kids.ge logo

ჩიტი-ჩიორა

ფავორიტებში დამატება

ამწ−ვან−და მთე−ბი,
ამწ−ვან−და ჭა−ლა,
გა−მო−ი−ჩი−ნა
ბუ−ნე−ბამ ძა−ლა.
ჩიტი-ჩიორა
გა−ლობს და გა−ლობს:
არც და−ე−ძი−ნა,
არც და−ი−ღა−ლა.
მწვა−ნობს ჯე−ჯი−ლიმ
ჰყვა−ვის ხე−ხი−ლი.
თეთ−რად ცხვა−რი სჩანს
გა−დაფ−რე−ნი−ლი.
დი−ან წყა−რო−ნი
უხ−ვად ყველ−გა−ნა.
სა−მო−თხე−სა ჰგავს
მთე−ლი ქვე−ყა−ნა.
მო−სარ−წყა−ვიც აქვს -
წვი−მა ჟუ−ჟუ−ნა.
ტყე−ში ქე−დან−მა
და−ი−ღუ−ღუ−ნა.
ხნუ−ლებ−ში ცელ−ქობს
თაგ−ვი წრუ−წუ−ნა.
ჰფეთ−ქენ ი−ა−ნი,
დღე−ა მზი−ა−ნი,
ღმერ−თო, არ მის−ცე
ყვა−ვილთ ზი−ა−ნი!
რა კა−ი დრო−ა,
რა კა−ი ხა−ნა! -
არ მი−ნა−ხი−ა
სხვა ა−მის−თა−ნა.
ჩიტი-ჩიორა
გა−ლობს და გა−ლობს,
რა დი−დად ლა−ღობს,
რა ფრი−ად ხა−რობს!
თა−ვის მღე−რა−ში
ცვი−ლი−ვით დნე−ბა,
გა−ლობს დღე−და−ღამ
და ა−რა ს−ცხრე−ბა.

II
გაყ−ვითლ−და მთე−ბი,
გა−ფუჭ−და გზე−ბი.
ვუც−ქერ ბუ−ნე−ბას:
ჯავ−რი−თა ვკვდე−ბი.
ა−ღარ−სად ვარ−დი,
ა−ღარ−სად ი−ა,
დაბ−ლა ყვი−თე−ლი
ფო−თო−ლი ჰყრი−ა;
ტყე ისეთი−ა,
რო−გო−რაც გლა−ხა:
შე−ე−ცო−დე−ბა,
კაც−მა თუ ნა−ხა.
მკვდარ ა−მი−რანს ჰგავს
მინდორ-ველები:
დაუკრეფი−ათ
გულ−ზე ხე−ლე−ბი.
რა ვნა−ხე გუ−შინ,
რას ვხე−დავ დღე−სა!
ვის ოინი−ა,
ნე−ტა−ვი, ე−სა?
ყვე−ლას−გან მეს−მის
მე მხო−ლოდ კვნე−სა...
ჩიტი-ჩიორა
მარ−ტო არ ჰკვნე−სის,
აჰშლი−ა ჟი−ნი
მღე−რის და ლექ−სის.
დაჰ−კი−ვის მთა−სა,
დაჰ−კი−ვის ბარ−სა,
გა−ლობს და გა−ლობს,
დაღ−ლას ა−რა ჰგრძნობს.
დამჭკნარ-დამზრდელი
დედა-ბუნება
გა−ლო−ბის ჰან−გებს
ჩა−ე−ბა−ნე−ბა.

III
უ−ა−რე−სი დრო
და ჟა−მი დგე−ბა,
მტე−რი ბუ−ნე−ბის
სისხ−ლი−თა ძღე−ბა.
ყინვა-ზრბისგან
ხე და ქვა სდგე−ბა.
გა−და−ლე−სი−ლა
თოვ−ლით მთა-ბარი.
თავ−ზე გვექ−ცე−ვა
ყვე−ლას სახლ-კარი.
ყველაფერი−ა
გამშრალ-გამხმარი.
ა−რავის სწა−დის
გა−მოსვ−ლა კარ−ში;
ვარსკვ−ლა−ვე−ბიც კი
ი−მალ−ვის ცა−ში.
ვი−საც სო−რო აქვს,
სო−როში ძვრე−ბა,
და ვი−საც ა−რა,
სი−ცი−ვით კვდე−ბა.
ეს და−ლოც−ვი−ლი
ღმერ−თი რას შვრე−ბა?!
ჩიტი-ჩიორა
მხო−ლოდ არ ს−ცხრე−ბა.
გა−ლობს და გა−ლობს
და−უ−ცხრო−მე−ლი,
კრი−მან−ჭუ−ლე−ბით
გა−უძ−ღო−მე−ლი.
ერ−თი უ−ყუ−რეთ
ცე−რის ტო−ლა−სა!
რა შე−ედ−რე−ბა
ი−მის ყო−ლა−სა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბუნების გლოვაΙ მთათ გული, დაწყლულებული დახოცილ შვილთა მზერითა, ერთმანერთს მისწებებია, წყენა გაზდილა წყენითა. დაღვრილი ...არწივიკარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდე...გულო, რას დაჰღონებულხარგულო, რას დაჰღონებულხარ, რას იბურები ნისლითა? განა სულ ესრე ვიქნებით დაკრუნჩხვილები ყინვითა! ჩქარა ზაფხულ...სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტსმშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო, ქართლისა წყლულთა მოზარე, მშვიდობა, სულო ძლიერო, თავის სამშობლოს მოყვარე!.. ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026