kids.ge logo

თამარ ჭეიშვილი

თამარ ჭეიშვილი

ფავორიტებში დამატება

გამარჯობა, მე ვარ თამარ ჭეიშვილი. დავიბადექ.ქუთაისში. დავამთავრე ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა და წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქიმია -ბიოლოგიის სპეციალობით.

ვარ ბუნებისმეტყველების და ბიოლოგიის  წამყვანი პედაგოგი ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“.

ასევე, ვმუშაობ ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე-ვარ ბიოლოგიის დოქტორი.

ძალიან მიყვარს მცენარეები და ხელოვნება.

საბავშო ლექსების წერა დავიწყე ჩემი მოსწავლეების სიყვარულით,რათა მათ უფრო გასაგებად აღექვათ სასწავლო მალასა. ვცდილობ თითოეული ლექსი იყოს შემეცნებითი,სახალისო და რაც მთავარია, კეთილი.

2019 წელს ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდა ჩემი   პირველი წიგნი  (მცირე ე.წ. „საოჯახო“  ტირაჟით ).

2020 წელს კი თბილისში, გამომცემლობაში  „აზრი“-  მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაიბეჭდა უკვე  შევსებული და უკეთ ილუსტრიტრებული ჩემი საბავშვო ლექსების  წიგნი-„ჩვენი ეზოს ამბები“.  

ჩემი ლექსები ჩემივე  უზრუნველი ,ხალისიანი და საინტერესო ბავშვობის ანარეკლია. მიხარია,რომ მათ  სიყვარულით კითხულობენ  და სწავლობენ  ქუთაისელი პატარები და მათი ოჯახის წევრები.

მინდა ეს  ლექსები მთელი  საქართველოს პატარებმა  გაიცნონ და შეიყვარონ.

„პანდა“
ნახატის ავტორი:
BARBARE (9)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: აბაშიძე:


Kids.ge-ს რჩევები

გააკეთეთ ფიზიკური აქტივობა ხელმისაწვდომი

მიეცით ბავშვს საჭირო აღჭურვილობა და შესაძლებლობა, დაკავდეს ფიზიკური აქტივობით.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026