მოთხრობები   ›   გურამ რჩეულიშვილი   ›   ტკივილი? - არა. რაღაც და გათავდა

ტკივილი? - არა. რაღაც და გათავდა

ფავორიტებში დამატება

პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაღო, დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტომით დაეშვა ჭალისაკენ. ქარი უბერავდა. ვერაფერი იპოვა.

შიოდა.

ძალიან, ძალიან მოუნდა ბალახი; თუნდაც სულ ცოტა, უფრო მოუნდა ან თივა, ან ყლორტი.

შიოდა.

რა გემრილი იქნებოდა ბალახი.

ახლა შუა ველზე მიკუნტრუშობდა.

შიოდა.

უცებ იგრძნო რაღაც.

ტკივილი? - არა.

რაღაც და გათავდა.

ვანომ თავის შვილს დაძახა და მოკლული ბაჭია აბგაში ჩადო:

- მამა, ფეხები მომეყინა, - თქვა ბიჭმა.

- ნუ გეშინია, ერთ საათში შინ ვიქნებით, - დაამშვიდა მამამ.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია