმა წამში,
სიხარულის ჟრუანტელმა 
დაუარა ტანში.

ლომს იმ დღიდან ასწავლიდა
ცეკვის ყველა ილეთს,
მონდომება სიმძიმესაც
თურმე აბათილებს.

სხვა დათვებმაც დაიჯერეს
და გაუჩნდათ რწმენა,
რომ არ არის ცუდი ზოგჯერ
ოცნებებში ფრენა.

და თუ ძალებს არ დაზოგავ,
მოინდომებ გულით,
გამოგივა ყველაფერი
საქმის სიყვარულით.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა

უცნაურია,მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ თანამედროვე თაობის გაგებას - ენერგიის ნაკლებობაა. ახალი თაობა ენერგეტიკულად იმდენად მაღალ სიხშ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021