kids.ge logo

ერეკლეს სიზმარი

ფავორიტებში დამატება
ომ-გადახდილსა პა−ტა−რა კახ−სა
ას−პინ−ძის ველ−ზე დაღ−ლილს ე−ძი−ნა,
თა−ვი მი−ეყრდ−ნო უ−ნა−გირ−ზე−და,
ტან−ზე ნა−ბა−დი გა−და−ე−ფი−ნა.
ა−ღარ სჩანს მტე−რი - ბრძო−ლის სა−გა−ნი,
თო−რემ გმირს ძილ−სა ო−მი ერ−ჩივ−ნა.
და−რა−ჯად ად−გან შვიდ−ნი ხევ−სურ−ნი,
ე−რეკ−ლეს ცხე−ნიც ბა−ლახ−სა სძოვ−და:
მიგდებ-მოგდებით ყოფ−ნას ჩვე−უ−ლი,
თი−ვას და ქერ−სა ა−რა−ვის ს−თხოვ−და.
ე−რეკ−ლეს თა−ვით უ−ზის ხევ−სუ−რი,
იმ ბრძო−ლის გმი−რი ხი−მი−კა−უ−რი,
ო−მის ფიქ−რებ−ში ა−რის გარ−თუ−ლი,
არც ს−წყუ−რა წყა−ლი, არც ჰში−ან პუ−რი.
გა−მაძ−ღა−რი−ა იმ დღის მტრის ჟლე−ტით,
ა−სუ−ყუ−ლი აქვს სუ−ლი და გუ−ლი.
რამ−დე−ნი მოჰკ−ლა ლე−კი, ოს−მა−ლო,
გუ−ნე−ბა−ში სთვლის, ვა−რა−უდს სწევ−და:
“ო−ცი... ორ−მო−ცი...
კი−დე−ვაც მე−ტი,
მხო−ლო−და ხმლითა”, თან ჩი−ბუხს სწევ−და,
ხმალს დაჰ−ხა−რო−და ბა−წა−რე−ულ−სა,
ვა−დას ხელს სჭი−დებს, თან ამოსწევ−და.

ე−რეკ−ლე ჰბორ−გავს ძილ−ში, ქვი−თი−ნებს.
“რა ე−სიზმ−რე−ბა? ვა−ი ჩვენს თავ−სა!”
სწუ−ხან ხევ−სურ−ნი, თუმ−ცა ვერც ერ−თი,
რომ გა−აღ−ვი−ძოს, ვერ ჰბე−დავს მა−სა.
თვით გა−იღ−ვი−ძა, არ და−ა−ყოვ−ნა,
ლომ−მა ლო−მუ−რად წა−მო−ი−წი−ა,
და−რაჯთ ჩურ−ჩულ−სა, ვიშვიშ-კურკურსა
ი−მა−ვე წუთ−ში ყუ−რი მოს−წი−ა.
“ვი−ნა ხართ მანდა?” წარ−მოსთქ−ვა გმირ−მა,
რა თვა−ლი გარ−სა მიავლ-მოავლო.
- “ჩვენ ვართ, ე−რეკ−ლევ, შე−ნი ხევ−სურ−ნი”, -
ხი−მი−კა−უ−რი მი−ვი−და ახ−ლო, -
“მად−ლო−ბა ღმერთ−სა, რომ გა−იღ−ვი−ძე!
დავ−ღონ−დით: ძილ−ში ძა−ლი−ან სწუხ−დი...
შეჰ−შურ−და, ალ−ბათ, დღეს გა−მარჯ−ვე−ბა
ჩვე−ნი და მი−ტომ ეშ−მა−კი - ქურ−დი
მო−გაჩ−ვე−ნებ−და სა−დარ−დოს რას−მე,
დავ−ლა−თი−ან−თა ჰშუ−რობს, ცხა−დი−ა;
გუ−ლი-გონება ჰსურს მოგ−ვი−წამ−ლოს
ღვთის−გან წყე−ულ−მა, მი−სი ფანდია”.

- “ეგ ღმერთ−მა უ−წყის, - ამ−ბობს ე−რეკ−ლე, -
მაგ−რამ სიზ−მა−რი კარ−გი ვერ ვნა−ხე”.
ა−მო−ი−ოხ−რა გუ−ლიდან ღრმა−და
და კა−ე−შა−ნით ა−ღევ−სო სა−ხე.
- “მა−ინც რა ნა−ხე, ჩვე−ნო ე−რეკ−ლევ,
თავს შე−მო−გევ−ლე, ჭი−რი მოგ−პა−რე!
შენს ყმა−თაც გვინ−და გუ−ლით ვი−ცო−დეთ,
რაც შა−გემ−თხვე−ვა ტკბი−ლი თუ მწა−რე;
შე−ნი სვე-ბედი ი−გივ ჩვე−ნია,
სიზ−მა−რი ჩვე−ნაც გაგვიზიარე”.

- “რა−ტომ?! ი−ცო−დეთ, რა და−შავ−დე−ბა,
ღვთის გან−ჩი−ნე−ბა ყვე−ლამ გა−ი−გოს
და მო−მა−ვა−ლი ჩვე−ნის ქვეყ−ნი−სა
დიდ−მა, პა−ტა−რამ ად−რე შა−იგ−ნოს.
გა−ი−გეთ, შვილ−ნო, და ვა−ი ჩემს თავს,
ვა−ი შენ, ჩე−მო დი−დო ა−მა−გო:
როს და−ინგ−რე−ვი, ტურ−ფავ ტა−ძა−რო,
რა მო−ვაგ−ვა−რო, სით−ღა ა−ვა−გო?!
მე ის მე−სიზმ−რა, რომ სა−ქართ−ვე−ლოს
თა−ვით ბო−ლომ−დე ცე−ცხლი ე−კი−და,
თვით ჩემს სრა-სახლსა, სა−მე−ფო ტახტ−საც...
მტე−რი სთე−ლავ−და ხალხ−სა ფე−ხი−თა.
ჩე−მი ლაშ−ქა−რი აბჯარ-აყრილი
იდ−გა უძ−რა−ვად და ა−რა სწუხ−და,
თუმ−ცა ვი−ძახ−დი: “ა−ბა, ბი−ჭე−ბო,
უ−ჭირს ქვე−ყა−ნას!” ხმა ჩე−მი ჰქუხ−და.

გაქ−ვა−ვე−ბუ−ლან, თით−ქოს სტკბე−ბი−ან,
რომ სა−ქართ−ვე−ლო ცე−ცხლში−ა სდუღდა”.

- “ღმერთმ ნუ ამ−ყოფ−ნეს! - ამ−ბობს ძაღ−ლი−კა, -
ნუმც გა−უ−თე−ნოს მშვი−დო−ბის დი−ლა...
მეც თუ იქ ვი−ყავ გა−ურ−ჯე−ლა−და,
მი−თხარ, ე−რეკ−ლევ, თა−ვი მოვიკლა?”
- “ჩვენც იქ ვიყ−ვე−ნით ხელ-გაუნძრევლად?” -
ა−ღელვ−დენ მას−თან ხევ−სურ−ნიც სხვა−ნი:
- “თუ გა−ურ−ჯე−ლად იქ ვე−ყა−რე−ნით,
რა−დღა გვინ−დანან წვერ-ულვაშ-თმანი?
მოგ−ვის−პოს ღმერთ−მა სა−მუ−და−მო−და
სა−ხევსურეთოს სა−ვალ−ნი გზა−ნი!
რო−გორ შა−ვუდ−გეთ ა−რაგვის ჭა−ლას,
რო−გორ-ღა ვნა−ხეთ ჩვენ ჩვე−ნი მთა−ნი?!
- “თქვენ ვერ შეგ−ნიშ−ნეთ ვერც ერ−თი იქა”, -
ამ−ბობს ე−რეკ−ლე, ღი−მი−ლი მოს−დის,
მო−ურ−ჩა გუ−ლი ნამ−ტი−რა−ლე−ვი,
ფიქ−რე−ბი მწა−რე, გრძნო−ბე−ბი გლო−ვის. -
“რომ ვერ ვას−მი−ნე ვე−რა−ვის სი−ტყვა,
ვი−მუქ−რე−ბო−დი, ვსწუხ−დი, ვყვი−რო−დი.
“რამ მო−მიხიბლა ე−რი ერთგუ−ლი?”
თავ−სა ვკი−თხავ−დი, დი−დად ვკვი−რობ−დი.
რომ ვე−რას გავხ−დი, ბრაზ-მორეულსა
გა−მო−მეღ−ვი−ძა... თურ−მე ვსტიროდი”.

- “ეგ არ იქ−ნე−ბის, არ შა−იძ−ლე−ბის!
დაწ−ვა ტაძ−რი−სა რა სათქ−მე−ლი−ა?
რა და−ვა−შა−ვეთ გა−ნა ი−სე−თი,
ღმერთ−მა ა−ი−ღოს ჩვენ−ზე ხე−ლი−ა,
ეგ−რეც აღ−მოგვ−ფხრას, გაგ−ვა−ნად−გუ−როს
და გა−ა−ლა−ღოს ჩვენ−ზე მტე−რია?!
არ შა−იძ−ლე−ბის, ეგ არ იქ−ნე−ბის!” -
ურჩ−ნი ხევ−სურ−ნი ა−მას ჰყვი−რი−ან.
- “რაც ჩვენ არ ვი−ცით, ძვირ−ფა−სო ყმა−ნო,
ის დაწვ−რი−ლე−ბით ცა−ში იციან”, -
უ−თხრა ე−რეკ−ლემ, ო−რი−ვე ხე−ლი
მა−ღა−ღა−დებ−ლად ა−ღა−პყრო მაღ−ლა:
“მად−ლო−ბელ−ნი ვართ, ღმერ−თო ძლი−ე−რო,
რა−საც მოგ−ვივ−ლენ ჭია-მღილთ დაბ−ლა.
გე−ბა−რე−ბო−დეს შენ სა−ქართ−ვე−ლო,
და−უს−რუ−ლებ−ლად მტრის−გან გვე−მუ−ლი!
მე−ტი ვერ შევს−ძელ, ვით ხორ−ცი−ელ−მა,
მტკი−ცედ და−მეც−ვა ე−რი და რჯუ−ლი.
შენ უ−პატ−რო−ნე ტან−ჯულს ქვე−ყა−ნას,
არ მოჰკ−ლა მას−ში გმი−რუ−ლი სუ−ლი,
აზ−რი მი−ე−ცი მა−ღა−ლი, მტკი−ცე,
სი−ცო−ცხლე მყუდ−რო, მოსვენებული!”

იქ−ვე ხევ−სურ−ნიც პირჯ−ვარს ი−წერ−დენ,
აძ−ლევ−დენ ბან−სა ე−რეკ−ლეს ლოც−ვას.
გა−და−ე−ხა−დათ თა−ვის ჩაჩქ−ნე−ბი,
უ−ერთ−დე−ბო−დენ თვით მე−ფის მოთქ−მას.

ამ დროს აღ−მოჩნ−და აღ−მო−სავ−ლე−თით
შვე−ნე−ბა ცი−სა - დი−ლის ცის−კა−რი,
და−ბა−ნა−კე−ბულს ქართვ−ლი−სა ჯარ−სა
ეს−რო−ლა სხი−ვი, რო−გორც ი−სა−რი.
ცისკ−რის ა−მოსვ−ლა ე−რეკ−ლეს წე−სით
ჯა−რის აშ−ლი−სა ნი−შა−ნი ა−რი.

გას−ცა ბრძა−ნე−ბა... აძ−რახ−და ბუ−კი,
ლაშქ−რის აყ−რა−სა მოსთქ−ვამს ნა−ღა−რა.
წა−მო−ი−შა−ლა ერთს წამს ლაშ−ქა−რი,
ა−ას−ხეს ცხე−ნებს აღვირ-ავშა−რა;
აჰ−კი−დეს ჯო−რებს და აქ−ლე−მებ−სა,
დავ−ლად კოხ−ტა−მა რაც ჩააბა−რა,
თა−ვი შე−აკ−ლა მე−ფე ე−რეკ−ლეს
და ქართ−ვე−ლე−ბი მით გაახა−რა.
ან რას გვერ−ჩო−და საბ−რა−ლო გმი−რი,
ჩვენ−თან მას ბრძო−ლა ვინ დააბა−რა?
მოჰ−ყავთ ტყვე−ე−ბი ლეკ-ოსმალისა,
ქართ−ველ−მა ჯარ−მა ვინც ასაპყა−რა.


და−რაზმდა ჯა−რი, ალ−მებს ას−წი−ეს,
ბა−ი−რახტ−რე−ბი და−უდგ−ნენ წი−ნა.
უხა−რის ყვე−ლას: კმა−ყო−ფი−ლი−ა,
გა−მარჯ−ვე−ბუ−ლი ბრუნ−დე−ბა ში−ნა.
წინ მი−უძღ−ვე−ბათ მე−ფე ე−რეკ−ლე,
დი−დე−ბუ−ლე−ბი არ−ტყი−ან გარ−სა;
შვე−ბით სულს ითქ−ვამს მთე−ლი ბუ−ნე−ბა,
ლხე−ნა ე−ტყო−ბა მთა−სა და ბარ−სა.


ცო−ტა გზა გავ−ლეს, ჯა−რი აყ−ვირ−და,
ას−ტყდა სიმ−ღე−რა, და−ა−გუ−გუ−ნა.
“ვა−შა ქართ−ველ ჯარს!” - ა−მოთქ−ვა დაფ−მა,
მო−ბა−ნედ ზურ−ნამ და−ი−ჭუ−ჭყუ−ნა.
ჯა−რის ა−მაყ−სა გუ−ლის ძგე−რა−სა
ბანს ე−უბ−ნე−ბა აბჯ−რი−სა ჟღე−რა.
მი−და−მო−სა სძრავს ცხენ−თა ჭიხ−ვი−ნი,
რახტ-უზანგისა და ტოტ−თა თქე−რა.
დღეს ა−მას ვხე−დავთ. ხვალ რა იქ−ნე−ბა?
რას გვი−ან−დერ−ძებს ბე−დი−სა წე−რა?
მოჰ−ღე−ლავს ჯა−რი რო−გორც ზღვის ტალ−ღა.
ოდნავ-ღა ბჟუ−ტავს ცა−ზე ცის−კა−რი.

რო−დის ახ−დე−ბა, ა−რავინ ი−ცით,
მე−ფის ე−რეკ−ლის ნე−ტავ სიზ−მა−რი?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთა და ბარიმთაო, რად აგრე ჰგულდიდობ, ცერად დაჰყურებ ბარსაო?! რადგანაც ძირით გიცქერის, მით არ უყადრებ თავსაო? სალის კ...გლეხის სიმღერააბა, შავხედნოთ ქვეყანას: ძირს ვაკე, მაღლა მთებია; ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიიუვალი გზებია. რამდე...ნუგეში მგოსნისავნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა: გულზე მედება ცეცხლის გენია, ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს ავი მე არა ჩა...მხედართა ძველი სიმღერამიტომ გაგვზარდა დედამა, მისთვის გვეტყოდა ნანასა - ტანზე აბჯარი ავისხათ, მუდამ ვლესავდეთ დანასა, რომ შიშს ...ქართლსქართლო, დარდების ამშლელო, გულ-მაგარ ძეთა მხარეო! რო გნახე, გული აძგერდა, ფიქრი მეწვია მწარეო. არა ვსთქვა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026