kids.ge logo

მშობლიურო ჩემო მიწავ!

ფავორიტებში დამატება
სამი დიდი ოკენე
გარე უვლის ნათელ მხარეს,
მთვარინი და მზინი
ზეცა აფრქვევს სიანკარეს.

ორ ზღვას შუა ძველისძველად
სამარი იყო ლელო -
ის გადარჩა და სახელად
წოდება საქართველო.

მშობლირო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს დიდებას,
წინაპართა ძვლებს დავიცავ!

ასწით კავკასიის ფარდა -
ეს ამერი და იმერი,
მისი “ხელი ხმალს იკარ” და
მისი “მრავალჟამიერი”.

მიყვარს მარად მხნე და ძმური
თუში, ფშავი და ხევსური,
ჭარა და თრილეთი.

მშობლირო ჩემო მიწავ.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს უფლებას,
შენს უფლებას სისხლით ვიცავ!

აღმოსავლეთ-დასავლეთის
გზა მიხვეულ-მოხვეული,
ავნანა მეგრელ დედის,
ფხაზური, მოხევური,

ლაზთა რბევა, სისხლის ტბორით
შეღებილი ქართლ-კახეთი!
რაჭა-ლეჩხუმია შორით,
ახლო - მესხეთ-ჯავახეთი...

მშობლირო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს ტკბილ ენას,
შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!

და ვიგონებ იმერეთის
ომს ვეფხვებრივს, შინ - ზრდილობას.
მის ჩონგურებს და წერეთლის
დარებელ წერეთლობას.

“გამაგონე ეგ ხმა ტკბილი,
დაჰკარ გრძნობით დაირასა”, -
განა გული ძველის ჩრდილით
სამუდამოდ დარაზა.

მშობლირო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ.
რომ დავიცავ ფაზისის ცას,
საირმეთა ეშხს დავიცავ!

გერ წინამძღვრიანთკარის
ქარი არხევს ზვარის სამოსს,
და ხავერდი სავსე მთვარის
მოჰფენია საგურამოს.

მეცხრამეტევ! განთიდით
გვეგებება ოხვრა კაკლის...
ხალგაზრდა გოლითი
ახლა ავსებს ამ დანაკლისს.

მშობლირო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ.
რომ დავიცავ შენს სიმაღლეს,
შენს მგზნებარე ჩანგს დავიცავ!

დიდი გზებით მიდის ძველთა
დიდება თუ დამარცხება.
ეთვისება ზაჰესს მცხეთა
და არაგვიც არა ცხრება.

სივრცოა დროთა სივრცე
და მდიდარი - ფეროვნება,
მისი შრომა, მისი სიბრძნე,
მისი დიდი ხელოვნება. -

მშობლირო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს სიმართლეს,
სისხლით ნაპოვნ გზებს დავიცავ!

მტკვარს დაჰყურებს მაღლით ჯვარის
მონასტერის სიმაყე,
მოვირე მთა და ბარი,
მაგრამ მსგავსი ვერსად ვნახე!

ხუროთმოძღვარს აქ ჰყავს მცველი
მემარი და მგოსანი,
და ჩუქურთმა უფრო ძველი,
ვიდრე “ვეფხისტყაოსანი”.

მშობლირო ჩემო მიწავ.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ იმ ლექსთა ხმას,
იმ ჩუქურთმის შუქს დავიცავ!

მიწა, სადაც ვხნავთ და ვთესავთ,
მოკირწყლული იყო ძვლებით,
მოღაღადე უკეთესად.
ვინემ უსახელო წლები.

იმ წარსულთან რა ძლირი
ნათებს აქ დროის თვალი -
რარიგად ჩანს მშვენიერი
საქართველოს მომავალი!

მშობლირო ჩემო მიწავ.
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ იმ მომავალს.
იმ მომავლის მზეს დავიცავ!

და ხმალივით ბასრი გრძნობა
რის ფუძე ახალ ხანის,
ჰგავდეს რკინას ნებისყოფა
თვითელი ჩვენთაგანის.

გამარჯვების გზებით მიდის
თვითელი დღე ფრთამალი,
რომ არ ჩანდეს კვლავ იმ დიდი
სიდუხჭირის ნატამალი,

მშობლირო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს მიღწევებს,
შენი დროშის ფერს დავიცავ.

ოცდაექვსი საკუნის
წინათ ქმნიდნენ ქართულ ანბანს,
ხელნაწერნი განვლილ დროის
მოგვითხრობენ გმირთა ამბავს -

სუნთქვა ძველი წიგნებისა,
მშვენიერი ძველი ენა,
სული ქართლის ცხოვრებისა,
რუსთაველის აღმაფრენა!

მშობლირო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ უძველეს განძს,
იმ უძველეს წიგნს დავიცავ!

შლა წიგნების მიყვარს ძველის,
მშვენიერი ძველი ენა,
კიდევ - რაც ამ ოცი წელის
გადიშალა აღმაფრენა,

რაც ამბავი მოგუგუნე
ამ ანბანით აწყობილა...
სხვა მეცე საკუნე
რასოდეს არ ყოფილა!

მშობლირო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს ახალ გზებს,
შენს უახლეს წიგნს დავიცავ!

ახლა ვეღარ გეტყვის ბედი,
საქართველო ნაწამებო:
ქართლს განუდგა იმერეთი,
საკუთარი სურს სამეფო.

თემურ-ლენგის ვერ წამოვა
ველურობის ხმა და ზახი.
თბილისს რომ არბევდა ხროვა
ჯალალ-ედინ - ხორეზმ-შაჰის.

მშობლირო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს მშვიდობას,
შენს მთასა და ზღვას დავიცავ!

ქარმა მიანგრ-მოანგრია
ძველი ქვეყნის საბუდარი,
აწ სხვაგვარნი ქარნი ჰქრიან,
ჩვენ მხარე გვაქვს საკუთარი.

ის ვერ ითვლის გმირთა მხარ-მკლავს,
ვერც უხვობას გენისას,
და ბრწყინვალეს ანთებს ვარსკვლავს -
ვარსკვლავს აკადემისას.

მშობლირო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ ერთა ძმობას,
მეგობრობის ფიცს დავიცავ!

თუ მრავალგზის დანგრელი,
კვლავ ბრწყინვალე გახდა მხარე,
თუ მოღო მეყვსელი -
მშენებლობის ნიაღვარი,

თუ ძალების არდაზოგვა
მეტყველებს თვით ქვა-ლოდებს,
ეგ მისთვის, რომ ჩვენ ეპოქა
ხალ გზისკენ მოგვიწოდებს.

მშობლირო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს მიღწევებს,
შენი დროშის ფერს დავიცავ!

თუ ბუნების მოკვდავ კაცებს
გვიერთდება აღტაცება,
თუ გვამხნევებს და გვიტაცებს
განახლების დიდი მცნება,

თუ ყოველ დღის მძაფრი ჟინი
ხალ სიმაგრეებს აგებს,
ეგ მისთვის, რომ ჩვენ ლენინი
მუდამ წინსვლას გვიქადაგებს.

მშობლირო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს სიმაღლეს,
შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!

ქვეყნის მეტის მზით ავსება
საგანია ჩვენი ზრუნვის,
ჩვენ შევძელით დაფასება
ჩვენი მძლავრი საკუნის.

გავირეთ სევდისმგვრელი
გზათა სივრცე და საზღვარი,
გადავლახეთ ღამე ბნელი
და ბურუსი ყოველგვარი.

მშობლირო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
გიცავდი და გიცავ მარად,
გიცავდი და კვლავ დაგიცავ!
1940

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

გალაკტიონ ტაბიძის სხვა ლექსები:

ქარი მოგონებათა
აგვისტო. თბილი სამხრეთის ქარი
შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა;...
იქ პოეზიის ფრიალებს დროშა
ზღვაში გადვისვრი ბედითი ბადეს,
რომ ოქროს თევზი მოჰყვეს ცბიერი. ...
შენი სადღეგრძელო
კაფეში სევალ სრულიად მარტო
და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას,...
შენ გვიანდები
შენ გვიანდები,
სხვა ხომალდები მოადგნენ ნაპირს,დაუშვეს აფრა...
მეტეხი იდგა რუხი, პიტალო
ცა - დასავლეთი აღვივებდა ღრუბელთა ღუმელს,
მეტეხი იდგა რუხი, პიტალო. ...
„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „მშობლიურო ჩემო მიწავ!“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ჩამოაყალიბეთ ძლიერი კავშირი

ბავშვის აღზრდა რთული, მაგრამ სასიამოვნო გამოცდილებაა. ასე რომ, გაატარეთ მათთან სასიამოვნო და სახალისო მომენტები. მარტივი საქმეების ერთად გაკეთება ჩამოგიყალიბებთ ნდობას და ძლიერ კავშირს თქვენს შვილთან. გარდა მშობელისა, თქვენ უნდა იყოთ მისი მეგობარი, ადამიანი, ვისაც უყოყმანოდ დაეყრდნობა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები

გივი ჭიჭინაძე
ვანო

გივი ჭიჭინაძე

ტირის ბიჭი ვანიკო,
მთელი ბაღი აიკლო,...
მორის ფოცხიშვილი
ხე დარგე

მორის ფოცხიშვილი

თბილისელი ხარ, შენს თბილისს
მზის სხივად გადაექარგე,-...
ანი კაპანაძე
დედამიწა

ანი კაპანაძე

ჩვენი ლამაზი პლანეტა
მხიარული და თბილი,...
ნუნუ კერესელიძე
თხა

ნუნუ კერესელიძე

თხა მყავს კუდა და ნაცარა,
მთელი ვენახი გაცალა,...
მანანა ტონია
საპატიო სახელი

მანანა ტონია

ზვიადი და ამაყ მთები,
შავი ზღვა და ზურმუხტ მდელო,...

უფრო დიდი ზომის ლექსები

ბესიკი
„ან“-ზე სით მოხვალ

ბესიკი

ათინად სიბრძნის-შემკრები
აზიად ვმგზავრობ არესა; ...
ნოდარ დუმბაძე
მანანას წერილი

ნოდარ დუმბაძე

ჩემო კარგო მედიკო,
ჩემო კარგო დაია,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024