kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

გა−ზა−ფხულ−და, ბუჩ−ქის ძი−რას,
თავს ი−წო−ნებს ნა−ზი ი−ა;
ჩვენს სალ−ხე−ნად კო−კობ ვარდ−საც
ეშ−ხით გუ−ლი გაუღი−ა.

ხა−ვერ−დი−ვით მწვა−ნე ბა−ლახს
ა−ბი−ბი−ნებს სი−ო ნა−ზად,
თით−ქოს უნ−და და−ე−ფი−ნოს
იმ ყვა−ვი−ლებს ფი−ანდაზად.

მა−ღალ მთი−დან წმინ−და წყა−რო
მოცქრი−ალებს ჩუხ−ჩუ−ხი−თა,
თით−ქოს ნა−ნას ე−უბ−ნე−ბა
ძუ−ძუმ−წოვ−რებს ტკბი−ლი ხმი−თა.

ხის ტო−ტებ−ზედ ჩი−ტუ−ნე−ბი
ფრთხი−ალობენ, სრი−ალობენ;
ი−შე−ნე−ბენ მაღ−ლა ბუ−დეს,
დაჰხარი−ან და გა−ლო−ბენ.

და მხლობ−ლად იქ−ვე თა−ვი
მოუყრი−ათ ყმაწ−ვი−ლებ−სა,
იმღერი−ან და თან ჰკრე−ფენ
სხვა−დასხ−ვა−ფერს ყვა−ვი−ლებსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩანგურიმე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს! ე...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...რუსთველის სურათზესულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შ...ქუთაისიმშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026