მოთხრობები   ›   გიორგი პაპუაშვილი   ›   პატარა დარეჯანი და დიდი მზესუმზირა

პატარა დარეჯანი და დიდი მზესუმზირა

ფავორიტებში დამატება

ბებია ინდარების საძებნელად წავიდა და პატარა დარეჯანიც თან გაყოლა. იდარების სოფლის ბოლოს გასულიყვნენ დანახნავს შესეოდნენ. ნახნავში კოლმეურნეებმა გუშინწინ სიმინდი დათესეს და ზემოთ დარჩენილ მარცვლებს კენკავდნენ.

- უყურე ამ პირშავებს, სად გამოსულან! - თქვა ბებიამ და წკეპლით ხელში ინდარებისკენ გაეშურა.

დარეჯანს ბებიას კალთა ჩაბღუჯა და ნახნავებში ბარბაცით მიჰყვებოდა. დროდადრო ბებიას კალთას ხელს გაუშვებდა ხოლმე, მუჭიდან ერთ ცალ მზესუმზირას ამოღებდა და პირში იკრავდა.

უცებ დარეჯანი გაჩერდა აქეთ-იქით ტრილი დაწყო, მერე ჩაცუცქდა და ნახნავებში ქექვა დაწყო.

- რას ეძებ, შვილო, რატომ არ მოხვალ? - ჰკითხა ბებიამ.

- ყველაზე დიდი მზესუმზირა ჩამივარდა და ვერა ვპოლობ, - მიგო დარეჯანმა.

- მაგოდენა ნახნავებში მზესუმზირას როგორ იპოვი?! - გაცინა ბებიას.

- არა, უნდა ვიპოვო! - დაჟინა დარეჯანმა, - სანამ არ ვიპოვი, არ წამოვალ. იცი, რა დიდი იყო.

- აბა, მაშ თუ ასეა, დავიხსომოთ ეს ადგილი, ორი კვირის შემდეგ მოვიდეთ და ვნახოთ, რას იზამს ის შენი მზესუმზირა.

- რას იზამს, ბებია? - გაღიმა დარეჯანს.

- ამოვა და გაიზრდება.

- კარგი, იყოს და დავიხსომოთ.

ბებიამ იმ ადგილას, სადაც დარეჯანი მზესუმზირას დაეძებდა, წკეპლა ჩაურჭო და ორივენი ინდარებისკენ წავიდნენ.

- ბებია, არ გავიდა ორი კვირა, ბებია? - ყოველდღე ეკითხებოდა დარეჯანი.

- ჯერ არ გასულა, შვილო, კვირაში შვიდი დღეა და ორ კვირაში ხომ თოთხმეტი დღე იქნება?

რი კვირის შემდეგ ბებია და დარეჯანი დანიშნულ ადგილზე მივიდნენ და ნახეს, რომ პატარა ორყური ბალახი ამოსულიყო.

- აბა, მზესუმზირა სად არის, ბებია? - შეკითხა დარეჯანი.

- მზესუმზირა ეს ორყური ბალახია, შვილო. ასეთი ამოდის მიწიდან.

- მოვწყვიტოთ და შინ წავიღოთ.

- რომ მოვწყვიტოთ, დაჭკნება.

- რომ არ მოვწყვიტოთ?

- მაშინ გაიზრდება და ერთი თვის შემდეგ შენოდენა გახდება.

- ერთი თვე რამდენი ხანია, ბებია?

- ერთ თვეში ოთხი კვირაა.

- უუ, დიდი ხანი ყოფილა ერთი თვე... კარგი, იყოს და ერთი თვის შემდეგ ვნახოთ.

ერთი თვე რომ გავიდა, ბებია და დარეჯანი ისევ წავიდნენ მზესუმზირის სანახავად.

იმ ადგილას, სადაც დარეჯანს ორყურა ბალახი ეგულებოდა, დარეჯანის სიმაღლე, ფართოფოთლინი მცენარე დახვდათ.

- აბა, მზესუმზირა სად არის, ბებია? - შეკითხა დარეჯანი.

- მზესუმზირა ეს არის, შვილო, ასეთი იზრდება.

- მოვწყვიტოთ და შინ წავიღოთ.

- რომ მოვწყვიტოთ, დაჭკნება.

- რომ არ მოვწყვიტოთ?

- მაშინ კიდევ უფრო გაიზრდება და ერთი თვის შემდეგ აყვავდება კიდეც.

- უუ, დიდი ხანია ერთი თვე... კარგი იყოს და ერთი თვის შემდეგ ვნახოთ.

ერთი თვე რომ გავიდა ბებია და დარეჯანი ისევ წავიდნენ მზესუმზირის სანახავად.

იმ ადგილას, სადაც დარეჯანს თავისი სიმაღლე მცენარე ეგულებოდა, კაცზე მაღალი ხე დახვდათ. ხეს გოგრის ფოთლისთანა ბუსუსინი ფოთლები და მზესავით კაშკაშა ყვავილებშემოვლებული ბრტყელი თავი ჰქონდა.

- ეს არის მზესუმზირა, ბებია?

- ეს არის, შვილო, ასეთი ყვავილობა იცის... ნახე, საით იყურება?

- ვის უყურებს, ბებია?

- მზეს უყურებს. მზესუმზირას იმიტომ ეძახიან, რომ საითაც მზე მიდის, ისიც თან მიჰყვება.

- ახლა კი ნამდვილად მოვწყვიტოთ და შინ წავიღოთ. ქოთანში დავრგათ.

- აბა, მიდი, მოწყვიტე!

დარეჯანი მთელი ძალით დაბღაჭა, მაგრამ ძვრაც კი ვერ უყო.

- მოვჭრათ, ბებია.

- რომ მოვჭრათ, დაგვიჭკნება.

- რომ არ მოვჭრათ?

- ერთი თვის შემდეგ მოვალთ და გაგვახარებს.

ერთი თვე რომ გავიდა ბებია და დარეჯანი ისევ წავიდნენ მზესუმზირის სანახავად.

იმ ადგილას, სადაც დარეჯანს ლამაზყვავილინი ნედლი ხე ეგულებოდა, გამხმარი და ფხაჭნია ფოთლინი ხე დახვდა. თავი ჩაღუნა და მზეს აღარ უყურებდა.

- ბებია, რა იქნა ჩემი ლამაზი მზესუმზირა? - დაღონდა დარეჯანი.

- მზესუმზირა ეს არის, შვილო, ასეთი შემოსვლა იცის. აბა, გასინჯე! - ბებიამ მზესუმზირის თავს ერთი მარცვალი გამოფხვნა და დარეჯანს გაწოდა.

- ჩემი მზესუმზირა, ბებია, ეს ხომ მე დამეკარგა?! - შესძახა დარეჯანმა.

- ჰო, შვილო, შენი მზესუმზირაა. ხედავ, ერთი მარცვალი დაგვეკარგა და ათასი გვაპოვნინა?!

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია