kids.ge logo

ეკატერინე გაბაშვილი

ეკატერინე გაბაშვილი

ფავორიტებში დამატება

1869 წელს დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში (1868). პირველი ნაწარმოები „გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ“ გამოაქვეყნა 1870 წელს „დროებაში“, მას მოჰყვა „მაგდანას ლურჯა“, „ღვინია გადაიჩეხა“, „ჭიაკოკონა ღამეს“, „სოფლის მეგობარი“, „თინას ლეკური“, „სოფლის მასწავლებელი“, „დედის მარჯვენა ხელი“ და სხვა. აღსანიშნავია რომ მწერლის მოთხრობების მიხედვით ქართველმა კინემატოგრაფისტებმა შექმნეს შესანიშნავი მხატვრული ფილმები „ჭიაკოკონა“ (რეჟისორი ნ. პაპინაშვილი) და „მაგდანას ლურჯა“ (რეჟისორები თ. აბულაძე და რ. ჩხეიძე).

ეკატერინე გაბაშვილი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები — პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატიურა, სურათი. მისი ლიტერატურული შეხედულებები რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების და ქართველი „სამოციანელების“, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის იდეური ზემოქმედებით ჩამოყალიბდა.

„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

უბრალოდ თქვით „არა“

ეცადეთ უარი თქვათ ოფისში დამატებით დავალებებზე ან ბავშვის სკოლაში მოხალისეობაზე. არასდროს ინანებთ შვილთან უფრო მეტი დროის გატარებას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024