მოთხრობები   ›   გურამ რჩეულიშვილი   ›   უსახელო უფლისციხელი

უსახელო უფლისციხელი

ფავორიტებში დამატება

რამდენიმე ხნის წინათ გადავწყვიტე, დამეწერა ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი უფლისციხეზე. ეს არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა: არ ვიცოდი, რა მექნა. რაღაც დაბადა იდესავით და მოკვდა. მთელი კვირა ვირე უქმად. დრო კი გადიდა. გადავწყვიტე, უფრო ღრმად შემესწავლა უფლისციხის ისტორია. პირველადვე წყარობის სიმცირე და მშრალი ფაქტები მომხვდა თვალში, მაგრამ აღარ დამიხევია უკან. გავეცანი აღმოსავლეთ საქართველოს უძველეს სავაჭრო გზებს, რომლებიც აქ გადიდა. გავეცანი მის მიდამოებს; სადღაც აესხა მძივი. შევადგინე კონსპექტი: უფრო კარგად ვიგრძენი უფლისციხე.

ახლა საღამოა.

ვზივარ შინ და ვკითხულობ კონსპექტს; ის სულ უფრო მითრევს: რამდენი ცოცხალია მკვდარ ისტორიაში.

უფლისციხის ტერიტორიზე პირველი დასახლებული პუნქტის შექმნა ეკუთვნის დაახლობით მერე ათასწლეულს ჩვენს ერამდე. ამავე დროს ეკუთვნის მისი მიდამობის დასახლება მტკვრის ორივე ნაპირზე. თუმცა ცალკეულ სამოსახლოებს ამავე ადგილებში ვხვდებით ენელითის დროიდანაც.

ანტიკური ხანიდან იწყება ქართლის ტერიტორიზე მდებარე სამოსახლო ადგილების გაძლირება. ამ ხანის პირველ პერიოდში განსაკუთრებით ძლირია მტკვრის მარჯვენა სანაპირო. აქ მტკვრის ყოველი შენაკადი ხება წარმოადგენს ცალკე გამაგრებულ რაონს, რომლის ბინადარნიც თავს იყრიან რომელიმე ძლირი სამოსახლოს გარშემო. იმდროინდელი გამაგრებული ადგილები გაშენებულია ბორცვებზე... ახლა ასეთი სამოსახლოს გათხრა მიმდინარეობს სოფელ ხოვლესთან, ე.წ. ხოვლისგორაზე... მაგრამ იმდროინდელი ტექნიკისა თუ გახშირებული ლაშქრობა-ძარცვის პირობებში ასეთი გამაგრებული ბორცვები უძლურნი ხდებიან. ისინი კლასობრივი საზოგადობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით თანდათან ჰკარგავენ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მნიშვნელობას. ასეთი დაცემის კვალი შემონახულია ხოვლიგორაზე.

ეკონომიური სიძლირე და მასთან პოლიტიკურიც ნელ-ნელა გადადის მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ. აქ იქმნება მთელი რიგი გამაგრებული ქალაქებისა: მცხეთა, უფლისციხე, გორი, ურბნისი. ელინისტურ ხანაში ამ ქალაქებზე გადის მსოფლიში ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო გზა. გზა მოდის ინდოთიდან ან ჩინეთიდან, ან სპარსეთიდან, ამოდის კასპიის ზღვაში, მოყვება მტკვარს, გამოივლის ხუნანს, ბოსტან-ქალაქს, მცხეთას, უფლისციხეს, გორს, ურბნისს, შორაპანს, გადადის კოლხეთში ფაზისამდე (ფოთი).

ამ დროსათვის უფლისციხე უკვე ძლირი ქალაქია. მისი პირველი საფუძვლინი გამაგრება-აშენება ამავე დროს უნდა მიკუთვნოს. უფლისციხის აშენებაზე დახარჯული შრომა მკაფიოდ მეტყველებს მონის შრომის გამოყენებაზე. ამ ციხის გარშემო შენდება სოფლები. უფლისციხის დასავლეთით (გორის მიმართულებით) დადასტურებულია უზარმაზარი დასახლებული ადგილი და ხოვლიგორის მსგავსი სამოსახლო ბორცვი. აქ ამ დროსათვის უკვე სახლობს წარჩინებული უფალი, რომლის მმართველობასაც ექვემდებარება ახლომახლო მიდამობი. მდაბინი იქვე ქალაქის კედლებს გარეთ სახლობენ. იმდროინდელი ტექნიკის პირობებში უფლისციხის აღება შეუძლებელია. მას ორი მხრიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან, საზღვრავს ბუნებრივი უფსკრულები, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს კლდეში გამოკვეთილი თხრილი, სიგანით ათიდე, ხოლო სიმაღლით ხუთიდე მეტრამდე. ახლა უკვე საკმაოდ ცნობილი ქალაქია. თავისი შინაგანი სიძლირით თუ არქიტექტურული გარეგნობით იგი ყურადღებას იპყრობს. უზარმაზარი ქვაბები, ტალანები თუ პატარა საკნები, მთლინად სამლოცველობიც კი კლდეშია შეთხრილი და სამედოდ დაცული. შიგნიდან კედლები მოჩუქურთმებულია. ამ კელდებთან იშვითი არ არის აქლემთა თუ ჯორ-ცხენთა ქარავნები - დატვირთული აღმოსავლური საქონლით. ამავე დროს ეკუთვნის გორის და მცხეთის გაძლირებაც. ახლო კულტურული კავშირი მყარდება ამ ციხე-ქალაქებს შორის. უფლისციხე თავის მნიშვნელობას ინარჩუნებს არაბობის დროსაც. ამ ხანისათვის იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოსავალ პუნქტს ქართლის გაერთინებისათვის. უფლისციხის დასაპატრონებლად ერთმანეთს ეცილებიან სომეხთა მეფე, აფხაზთა მეფე და არაბთა ცნობილი სარდალი აბულ-კასიმი. შემდეგი ბრძოლები უფლისციხეს ახსოვს ძმათა შორის სისხლისღვრის დროს, როდესაც გიორგი აფხაზთა მეფე გარს შემოწყო „ყოველითა ძალითა თვისითა და მოიყვანნა ტაელნი მეფენი და ფადლა ეპისკოპოსი და მოადგეს უფლისციხესა და ბრძოდეს მრავალთა დღეთა და ვერარას ავნებდეს ციხესა, რომელ მრავალ დგეს შიგნით“. როგორც ჩანს, უფლისციხის აღება ამ დროს მხოლოდ მოტყუბით ან ურიცხვი სპით შეიძლებოდა.

საქართველოში არაბთა ბატონობის შესუსტებასთან და თბილისისი განთავისუფლებასთან დაკავშირებით უფლისციხე ჰკარგავს თავის ძველ მნიშვნელობას და მყუდრო ცხოვრებას იწყებს...

ახლა, როდესაც გავეცანი ამ ქალაქისა და მისი მიდამობის ისტორიას, მივდივარ მის სანახავად. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკვე ნაცნობი იქნება ჩემთვის. მატარებელი დილით გადის. დილა რუხია და მოწყენილი. არა ცხელა. ლიანდაგი გზას მიიკვლევს უამრავ პატარა თუ დიდ სახლებს შორის. მერე ქალაქი თავდება. სახლების რიგი კი გრძელდება. მერე წყდება. ახლა მთაზე რაღაც საყდარი მოჩანს, შემდეგ ისეთივე რიგია სახლებისა; ზევით, მთაში, გვირაბი გაჰყავთ. მტკვრის მერე მხარეს ვენახებში იფლობა დიღმის ველი. ვათვალირებ. ერთ პატარა ადგილსაც ვერ ნახავ დაუსახლებელ-დაუმუშავებელს. მატარებელი ზაჰესის ხიდზე გადადის, ზაჰწსი უკან რჩება. წინიდან მოდიან ხრიკი მთები. აქ ახლა არავინ სახლობს. არც ხნავს. ხანდახან საყდარი და ძველი ქვაბულები მოჩანს. მრავალჯერ განცდილი უფრო იზრდება: ჯვარი, სვეტიცხოველი, შორს - სამთავრო, არმაზი, სარკინეთი. სადღაც მთებში გამოქვაბული და შიო მღვიმის მონასტერი. მერე ისევ ციხე მთაზე. ხალხი იღიმება. „იცი, რას ეძახიან მაგ ციხეს?“ - მიჩურჩულებს ვიღაც. მეც ვიღიმები. ის ჰყვება თათართა ალყის ამბავს, შემდეგ სადუმლო გვირაბზე ჰყვება, რომლითაც ქართველები გვირაბზე გადიოდნენ და კალმახებსაც იჭერდნენ. მეციხოვნენი კალმახებს მტერს აჩვენებდნენ. ახელებდნენ თათრებს. დამარცხდნენ თათრები. ეს ამბავი მეც ვიცი. მე სხვაც ვიცი. ახლა მთებს იქითაც ვიხედები, მიწის შიგნითაც ვიხედები - მაგონდება ახლად ნასწავლი. იქით ხებებია ქართლისა, კლდეკარები, საკაძის სამშობლო ნოსტე, ერთაწმინდა. აქეთ, კასპის მიწაში, ორი ათასი წლის წინანდელ სამოსახლოებს ვხედავ.

აგერ კასპის ცემენტის ქარხანა, იმის გადაღმა თეთრად დათხრილი საბადობი. კოლმეურნეთა შრომით აყვავებული ველ-მინდვრები, დაბურული ბაღები, გორაკებზე გადმომდგარი ახალი ფართო აივნინი სახლები...

მატარებელი ჩერდება. მიდის. ჩერდება.

გრაკლიდან ხოვლე მოჩანს. ხოვლეს ბოლოზე უძველესი სამოსახლო ბორცვი ითხრება. მატარებლიდან საკონტროლო თხრილი ჩანს შავ ხაზად. მატარებელი ისევ მიდის. ჩერდება. მე ქვახვრელში ჩამოვდივარ. აქ, ქვაში, სამოსახლო ხვრელებია - იმიტომ ჰქვია ქვახვრელი. მწვანეში ზის ახლანდელი სოფელი. ჩემს პირდაპირ, მტკვრის მარცხენა ნაპირთან, უფლისციხე იყურება გამოთხრილი თვალებით. ცხელა. მტკვრის ნაპირას ვჯდები. ვისვენებ. ჩემს პირდაპირ ბორანს აკეთებენ. იმის უკან სახლებს აშენებენ, დავიღალე. ამდენი შთაბეჭდილება ერთ დღეში! ერთი ადგილი ვერ ვნახე, რომ თავისი ისტორია არ ჰქონდეს, რომ ქვა არ იყოს ქვაზე დადებული. და ეს მონაკვეთი, რაც მე დღეს ვნახე, ნაწილია ერის დიდი ისტორიისა. ვცდილობ, აღარ ვიფიქრო. ჭიანჭველასავით მშრომელი და დაზარელი ყოფილა ჩემი ხალხი.

მზე უფრო აჭერს. ნელა მივყვები ბაღების ხევანს. აქ ჩრდილია და ცოტას ვისვენებ. შემდეგ მწვანე უცებ წყდება: გვერდიდან მაცხუნებს უფლისციხე. ავდივარ ქვაბებში. ვიწყებ ზევიდან, ჩამოვდივარ ქვევით. ჯერ ვერ გავრკვეულვარ კიდევ. ქარი სისინებს ნაპრალებში. ქანი იფიტება. ქარი უფრო ღმუის. გრძელფეხა ჯოჯობი ხრიკებს სერავენ, კედლებზე დარბიან ეშმაკებივით და შუა კედელზე ქრებიან. მე ქვას ვესვრი. ქვა ხვდება. ჯოჯო გაკვირვებული მიყურებს, მერე მირბის, მივდევ. უცებ კლდე წყდება და იწყება უფსკრული. ჯოჯო ქვევით ჩარბის. მერე ჩერდება და ისევ იხედება. ქვევით ხრიკი სოფელი მოჩანს. ისტორიიდან ვიგონებ - აქ დიდი დასახლებული ადგილი ყოფილა. ახლა სოფელი გადაბუგულია, სულ არა ჰგავს ქვახვრელს. მეჩვენება: ჯოჯო იქით მიდის, მერე ისევ უკან მოდის და სხვებს აღვიძებს. „იქნებ შემოსელი მოძალადების შთამომავლები არიან ჯოჯობი, - ვფიქრობ, - იქნებ დაპატარავდნენ და ჯავშანში გახველები დარბიან“. აქ ხრიკი და უდაბნოა. ქარი საშინლად უბერავს. ცხელა. ქვიშა გეყრება თვალებში. თითქმის ბანცალით შევდივარ ღრმა ქვაბში და ქვიშაზე ვწვები. ქვიშა აქ ცივია. ვწევარ და ჭერს ვუყურებ. ჭერი დატიხრულია. ჩუქურთმები გამოდიან სიბნელიდან. კედლები მოხატულია ფარდაგად. აქ ჯოჯობი არ დადიან. ჯოჯოებს ეშინიათ სიცივისა. ისევ ჭერის ჩუქურთმებს ვუყურებ. თვალები დაღლილი მაქვს და ძლივს ვარჩევ ჩუქურთმებს შორის ღრმად ამოჭრილ ახალ წარწერებს. მაგონდება მატინეში ამოკითხული, რომ აქ ქვა რბილია და ადვილი დასამუშავებელი. ყველას შეუძლია ამოჭრას რაც უნდა!..

გამოვდივარ გარეთ.

ცხელა.

სევ ჩავდივარ ქვევით და ხელოვნულ თხრილს მივყვები ზევით. მისი სიმაღლე საშუალოდ ოთხი მეტრია. ის კლდეშია ამოჭრილი. თხრილი ზევით მიდის, მერე უხვევს და ბუნებრივ ხევს უერთდება. აქედან იწყება უფსკრული. თუ არა გვირაბით, შეუძლებელი იყო ამ ქალაქში ასვლა. მე უფრო ზევით ავდივარ. აქედან უფსკრული უფრო ღრმა მოჩანს. ის საშიშია. მე მსიმოვნებს, რომ ის საშიშია: რაღაც ბუნდოვან შეგრძნებას იწვევს. მზე აჭერს. ვბრუნდები. ვწერვარ და ქალაქის ისტორიაში დავბორიალობ: რამდენიმე მთავრის თუ მეფის სახელი, და მორჩა! „საინტერესოა, რატომ არ შემორჩა ვინმე გმირის სახელი, გლეხი გმირის“, - ვფიქრობ. მზე უფრო აჭერს. მე უფრო ვბრუვდები. თვალებს ვხუჭავ. მინდა ცოტა წავიძინო. ძილი კი არ მოდის. თვალებდახუჭული უფრო მეტსა ვხედავ.

მეჩვენება, რომ ღამეა და უფლისციხე გარშემოწყობილია. მეციხოვნეებს ცეცხლი უნთიათ. დიდ ქვაბებში ადუღებენ კუპრს. თხრილებიდან ქვა გროვდება დასაშენად. თხრილს იქით კი მტრები დგანან.

მხოლოდ უფსკრულის მხარეა ჩაბნელებული. აქ ყარაული არ არის საჭირო. აქ ამოსვლა შეუძლებელია ღამით. ცა იბურება და ჟინჟღლავს.

იმ წელს ადრე შემოდგომაზე მოდის თოვლი. თოვლი ზაფხულში გახურებულ კლდეს ადნება, მხოლოდ უფსკრულის მხარეს იკიდებს ფეხს. ქარი მატულობს. თანდათან მატულობს.

მეციხოვნენი თავს იბურავენ. ქარი საბურავებში შედის და ყურებსა ყინავს.

სამლოცველოში ქარი არ არის. აქ ქალები მუხლმოდრეკით ევედრებიან ღმერთს. ღმერთი ისმენს და პასუხს არ აძლევს - უსაზღვროა მისი ძალა და უფლება. ქალები მუხლმოდრეკილნი ლოცულობენ თავიანთი შვილებისათვის. შვილებს კი სძინავთ: ღრმა ქვაბებში, კლდის საწოლებზე თივა ჰყრია, თივაზე ხალიჩები აგია და იმაზე სძინავთ. მერე რომელიმე იღვიძებს. ტირის, უძახის დედას. დედა კი ფილაქანზეა დაჩოქილი. მუხლისთავებიდან სისხლი სდის. ლოცულობს. ლოცულობს თავისი შვილისათვის - ღმერთი დიდია და მოწყალე, უსაზღვროა მისი ძალა.

გარეთ ცივა.

ქარი შრილით ყრის ხევებში მიწას. თხრილის იქით მტრები დგანან და ემზადებიან.

რიში გათენებისას დაიწყება.

მეციხოვნენი ცოტანი არიან, მტერი ბევრია. ბევრად მეტია. დიდი მთავარი მჭმუნვარეა. „გაუძლებს ციხე?..“ - არის მისი ფიქრი. ირიში დილით იწყება. შუაღამისას ქარი ღრუბლებს ფანტავს. ჰყინავს. უფსკრულზე ჭირხლი ეკიდება. უფრო მატულობს ქარი. ღრუბელი აღარ არის. ვარსკვლავები. უმთვარო ღამეში მოჩანან - დიდი, შორელი, ცივი.

უფსკრულში კაცი მიცოცავს. ის ფეხშიშველაა. ქალამნინი ფეხის მოკიდება აქ არ შეიძლება, კაცის თვალები არ ჩანს, არც ტანი ჩანს, არც თავი, არც სისხლიანი ხელები. ის მიცოცავს. ყინვა იჭრება მის სხეულში, თითები უხევდება. ცერი ყველაზე ადრე კვდება; მერე კვდება ნეკი. ის სამ-სამი თითით მიცოცავს. უკვე ექვსი სათია, რაც მიცოცავს. ჯერ სწორზე მიფორთხავდა: მტრის ბანაკიდან გზა ვაკეა უფსკრულამდე. ბანაკი კი გარშემორტყმულია. ის მისი შუაგულიდან მოფორთხავს. ის მტრის სარდლის მზარელი იყო. როდის გახდა მზარელი, აღარ ახსოვს. მისი გონება ბუნდოვანია. მხოლოდ ის იცის, რომ მისი სამშობლო ეს არის, უფლისციხე; ხოლო ის, ვისაც ემსახურებოდა - მტერია. მტერს მისი არ ეშინია. მტერი მისი თანდასწრებით ლაპარაკობს, ადგენს გეგმებს. ის დიდი ხანია მთავარსარდლის მზარელია და ენა არა აქვს. იმიტომ, რომ მოჰკვეთეს. მთავარსარდალს არ სჭირდება მეტყველი მსახური. ამიტომ მოჰკვეთა ენა და ჰყავს უნო მსახური. უნომ იცის, რომ ისინი, მისი ბატონები და მისი ხალხის მტრები, სადუმლო გზით აპირებენ ასვლად ამაღამ, იცის უნომ და თქმა არ შეუძლია. ახლა ის უფსკრულის თავზე ჰკიდია. აქ შუაგზაა. ზევით ციხეა - იქ არის მისი ხალხი. ქვევით კი უფსკრულია და დგანან - მტრები და მისი ბატონები.

ქარი მატულობს.

ჰყინავს.

ქარი უფრო მატულობს.

ეკლესიაში, სადაც დედები ლოცულობენ ბავშვებისთვის, ღრილით იჭრება ქარი. კარი იღება და იხურება. ქარი წყდება. უნო დგას შიგ. მის უკან კარი მიხურულია. ის დგას. მერე მუხლებზე ეცემა თავისი ღმერთების წინ და ლოცულობს. ღმერთი დიდია და მოწყალე, განუსაზღვრელია მისი ძალა. კუთხეში მიყუჟული ქალები შიშისაგან კანკალებენ და აღარ ლოცულობენ.

გადის ხუთი წუთი.

გადის ათი წუთი.

გადის ნახევარი საათი.

წინ უნო მიდის. იგი ფრთხილად ადგამს ფეხს. უკან მეციხოვნენი მისდევენ. ის უნოა და ხელით ანიშნებს. ის უნოა და ვერა კვნესის; ფეხები კი დახლეჩილი აქვს. ტერფები დახეთქილი: ლურჯი, წითელი, შავი.

დილით მზე ანათებს უფლისციხეს. მზე აშუქებს სალოცავს. სხივი სალოცავში სარკმლიდან შედის და ძირს ეცემა. მისი ფერია ნათელი და შავი. იქ კაცია დამხობილი მუხლებზე. ლოცულობს. სიტყვები არ ისმის. ის უნოა. ქალები დასისხლიანებული მუხლისთავებით დგანან ფილაქანზე. ღმერთს მადლობას სწირავენ გადარჩენისათვის: ღმერთი დიდია და მოწყალე.

გარეთ მზე ანათებს; მტრის გვამები ჰყრია ყველგან: უფსკრულის ძირას, უფსკრულის თავზე, თხრილის გარეთ და თხრილის შიგნით. მეციხოვნენი თხრიან უზარმაზარ სამარეს: ხვალიდან აყროლდება გვამები. დღე წყნარია და მზე ანათებს. ვიღაცა ჭინურს აჟღერებს. დიდი მთავარი გაღიმებული დადის ტალანებში, მერე მხსნელს იბარებს. ის მეციხოვნეებს მოჰყავთ ხელით. მას ფეხები დაყინული აქვს და სირული არ შეუძლია. მას სვამენ ტახტზე; კიდევ ერთხელ უხდიან მადლობას, თხოვენ: თქვას თავისი ვინაობა.

ის კი უნოა.

თხოვენ:

დაწეროს თავისი გვარი ან სახელი. მან კი წერა არ იცის.

და გვერდზე საკანში ღვთისმოსავი კაცი, უფლის მონა ფურცლავს მატინეს და წერს დიდი ასობით: „ჟამსა ამასა და ამასა, წყალობითა ღვთისათა, დიდმა მთავარმა ვამეხმა სძლია მტერსა და უკუაქცია იგი კედლებიდან უფლისციხისა“.

მე ვფხიზლდები.

მზე ჩასულა.

ღარ აცხუნებს.

ქარი კი მატულობს.

ვდგები. მეჩვენება, რომ მე ვიცი იმ კაცის სახელი. რაღაცას ვლუღლუღებ. ალბათ ვაჟა ერქვა, ან უბრალოდ წყალობა, ან მახარე, ან ქიტესა; ქართველებს უმეტესად ეს სახელები ჰქვიათ. იმასაც ეს ერქმედა. „ჰო, უეჭველად რომელიმე მათგანია ის“, - ვფიქრობ.

საშინელ წყურვილს ვგრძნობ: მათარა თანა მაქვს. მაინც არა ვსვამ. რატომღაც მინდა უფრო მომწყურდეს. შევდივარ დიდ ტალანში, აქ ქვის სკამებია და ქვის მაგიდები. ვჯდები ქვის სკამზე. ვინ იცის, ვინ იჯდა?!. - შეიძლება დიდი მთავარი ვამეხიც. ვფიქრობ. ვიწყებ წერას. არ შემიძლია ამდენი ვნახო და არაფერი დავწერო. ფურცლებს ვუზირებ ჩემს განცდას.

რაღაც მაწუხებს, ვერაფრით ვერ მოვახერხე ჩემყუდროება, ქვის სკამიც კარგია, მაგიდაც კარგია. მაინც ვერ მოვეწყვე. აქ ყველაფერი ძველია და იდუმალი.

ვდგები.

ჩემს გარშემო კი ყველაფერი ძველია და იდუმალი, ახალია მხოლოდ არქელოგთაგან დატოვებული მიწის გასატანი ორთვალები. ისინი დამტვრელია. ორთვალებისაგან მაგიდის მსგავსს ვაკეთებ: ერთმანეთზე ვდგამ სამს და ისე. ერთზე ვჯდები. მოვეწყვე. განვაგრძობ წერას. ვერთობი. ჩემს გარშემო კი ტალანია დიდი, ცარილი, საშიში. ამ მხოლოდ ქვის სკამები და მაგიდები დგას, ძველი, ძალიან ძველი. მე ვზივარ ერთი თვის წინათ გაკეთებულ რკინის ორთვალაზე და ვწერ. ეს ორთვალა უფრო მოხერხებულია ჩემთვის. ალბათ, ერთი დროის რომ ვართ ორივე, იმიტომ.

 

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია