kids.ge logo

ხატის წინ

ფავორიტებში დამატება
მიყ−ვარს, რო−დე−საც ხა−ტის წინ
ან−თი−ა წმინ−და სან−თე−ლი
და სა−ი−დუმ−ლო პარ−პა−ლით
ბნელს ფან−ტავს მი−სი ნა−თე−ლი.

მყუდ−როდ, უხ−მოდ და უძ−რა−ვად
დნე−ბა, ვით მსხვერპ−ლი დი−ა−დი,
რომ მად−ლით გა−ას−პე−ტა−კოს,
თვა−ლუწვ−დო−მე−ლი წყვდი−ა−დი!

მივ−ჩე−რე−ბი−ვარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩა−ფიქ−რე−ბუ−ლი;
მე−ცა უ−სი−ტყვოდ, უძ−რა−ვად,
ცის სვე−ტად გაქ−ვა−ვე−ბუ−ლი.

რა−ღაც უც−ნა−ურ ერ−თო−ბას
ვხე−დავ სან−თელს და ჩემ შუ−ა!
მხო−ლოდ ვგრძნობ... თვა−რა ვერ სწვდე−ბა
ჩე−მი გო−ნე−ბა და ჭკუ−ა.

სან−თე−ლი ჩე−მი ხორ−ცი−ა,
სი−ცო−ცხლე - მოკ−ლე პატ−რუ−ქი,
ნა−თე−ლი - ჭკუ−ა-გო−ნე−ბა,
ი−მათ−გან გა−მო−ნა−შუ−ქი.

ჩე−მი ხა−ტი−ა სამ−შობ−ლო,
სა−ხა−ტე - მთე−ლი ქვე−ყა−ნა,
და რომ ვიწ−ვო−დე, ვდნე−ბო−დე,
არ შე−მიძ−ლი−ა მეც გა−ნა?

კი... მაგ−რამ მნა−თე არ−სად ჩანს,
ჩემ−თან მომ−ტა−ნი ცე−ცხლი−სა,
ის მო−ცი−ქუ−ლი მო−მავ−ლის,
მსგავ−სი ჭიკ−ჭი−კა მერ−ცხლი−სა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...ზღვაო, აღელდი, აღელდი!ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე! აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე! მარგალიტების სალარო შე...გოდებაგულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რ...მუშის ნატვრავისაც რა უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი: მიყვარს პირწმინდა ნამგალი, მისი ყანაში ტრიალი!.. თავი მოუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026