kids.ge logo

ზურაბის ჩივილი

ფავორიტებში დამატება
ყვე−ლა, ყვე−ლა მა−წუ−ხებს, -
ნუ−ნუ, ბე−ლა, თამ−რი−კო:
- უფ−რო მე−ტად ვინ გიყ−ვარს,
დე−დი−კო თუ მა−მი−კო?

ყვე−ლას, ყვე−ლას ვპა−სუ−ხობ,
მაგ−რამ ვერ−ვინ გა−მი−გო:
- უფ−რო მე−ტად ვინ მიყ−ვარს?
დე−დი−კო და მა−მი−კო.

- სულ ეგ ა−რის, რაც ა−რის,
სულ რაც ი−ყო, ეგ ი−ყო?!
მა−ინც, მა−ინც რო−მე−ლი,
მა−მი−კო თუ დე−დი−კო?

- რა ვქნა, ამ შე−კი−თხვებ−მა
ლა−მის გუ−ლი წა−მი−ღოს...
მა−მი−კოც და დე−დი−კოც,
დე−დი−კოც და მა−მი−კოც,
და−ი−კოც!
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026