kids.ge logo

მირიან ბატონიშვილს

პირველი

ფავორიტებში დამატება
კრემენჩუკს გრიგოლ უწოდა
სახელად: "სახლო უკარო".
მენიშნა, დავრთე ნებანი,
თანხმობით თავი უკარო.
ყოვლის სოფლისა დესპანნი
აქ ყრია განაფხუკარო.
დაბმულთა ღორთა გვამსგავსებთ,
რომ გვნახოთ განატრუკარო!

„აოს თეოს, აიოს“, -
მას ხშირად ხმობს გაოს;
სტეფანა უტირაცუებს,
შეწყობს ტაღის ხმაოს;
მაორს ზილი წილად ხვდა,
სულით სულის დგმაოს;
ბასისტად მანუჩარ გვრგვინავს
ყვავის ხმით, „ვალალ ვაიოს.“

რანით ელჩი ამაყი
აწ თუ არ იცით ვითაო!
მიმოდაწრწინით იბღუნძვის
ქურთუკის კუდის გვითაო.
დარბანდით მირზა-სადუნი
მალ-მალ ვლის ალთაფითაო;
მარცხენა წვივი გაუსქდა
ამ მყრალსა სიმსივნითაო.

ყაზი-ყუმუხის პოსლანიკთ,
ორთავე ბედით ალიათ,
შუღლი შეექნათ იფათ
ამ უბადრუკებს, მყრალიათ;
ყველა შეიქნა უეჭვად
თავისად დამაბრალიად;
ხინკალი შაქრად ეგონისთ,
ქუმელი ხოხბის ყალიად.

მე ჩემი რაღა მოგითხრა?
ვხი და მოგელის გულია;
თუმცა ვეღირსე ხილვასა,
თაყვანსა შეგზღვნის სულია!
პატავ, გებრალებოდე:
ხსნილდება, მანდ არს გულია!
რამდენჯერ დამი აღოს,
გახსოვდე დაკარგულია!

სე ასეთი მით გკადრეთ,
თქვენც გტყორცოთ ელისაბედით;
მის მეტს რაღას დავკვესდით,
მ[ი]ყვენით ძველის აბედით!
ვთქვით: "თავი აღარ ვაწყინოთ,
მეტი რამცა ვინ გავბედით?"
კრულმცა[ა] ამა ქალაქსა
მომსვლელი თავით და ბედით!

გიორგი, გრიგოლ,
ერთად თავლიგოლ;
გლახა, თამაზა,
ერთ-ორ ლამაზა;
გოგი და ციბა,
სხვას არ დავეძებ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე შენი მგონემე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო, ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო, მთიებო პირო, მიჯნურ...ვნახე პირ-მზევნახე პირ-მზე, ბაგე ვარდობს და ლალობს; ლომის ბურჯზედ აღმობრწყინდა არია; მონარნარობს, ზილფ-გიშრითა დალალობ...ცრემლთა ისარნიცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით! უცხონი თემით სოფლის ცე...მირიან ბატონიშვილზედსთენ და მირიან მზეობისა დღობანი, სცენდა გმირიან მხნეობითა მხნობანი, შვენდა ზმირიან ფშვეობისა თნობანი, თქვ...ხმა სირინოსხმა სირინოს, თმა-ღულამბარ-წინამოს, დამქროლო ნიავო, არვედ ეარე! მზე-აპოლოს, დისკო უძღვენ წინამოს, შვიდთა მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026