kids.ge logo

მთათ მითხრეს...

ფავორიტებში დამატება
მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ,
კარგად აგვხედე, ჩაგვხედე;
ჩვენსავით იდეგ მტკიცედა,
ვინძლო აროდეს დაჰბერდე.
ცხოვრება ჭირინია,
ჭირით არ ერთით, ორითა,
შენაც მოგაცხობს ბევრს რასმე,
არ აგაშმოროს შმორითა.
ჩვენ დაგვიძახე მკურნალად,
წამალს მოგაწვდით შორითა.
თასი ვნახეთ ვაბა,
ას-ასჯერ რისხვა ციდამა:
სეტყვა, მეხი და ქარბუქი,
ყინვა, თოვლ-ჭყაპი ღვთიდამა.
დიდმა დარდმა და ვაბამ
დაგვაზინა ვითამა?
ჰხედავთ, რომ გაზაფხულზედა
ღვარები მოჰხეთქს მთიდამა.
გადვიგდებინებთ მაშინა
ყინულის ლოდსა ქედითა,
თუ გუშინ მკვდრადა გვსახავდენ,
დღეს ამდგარნი ვართ მკვდრეთითა;
ბუნებისა ვართ გვირგვინი
შეპოვარის მკერდითა.
აგვიყვავდება გულ-მკერდი,
გავფენთ ქუჩსა და მუროსა;
მშობადი ძალი გულისა
შიგით აგელებს უროსა;
კაცი სად არის, მის ჩქამი
დადგეს და დაიყუროსა.
განა მშობელმა შვილისთვის
უნდა რამ დაიშუროსა?
ნაყოფი გულის ბგერისა
დაგვესახება გარეთა;
დადის ზედ ანუსხველი
ცხვარი და ძროხა მთაზედა;
არჩვთა, შუნთა და ხარ-ჯიხვთა
რქა გადუდვიათ რქაზედა;
კაკბის, შურთხის და როჭოსი
ბონი გვიდგა კარზედა,
გასასუქებლად ლუბ-მჭლენი
აქ მოიბრძვიან მაზედა.
სულ ჩვენს ალერსში არიან
ხშირნი ვარსკვლავნი ცაზედა.
მზე, მთვარე ვერ მოჭირვებს,
შუქი არ დაგვკრან ფხაზედა.
წინათ ჩვენ გვეამბორებენ _
მთებს არ გასცვლიან სხვაზედა.
ხოლო მგზავრობა ვერ ვიცით,
ჩვენ ვერ შავდგებით გზაზედა;
არც ვის უქივართ სიმარდით,
არც ვის მოვწონვართ ხმაზედა.
გვიცნია შეუდრკელობა
მთას დაკერებულს მთაზედა”.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ვაჟა–ფშაველას სხვა ლექსები:

იმედი საზიკაული
ჯავრი ჰკლავს საზიკაულსა,
შადედებული შხამითა,...
მთათ მითხრეს...
მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ,
კარგად აგვხედე, ჩაგვხედე;...
რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს
რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს,
რა-გინდ ვარამმა მკბინოსა,...
ჩემი ვედრება
ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:...
მუდარა
მზეო, მისდიხარ-მოსდიხარ,
ცით მიწის მანათობელი,...
„ფისუნია მუსი“
ნახატის ავტორი:
გაბრიელი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვაჟა–ფშაველას ლექსი „მთათ მითხრეს...“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მთათ მითხრეს...“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვი, რომ წიგნები სხვადასხვა ენაზე წაიკითხოს

თუ შესაძლებელია, წაახალისეთ ბავშვი, რომ წაიკითხოს წიგნები სხვადასხვა ენაზე.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისო“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

იოსებ ნონეშვილი
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი

იოსებ ნონეშვილი

შენ „დედაენით“ მწუხრს მიჰკაფავდი,
სიძნელეს გზისას არად აგდებდი....
მანანა ტონია
ეკლიანი მეგობარი

მანანა ტონია

ტყეში ახლოს ცხოვრობდნენ:თხუნელა და მაჩვი,
მახრა,თაგვი, ბაყაყი,ზღარბუნია დაჩი....
აკაკი წერეთელი
მგელი და კრავი

აკაკი წერეთელი

ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,...
ვაჟა–ფშაველა
წილის ყრა

ვაჟა–ფშაველა

სკამს იჯდა ბაბურაული
გუდანს გუდანის ჯვარშია, -...
ანზორ აბულაშვილი
წუხელის ბიჭი დაბადებულა

ანზორ აბულაშვილი

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ...

უფრო მცირე ზომის ლექსები

მარიამ წიკლაური
ჩიჩილაკი

მარიამ წიკლაური

აიღებენ თხილის ტოტს და
თლიან, თლიან, თლიან, თლიან.......
ნესტან კუპრავა
თვლა ისწავლა

ნესტან კუპრავა

ანათითებს, ბანათითებს,
ციცქნა ანა ითვლის თითებს:...
ლუარა ჭანტურია
გამოცანა

ლუარა ჭანტურია

მსუნაგი და წუწკი,
ძლიერებთან სუსტი....
ელიზბარ გაბუნია
*** (დედი, წვიმა სად არის?)

ელიზბარ გაბუნია

- დედი, წვიმა სად არის?
- წვიმა, შვილო, ცაშია....
იოსებ ციცქიშვილი
„მაუსი“

იოსებ ციცქიშვილი

ერთ საღამოს მამამ სახლში მოიტანა ყუთებით,
ყუთებიდან ამოიღეს შეფუთული ფუთებით,...

უფრო დიდი ზომის ლექსები

ოთარ შალამბერიძე
მერე რაა, რომ საქართველოა

ოთარ შალამბერიძე

მერე რაა, რომ საქართველოა
და კიდევ არსად - სხვა საქართველო? -...
მანანა ტონია
მგელი და კრავი

მანანა ტონია

ერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა,
დაკარგვია, თურმე, შვილი,...
ბესიკი
მნათობთადმი

ბესიკი

ჰეი, მთვარეო, შენი მკვირანო:
რად მიაჩრდილენ შენცა ჭირანო? ...
აკაკი წერეთელი
ხარაბუზა და ფუტკარი

აკაკი წერეთელი

ხარაბუზა ფუტკარს შეხვდა,
მიაძახა: “გზა მომეო!...
მანანა ტონია
უცნაური სიზმარი

მანანა ტონია

მძინარ თემოს სიზმრად,
ესმა ბაგა ბუგი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025