მოთხრობები   ›   გოდერძი ჩოხელი   ›   ცასწავალა

ცასწავალა

ფავორიტებში დამატება

მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშელი მგლებიც ცას შეჰყმუან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან.

ცასწავალა ღობემძვრალაზე ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. ცასწავალა აყვავებულ მთის ფერდობზე გავიცანი.

ზაფხულობით ჯერ თეთრად გადაპენტება ხოლმე გუდამაყრის მთები, - ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კანკეშას ეძახიან. მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა და ფარდაგს დაემსგავსება სათიბები.

ცხვარს ვედექი. ირგვლივ გაყუჩებული იყო ყოველივე. გახურებული მზე ზეცის სილურჯეში ლივლივებდა და ისეთი ლურჯი ცა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემს ქვემოთ, ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა, თან წკრილა ხმით იძახდა: ცასწავალ! ცასწავალ!

სიჩუმეში ისე დაირხა მისი ხმა, ყველა მას შესცქეროდა: გუთნისჩიტები, ბოლოცეცხლები, ჩხიკვები, კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც კი და ყვავილებიც კი შეიშმუშნენ.

ცასწავალამ ერთხანს იფრინა ასე და უცებ ისევ დაბლა დაეშვა. მოდიდა და ახალა იმას იძახდა: ვტყუი! ვტყუი! ვტყუი!

ჩამოვიდა და ბალახებში გაჩინდარდა. მერე რამდენჯერმე კიდევ აფრინდა ცაში გაგულისებული ძახილით: - ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - რაღაც ზღვარს მიაღწევდა, ღონე გამოლედა და ისევ ქვემოთ დაეშვებოდა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ამით თითქოს თავს იმართლებდა. თავის უღონობას მალავდა, რათა სხვებს არ გაგოთ, რომ ცაში წასვლა არ შეეძლო.

ჯერ უთმინეს ფრთოსნებმა ეს ტყული. მერე კი, ეტყობა, საწყენად მიღეს, ჩემს იქით, კანკეშიან გორზე, იწყეს შეკრება. მოვიდა ყველა ჯურის ფრინველი. ეტყობა, რაღაც თავისებური უმავთულო ტელეფონები აქვთ, თორემ როგორ გაგებინეს ასე უცებ ერთმანეთს: მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ათასნარად ჩაცმულები. გორზე ტევა აღარ იყო. როცა ყველანი შეიკრიბნენ, რაღაც ითათბირეს და გაისუსნენ.

ბალახებიდან ისევ ამოფრინდა ცასწავალა და ცაში აიჭრა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - ყვიროდა ის, მერე მიაღწია რაღაც ზღვარს და ქვემოთ დაეშვა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ის-ის იყო, ბალახებში უნდა ჩამალულიყო, რომ გორზე შეკრებილ ფრინველებს ორი მიმინო გამოყო, ეცნენ ცასწავალას და გაკოჭეს, აღარ აცალეს დამალვა. მიმინოებმა ცასწავალა გორზე შეკრებილ ფრთოსნებს მიჰგვარეს. იმათ ამოირჩიეს მოსამართლე და დაწყო სასამართლო.

მე, ჩუმად, ახლოს მივიწიე, რომ კარგად დამენახა, რა მოხდებოდა.

მოსამართლე ყვავმა თავისი ადგილი დაკავა და დაწყო:

- მოქალაქე ცასწავალა, თქვენ ბრალად გედებათ აქ შეკრებილი საზოგადობის მოტყუბა. მითხარით, ვინა გყავთ ცაში?

- არავინ, - თქვა სევდინად ცასწავალამ.

- ვაა! - აღმოხდა ყვავს, - როგორ თუ არავინ, მაშ ვისთან მიდიდი?

- ისე, ცაში მინდოდა წასვლა.

- ვისთან, ვინ დაგპატიჟათ, რა მიზეზით?

- არა, არავის დავუპატიჟნივარ, მაგრამ...

- „მაგრამ“ აქ გამორიცხულია, მოქალაქე ცასწავალა, თქვენ შერაცხყოფას აყენებთ აქ დამსწრე საზოგადობას. განა შეიძლება ამდენი ტყული? მეტი საქმე არა გაქვს, რომ მთელი დღე გვატყუებ, ცასწავალ, ცასწავალ! და მერე ურცხვად იმერებ, ვტყუი, ვტყუი! - ვინ არის შენი მოსატყუბელი. უფროსებისა მაინც არა გრცხვენია? სახლში ვინა გყავს?

- არავინ.

- ობოლი ხარ?

- დიახ... - თქვა საბრალო ცასწავალამ და თავი მუხლებში ჩამალა.

- საზოგადობის მოტყუბისათვის ცასწავალას მისაჯოს ერთი დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა, კანკეშის ღეროზე მიბმით, - გამოტანა მოსამართლემ განაჩენი, შემდეგ გაგრიხეს გრძელი მარსლები, ცასწავალა ფრთებითა და ფეხებით კენკეშის ღეროზე მიბეს და საკრებულო ნება-ნება დაშალა. ყველაზე ბოლოს მოლაღული შემორჩა, მივიდა ცასწავალასთან, კარგახანს იდგა დაფიქრებული, მერე ცას ახედა, ამოოხრა და მოწყენილი გაფრინდა.

- გამაგრდი, ცასწავალა! - ჩამოსძახა კანკეშაზე მიბმულ ცასწავალას.

ჩამოვარდა სიჩუმე. საწყალმა ცასწავალამ ამაოდ სცადა მარსლების გაწყვეტა. მე ჯერ დავაპირე ამეშვა, მაგრამ მერე ვიფიქრე, ვათუ, ფრთოსნებმა მათი განაჩენის დარღვევა შერაცხყოფად მიღონ და ცასწავალას რამე დაუშაონ-მეთქი, ისევ გაცლა ვამჯობინე, ცხვარი ქვემოთ გავრეკე, დავტოვე ცასწავალა მარტოკა, მიწისა და ზეცის ამარა. მთელი ღამე არ მეძინა, მეშინოდა, მელიას არ მიეგნო დაბმული ცასწავალასთვის.

დილით ადრე გავირეკე მთისაკენ ცხვარი, იმ ადგილას რომ მივედი, ჯერ ვერ დავინახე ცასწავალა, მერე კინაღამ ზედ შევდექი, ფოთლები ეფარა ზედ და ეძინა. ეტყობა, მოლაღულმა დააფარა, რომ მელიას ვერ დანახა. მართლაც, რამდენიმე წუთში სადანღაც მოფრინდა მოლაღული და ფოთლები მიმალ-მომალა, რომ ფრთოსნებს არ ენახათ.

შუადღემდე დაბმული იყო ცასწავალა. შუდღისას ისევ შეიკრიბნენ ფრთოსნები და ახსნეს, ჯერ უგონოდ დაცა, ეტყობა ფრთები ეტკინა. მოლაღულმა ნისკარტით წყაროს წყალი მოარბენინა და მოსულირა ცასწავალა.

- გაგვითავისუფლებიხარ, ცასწავალავ, ოღონდ ერთი პირობით: მეტი აღარ მოტყუო, - უთხრა ყვავმა.

- არა, აღარ მოვიტყუებ, - პირობა მისცა ცასწავალამ.

წავიდ-წამოვიდნენ ფრთოსნები და ახლომახლო აყვავებულ ბალახებში ჩასხდნენ.

ცაზე მსუბუქად მოცურავდა ყვითელი მზე. ლურჯი, ძალიან ლურჯი ცა თითქოს თავის სიღრმეში სანავარდოდ იხმობდა ყველას.

ცასწავალა კარგა ხანს იჯდა დაფიქრებული. მერე, ეტყობა, მოსწყინდა ასე ყოფნა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა:

- ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სადამდისაც ადრე მიდიდა ხოლმე - უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შეპყრობილი, მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!

ყველანი მას შეჰყურებდნენ.

ის წერტილივით ჩანდა.

კანასკნელი ამოსუნთქვისთვისღა ეყო ღონე და გული გაუსკდა.

უკან მსუბუქად და მდუმარედ ეშვებოდა. მერე ასევე მსუბუქად დაცა თავის საყვარელ ბალახებში.

საწყალი ცასწავალა ფრთოსნებმა იმ გორაკზე დასაფლავეს, სადაც გუშინ სასამართლო მოწყვეს. ყვავმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა. მოლაღულმა ბევრი იტირა, სხვებიც ვიშვიშებდნენ, თავს აქეთ-იქით აქნევდნენ. მერე დაშალნენ და დარჩა გორზე პატარა სასაფლაო. ეს ოდნავ ცისკენ ამოწელი მიწა ზემოთ დარჩენილთ თითქოს იმას მინიშნებდა, რომ მის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილით შეპყრობილი ცასწავალა იწვა, და ვინც კი ნახავდა, გული სწყდებოდა: ეს სურვილი ხომ მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს, ზოგი ვამჟღავნებთ, ზოგი გულში ვიმარხავთ სამუდამოდ.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია