kids.ge logo

ხარაბუზა და ფუტკარი

ფავორიტებში დამატება
ხა−რა−ბუ−ზა ფუტ−კარს შეხვ−და,
მი−ა−ძა−ხა: “გზა მო−მე−ო!
ვერ მი−ცა−ნი, გა−ნა, ვინც ვარ?
რო−გორ გა−მე−თა−მა−მე−ო?

“თუ ვერ ა−ტყობ თავს, ვინ−ცა ხარ,
გა−მი−გო−ნე, რომ გი−თხრა−ო:
შენ რომ ფრთე−ბი გა−მოგბ−მი−ა,
ღმერ−თიც მა−შინ გა−გი−წყრა−ო!

“ბზუ−ი−ლა−სა, ტყუ−ი−ლა−სა,
შხა−მი−ან−სა, მკბე−ნარ−სა−ო,
ვინ არ გიც−ნობს უ−საქ−მურ−სა,
მფრი−ნავს მო−უს−ვე−ნარ−სა−ო?!

“მე კი დარ−ბა−ის−ლად მცნო−ბენ,
შრო−მი−სა ვარ მოყ−ვა−რე−ო...
ჩემთ−ვი−სა ვარ, არ−ვი−სა ვკბენ,
არ ვარ შე−ნი მოგ−ვა−რე−ო!

“ქვეყ−ნის თვალ−ში მე სულ სხვა ვარ,
შენ სულ სხვა ხარ... ხომ ხე−და−ვო?
ჩა−მო−დე−ქი, გზა მო−მე−ცი!..
ურ−ჩო−ბას ნუ მიბედავო!”

ფუტ−კარ−მა ეს უ−პა−სუ−ხა:
“ნუ მა−ცი−ნებ, ხა-ხა-ხაო!
ვინც რომ ქვეყ−ნად გა−გა−ჩი−ნა,
ნეხ−ვის ჭი−ად დაგ−სა−ხა−ო!

“ბევრს რომ შრო−მობ, ნუ−თუ ჰფიქ−რობ,
რომ მთა და ბარს ას−წო−რე−ბო?..
მხო−ლოდ ფუ−ნეს ა−გუნ−და−ვებ,
იქ−ვე ახ−ლო ა−გო−რე−ბო.

“ის ხომ შე−ნი საზრ−დო ა−რის?
შენს მეტს არ−ვის არ−გი−ა−ო!
შენ ა−კე−თებ... შენ−ვე ჰზი−დავ...
სა−კუ−თა−რი ბარ−გი−ა−ო!

“დარ−ბა−ის−ლად ი−მუ−შა−ვებ,
რა−ღად ირ−ბენ, ა−ბა, შორ−სო?
ყო−ველ ფე−ხის გა−დადგ−მა−ზე
ნა−ხავ, გინ−და მთელ გო−დორ−სო!

“მე კი სხვა ვარ... სულ სხვა მუ−შა
და სხვაგ−ვა−რად მოღ−ვა−წე−ო:
ზე−ცის მუ−შას მე−ძა−ხი−ან,
არ ვარ მარ−ტო სა−მი−წე−ო!

“მისთ−ვის დავფ−რენ მო−უს−ვენ−რად,
რომ მოვ−ძებ−ნო ყვა−ვი−ლი−ო,
გუ−ლის წვე−ნი ა−მოვ−წუწ−ნო,
სამ−კურ−ნა−ლო რამ ტკბი−ლი−ო.

“შე−ვუმ−ზა−დო მით ქვე−ყა−ნას
თაფ−ლი, ზე−ცას - სან−თე−ლი−ო,
რომ იქ წმინ−დად შე−ი−წი−როს
და ა−ნა−თოს აქ ბნე−ლი−ო.

“ვინც მე იმ დროს ხელს შე−მიშ−ლის
ქვეყ−ნის მტე−რიც ის ა−რი−ო,
და მისთ−ვის მაქვს მო−მარ−თუ−ლი
გეს−ლი−ა−ნი ისა−რი−ო!”

ეს უ−თხრა და ფრთა გა−შა−ლა,
მი−ა−შუ−რა ყვა−ვი−ლებ−სა...
და ჩვენც ამგ−ვარ პა−სუხს ვკად−რებთ
ზო−გი−ერთ ჩვენს ყმაწ−ვი−ლებ−სა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პოეტიხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა! გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა. ნუ მკ...უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...ყმაწვილი და პეპელაჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა... ალერსით უთხრა: „პეპელა, თ...მუშურიყანაო, მუშის სამოთხევ, გლეხის დიდებავ, ყანაო! ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო; დილის ნიავმა...მახეში გაბმული ჩიტიბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ! ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026