kids.ge logo

მზე-ჭაბუკ ორბელიანს

ფავორიტებში დამატება
დამპალო ლეშო, თვალ-ხენეშო, გულ-ღადარაო,
ეშმაკთ ბუდეო, ბეჭ-მრუდეო, კერპთ სადარაო,
არ უზინო, კუზინო, მაწუნწარაო,
ხილვად საშიშო, გულ-მავიშო, გარსა-გარაო,
მე შენი ქება მომენება, არ დავფარაო!

ბეჭ-მკერდი კუზი და კურტუმი გაქვს უკუღმართი,
გვერდი, კისერი, პირის ფერი გონჯათ დანართი,
უთლელის კუნძის შესაგვანი, ვერ გასამართი;
სჯობს დაკარგო, იმალოდე, მოგესხას ღართი!
ეს მიკვირს: სახლში რად გიშვებენ, მეტიჩარაო?

სამართალია, არ ღირს იყო მაგ სახელისა,
რადგან გიწვრთნია სიცრუე და ქცევა ძელისა!
შენნი მიჯნურნი ველად რბიან ბროლის ყელისა!
შენმა გახეთქამ, ეშხი მოჰკლვასთ შენის წელისა!
რა იქნება რომ შენის პირით მზე უდარაო?

ვინც დაგინახავს, ასე იტყვის: "აი ჭაბუო!"
ვინ კარგათ [გიცნობს], გაიღიმებს: "დიდი ცრუო!"
ღამით ეშმაკსა შეგადრიან, დღისით: "ბუო!"
რა კარგი რამ დაბადებულხარ! მაგ პირს "ფუო!"
მაგ შენმა სახემ სიცოცხლე ხომ დაგამწარაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მირიან ბატონიშვილსგრიგოლ მახსოვს გამატრუკლად, ხუმრობაზე შემაფხუკლად; საბრალო ჰკლეს დანით უკლად, უწოდებენ კრემენჩუკლად; თუ მ...მე სული ჩემი ფეშქაშადმე სული ჩემი ფეშქაშად შენთვისცა შემიწირია. შენს სიყვარულზე სიკვდიდმდე მაქვს გასატანი პირია. დაო, შენც იცი...გამტყორცა სოფელმაგამტყორცა სოფელმა, მოვშორდი მზესა; დღენი ჩემნი წარვლენ ბნელად და ბნელად! რაყიფად შემექნა ბედივე ჩემი; სიც...მოგშორდი სულსამოგშორდი სულსა აღნაგ-შემკულსა, ბრძენ-განკაზმულსა, ანდამატ-გულსა, ჩემთვის მოსრულსა, გონება-სრულსა!...რა გული დავაგე შენად სარებლადრა გული დავაგე შენად სარებლად, მუნითგან ვარდს გიფენ მითამ არებით! ვიცი, დღენი მისხენ შენდა მარებლად, მისთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026