ბებია კატო

ფავორიტებში დამატება

ყო და არა იყო რა, იყო ერთი ბებერი ქალი, ისეთივე, როგორც სხვა ქალი-ადამიანი, მხოლოდ კატო ბებიას დიდი, ისეთი დიდი გული ჰქონდა, რომ გულ-მკერდში არ ეტედა, გარეთ იწევდა.

და, რადგანაც გული ადამინისა ბუდეა სიყვარულისა, ბებია კატოს ფართო გულშიაც უშველებელი, დიდი, უსაზღვრო სიყვარული იყო დაბუდებული, იმას უყვარდა ყველა არსება: კაცი, ქალი, ბებერი, ნორჩი და შუთანა, გლეხი, მდიდარი, უშნო, ლამაზი ბებიას გულში თავ-თავისს შესაფერის ბინას ჰპოვებდნენ, მაგრამ გაცილებით მეტად ბებია კატოს ბავშვები უყვარდა: პაწაწინები, უმანკობი, მომავლის კოკრად გაჩენილები.

ოჰ, ბავშვნი! ეს მომავალნი იმედნი, ეს ია-ვარდნი, გულის სატრფონი ბებია კატოს მეტად უყვარდა და მთელს სიცოცხლეში მათს სიხარულსა და ბედნირებას თავსა სწირავდა: ხნავდა, სთესავდა იმათთვის კაცთმოყვარებას, გულკეთილობას, კეთილშობილებას, სიბრალულს, გულუხვობას, სათნობას, მართლის სიყვარულსა და სხვა მრავალსა კაცთა სიკეთეს.

სთესავდა, უვლიდა, ახარებდა, ამშვენირებდა ამ თვისებათა და გაფაქიზებულთ, ოქროს მძივებად ასხმულთ, ატანდა ბავშვებთან დილისა სიოს, მზის ბრწყინავს სხივებს, მთვარის მკრთალს შუქსა, ყვავილთ ტკბილს ფერფლთა და გაზაფხულის ფრინველთ სტვენა-გალობას შეუდარებელს.

და მიდიდა, იფანტებოდა ყველა ეს, ბავშვებისადმი მირთმელი, სამხრეთ-ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ-დასავლეთამდის, უვლიდა მხარეს, მთის აქეთ-იქით, ბარში თუ მთაში და იქ დარგული იზრდებოდა თანდათანობით, ნელ-ნელა, მაგრამ ბეჯითად ეთვისებოდა ბავშვთა მშვენიერთ და ჰყვავდებოდა.

ბებია კატო ამ ხვნა-თესვაში ბედნიერდებოდა და სხვა რამ ჯილდო ამქვეყნირი არც კი იცოდა, არც კი ნატრობდა...

...მაგრამ ბებია კატოს ფრთები შეესხა და წარეტაცა ყოველ კუთხისკენ, აღმოსავლეთით და დასავლეთით და გაახარა, მოამკვევინა თავისი ნათესი.

ბავშვთა კრებული ყველგანა ცნობდა თავისს ბებიას, ულერსებდა, შესცინოდა და თავს ევლებოდა.

ბებია კატო ნათლად ხედავდა თავისის ნათესის შედეგსა და გარდამეტების აღტაცებით ცრემლებს აფრქვევდა და ეს ცრემლები ძვირფას, უებრო მარგალიტებად მის გულსა ფართოს უფრო და უფრო აფართოვებდნენ, ბუდედ დიდებისა და სიტკბობის ფუძედა ხდიდნენ, ბებერს ბებიას ან დაუძლურებულს კვლავ ამხნევებდნენ, რომ დათესნა ძვირფასი ყანა და სათნობის ყვავილთ გრეხილი კვლავ გაეგზავნა სიოსა ფრთებით, მზისა სხივებით და გაზაფხულის ფრინველთ ჭიკჭიკთან შეერთებული ყმაწვილებისათვის.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია