kids.ge logo

მხედართა ძველი სიმღერა

ფავორიტებში დამატება
მი−ტომ გაგვ−ზარ−და დე−და−მა,
მისთ−ვის გვე−ტყო−და ნა−ნა−სა -
ტან−ზე აბ−ჯა−რი ა−ვის−ხათ,
მუ−დამ ვლე−სავ−დეთ და−ნა−სა,
რომ შიშს ვუგ−დებ−დეთ გულ−ში−ა
მე−ზო−ბელს მე−ტი−ჩა−რა−სა.
არ ვა−ქე−ლი−ნოთ სამ−შობ−ლო
მე−ტო−ქეს ა−თასგ−ვა−რა−სა.
გა−მო−ვე−თხო−ვეთ ნა−თე−სავთ,
ცოლ-შვილს და თა−ვის ყა−ნა−სა;
სიკვ−დილს სი−ცო−ცხლე აღ−ვუთქ−ვით
და პი−რი - სისხ−ლით ბა−ნა−სა.
ცო−ცხა−ლის თა−ვით ვერ მივ−ცემთ
მტერს თა−ვის მი−წის ღა−ლა−სა.
გაჰზრ−დის−ღა კი−დევ მშო−ბე−ლი
ვაჟ−კა−ცებს ჩვე−ნის−თა−ნა−სა?!

სამ−შობ−ლოსათვის სი−ცო−ცხლეს
ი−სე ვწვავთ, რო−გორც ჩა−ლა−სა,
ვ−წყდე−ბით გულ−დამშ−ვი−დე−ბულ−ნი
და თა−ნაც ვმღე−რით ა−მა−სა:
“მშო−ბე−ლი მოკვ−დეს, რა უ−შავ,
შვი−ლე−ბი რჩე−ბა მა−მა−სა,
კი−დევ ექ−ნე−ბა ფრთე−ე−ბი
ამ წუ−თი−სოფ−ლის ჯა−რა−სა.
კარ−გის მა−მის შვილს, წე−სი−ა,
მტე−რიც უფრ−თხე−ბა კვა−ლა−და:
ხვალ და ზეგ ვერ−ვინ გა−ბე−დავს
შინ შე−მოგ−ვეჭ−რას ძა−ლა−და.
ყვე−ლას ი−სა სძლევს, სი−ცო−ცხლეს
ვი−ნაც არ აგ−დებს ჩა−ლა−და.
ცო−ცხლე−ბი არ−ვის და−ვუთ−მობთ
მშო−ბე−ლი მი−წის ღა−ლა−სა.
სიკვ−დილს აღ−ვუთქ−ვით სი−ცო−ცხლე
და პი−რი სისხ−ლით ბა−ნა−სა.
ა−ბა თუ გაჰზრ−დის მშო−ბე−ლი
ვაჟ−კა−ცებს ჩვე−ნის−თა−ნა−სა!

სამ−შობ−ლოს არ−ვის წა−ვართ−მევთ,
ჩვენს ნურ−ვინ შაგ−ვე−ცი−ლე−ბა,
თო−რემ ი−სეთ დღეს და−ვაყ−რით,
მკვდარ−საც კი გა−ე−ცი−ნე−ბა.
არ მივ−ცემთ სხვა−სა სამ−შობ−ლოს
ჩვე−ნის ცო−ცხა−ლის თა−ვითა;
უ−კან ვერ დაგ−ვა−ხე−ი−ნებთ
მისთ−ვის ნაძღვ−ნე−ვის შხა−მი−თა.
მტრი−საკენ მი−ვი−ზი−დე−ბით,
რომ გავ−წყდეთ, რო−გორც ლო−მე−ბი.
ჩვენს ზურგს ვერ ჰნა−ხავს მე−ტო−ქე.
რომ გვნა−ხო, მო−გე−წო−ნე−ბი!
შვი−ლებს სა−ზღაპ−როდ ექ−ნე−ბა
ჩვე−ნი ბრძო−ლა და ო−მე−ბი!
არ მივ−ცემთ მტერ−სა სამ−შობ−ლოს,
გულ−ში და−ვი−ცემთ და−ნა−სა,

არ მივ−ცემთ უ−ცხო ტომი−სას
თა−ვის მა−მუ−ლის ღა−ლა−სა.
ე−სე ას−წავ−ლონ დე−დებ−მა,
შვილთ როს ე−ტყვი−ან ნა−ნა−სა!
გაჰზრ−დის−ღა კი−დევ მშო−ბე−ლი
ვაჟ−კა−ცებს ჩვე−ნის−თა−ნა−სა?”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დიდი თამარიქალო, ქართველთა სულის დგმავ, ქალო, ქართველთა დედაო! ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს, თამარს ცოცხალსა გხედაო...ქართლსქართლო, დარდების ამშლელო, გულ-მაგარ ძეთა მხარეო! რო გნახე, გული აძგერდა, ფიქრი მეწვია მწარეო. არა ვსთქვა,...სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...რამ შემქმნა ადამიანადრამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა, მიწაზე...სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026