kids.ge logo

ძმობა, ერთობა და სიყვარული

ფავორიტებში დამატება
მთელ ქვე−ყა−ნა−ზე და კაც−თა შო−რის
ი−ყოს წყე−უ−ლი... ის ი−ყოს კრუ−ლი,
ვი−საც არ სწამ−დეს და არ უნ−დო−დეს:
“ძმო−ბა, ერ−თო−ბა და სიყვარული”.

საერთშო−რისო მტკი−ცე კავ−ში−რი,
ეს ა−რის ქრის−ტეს სწავ−ლა და მცნე−ბა,
სა−ყო−ველ−თა−ო, სა−მა−რა−დი−სო, -
და არ სა−წუ−თო სიზმარ-ოცნება.

ვი−საც ე−სა სწამს წრფე−ლის განზ−რახ−ვით
და ჭეშ−მა−რი−ტად არს გამსჭ−ვა−ლუ−ლი,
მას შე−ერ−გე−ბა ცი−ურ მა−ნა−ნად
“ძმო−ბა, ერ−თო−ბა და სიყვარული”.

ვინც გა−ი−ძა−ხის ცა−რი−ელ სი−ტყვებს
და გულ−ში სულ სხვა აქვს და−მარ−ხუ−ლი,
ა−მა−ო ა−რის მი−სი ნათქ−ვა−მი:
“ძმო−ბა, ერ−თო−ბა და სიყვარული”.

მთელ ქვე−ყა−ნა−ზე და კაც−თა შო−რის
ი−ყოს წყე−უ−ლი... ის ი−ყოს კრუ−ლი,
ვინც მხო−ლოდ სი−ტყვით გა−ი−ძა−ხო−დეს:
“ძმო−ბა, ერ−თო−ბა და სიყვარული”.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გორიგორო, ქართლის შუაგულო მეთაურო ქართლისაო, ადრე ღირსად წამებულო, დღესაც მთქმელო მართლისაო! ძირს გორის-ჯვარი...ქებათა-ქებასხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით და ნეტარებას მიმრავალკეცებს მიდამო მისის მ...უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...თორნიკე ერისთავივინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვ...სიზმარიერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, - ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით, მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება! ტახ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026