kids.ge logo

ხმა კატამონთან

ფავორიტებში დამატება
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ - ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბეს შენ ხარ, ენავ დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსულის ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან - ფუნჯო ჩემო, ხან - საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის…
ბერის ენავ,
ნავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დადოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ირაკლი აბაშიძის სხვა ლექსები:

დილა არის ახალი წლის
თუმცა მიწას თოვლი ფარავს
და მზის სხივით აღარ იწვის,...
ზურაბის ჩივილი
ყველა, ყველა მაწუხებს, -
ნუნუ, ბელა, თამრიკო:...
პატარას
აი, ეს მიწა, ბუნება,
ეს მოქარგული მთა-ბარი,...
ხმა კატამონთან
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,...
ნახატის ავტორი:
ანნა მარია ცვარიანი (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ირაკლი აბაშიძის ლექსი „ხმა კატამონთან“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ხმა კატამონთან“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ მეორადი სასკოლო ნივთები

შეიძინეთ მეორადი სასკოლო ნივთები, როგორიცაა ზურგჩანთები და ფანქრები.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„პეპლები“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ვასაძე (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

ბესიკი
მირიან ბატონიშვილს

ბესიკი

კრემენჩუკს გრიგოლ უწოდა
სახელად: "სახლო უკარო". ...
ვაჟა–ფშაველა
მხედართა ძველი სიმღერა

ვაჟა–ფშაველა

მიტომ გაგვზარდა დედამა,
მისთვის გვეტყოდა ნანასა -...
ვაჟა–ფშაველა
ღამე მთაში

ვაჟა–ფშაველა

დაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი
აყვავდენ, დასხდენ ცაზედა;...
მანანა ტონია
მეოცნებე მფრინავი

მანანა ტონია

პეტიკოს ძლიერ ეამა,
სიცხეში ხეთა ჩრდილები,...
ლადო ასათიანი
ვაჟა-ფშაველას ნაამბობი

ლადო ასათიანი

ვინ დამიბედა გზები პოეტის,
ვინ გამამზადა საბედისწეროდ!...

უფრო მცირე ზომის ლექსები

ნიკოლოზ იოსებიძე
რეზიკო

ნიკოლოზ იოსებიძე

ამასწინათ რეზიკო
შესჩიოდა ძმაბიჭებს:...
გალაკტიონ ტაბიძე
სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,

გალაკტიონ ტაბიძე

სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე. ...
ნინია კაპანაძე
კოსმონავტები

ნინია კაპანაძე

ზურიკელამ უთხრა ლუკას,
უქმად ჯდომას არ აქვს ფასი,...
ნიკოლოზ ბარათაშვილი
ქეთევან

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ზვირთები მოდუდუნებენ,
ჭალები ბუჩქნარეობენ,...
ელიზბარ გაბუნია
გულდაწყვეტილი გოგონა

ელიზბარ გაბუნია

უცხო ბიჭმა მომაწოდა,
დღეს, კამფეტი, კარამელი;...

უფრო დიდი ზომის ლექსები

ვაჟა–ფშაველა
ამირანი

ვაჟა–ფშაველა

ადე, ამირან, რას გძინავ?
ცხენს დაუყარე ხანძილი,...
ვაჟა–ფშაველა
სიკვდილი გმირისა

ვაჟა–ფშაველა

ცის ქუხილივით გაისმა
სოფლად სიკვდილი გმირისა,...
თამარ ფხაკაძე
დილა ასე დაიწყე

თამარ ფხაკაძე

მინდა მოგცე, პატარავ,
რჩევა გამოსადეგი:...
მანანა ტონია
მგელი და კრავი

მანანა ტონია

ერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა,
დაკარგვია, თურმე, შვილი,...
ვაჟა–ფშაველა
ობოლი

ვაჟა–ფშაველა

“აღარც დედა მყავს, არც მამა,
აღარც ძმა, აღარც ბიძები,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025