kids.ge logo

მამალი

ფავორიტებში დამატება

უჰ, ი−სე−თი მა−მა−ლი
მოგ−ვიყ−ვა−ნეს სოფ−ლი−დან,
სა−ნა−ხა−ვად მე−ზობ−ლის 
ა−თი ბავშ−ვი მო−ვი−და.
ვერ გა−ბე−და ვერც ერთ−მა
სი−ახ−ლო−ვეს მისვ−ლაც კი,
ი−სე უპ−რი−ა−ლებ−და 
ა−ლე−სი−ლი ნის−კარ−ტი.
და−დი−ო−და ა−მა−ყად,
თვა−ლებს აბ−რი−ა−ლებ−და,
დედ−ლებს თა−ვის ჭკუ−ა−ზე
მზე−რით ატ−რი−ა−ლებ−და.
ო,რა ბი−ბი−ლო აქვს და,
ო,რა ნა−ფე−რე−ბი−ა!-
ბუმ−ბულ−ზე და დე−ზებ−ზე
შეჰ−ხა−რო−და ბე−ბი−ა.
გაჰ−ყი−ო−და მა−მა−ლი,
გვერ−დით მუ−რა ფხიზ−ლობ−და,
ბა−ბუ−ა კი ამ მამ−ლის 
ჩა−ხოხ−ბილ−ზე ფიქ−რობ−და.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კატა და თაგუნაგუშინ თაგვი შევნიშნე, სახლის ბოლოს კუთხეში. აქეთ კატა დარბოდა, მსუნაგი და უხეში. შეამჩნია თაგუნა ძველ პურ...შემოდგომამზისფერი და ოქროსფერი, ხვავიანი,ლამაზი, წელიწადის დროებს შორის ბრწყინავს ,როგორც ალმასი. თათარით და ჩურჩხ...ჩოჩორიდაბაკუნობს მინდორში საყვარელი ჩოჩორი, თავი მოაქვს კიტრივით -შეუჭრია ქოჩორი. ნეტა ვინ შეუკრიჭა ასე კოხტად,...თედოს პირველი თოვლიგაოცებით უცქერს თედო, როგორ ცვივა ციდან ფიფქი. მამა თოვლის კაცს აკეთებს, აგერ ბიჭი ციგით მიჰქრის. დღეს პი...ციცქნა გოჭიდედა ღორს დააკლდა გოჭუნა თვლაში, მოქექა ეზო და არ მოხვდა თვალში, მივარდა სხვა გოჭებს,დაუწყო დათვლა, გოჭებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026