kids.ge logo

ვაჟა-ფშაველას

ფავორიტებში დამატება
ე−ნას გი−წუ−ნებ, ფშა−ვე−ლო,
მგო−სა−ნო მა−ღალ მთი−სა−ო,
თუმც კი გვი−თე−სავ მარ−გა−ლიტს!..
მკი−თხვე−ლიც ი−მას მკი−სა−ო!

ჯერ არ ვყო−ფილ−ვარ ფშა−ვეთ−ში,
მაგ−რამ კი ვიც−ნობ ცნო−ბი−თა;
შენ და−მი−ხა−ტე ის მხა−რე
ფშა−უ−რის ჭკუა-გრძნობითა.

და რაც არ გად−მო−გი−ცი−ა
მის შვე−ნე−ბა−ზე ე−ნი−თა,
მე თვი−თონ მივხვ−დი ყო−ლი−ფერს,
შენ−თან−ვე აღმაფრე−ნი−თა.

ვი−ცი, რომ ფშავ−ლის სო−ფე−ლი
წმინ−და−ა, მა−ღალ მთი−სა−ო,
ე−ნა - მე−ტყვე−ლი სი−მართ−ლის,
გულ-მკერდი - ფო−ლა−დი−სა−ო.

წი−ნეთ რომ ხმა−ლი უჭ−რი−დათ,
სა−დღე−ი−სოდ სჭრის კალამი…
გა−და−ეც ბა−რის მგოს−ნის−გან
მთი−უ−ლებს ძმუ−რი სა−ლა−მი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გოდებაგულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რ...დედის სიმღერაცხრა თვეს მუცლით გატარებდი, “ვაით” გშობე, “უით” გზარდე, და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ უფრო დედას რომ უყვა...ჩანგურიმე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს! ე...რუსთველის სურათზესულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შ...ახალი გზანუ იფიქრებ, დაგაყვედრო, შე მაცდურო ჩემო მუზა, იმისთვის, რომ შენის რჩევით ეკლიანი შემხვდა მე გზა! გმადლობ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026