kids.ge logo

ჭაღარა

ფავორიტებში დამატება
ის ა−ღა−რა ვარ, რაც ვი−ყავ,
ძნე−ლი ყო−ფი−ლა ჭა−ღა−რა...
ვე−ღარ გაჰ−კი−ვის თა−მა−მად
ჩე−მი და−ფი და ნა−ღა−რა.

გუ−ლი არ იშ−ლის გუ−ლო−ბას,
მაგ−რამ ვერ მოს−დევს ძალ-ღონე!..
ვარ ბევ−რი “ვაის” მნახ−ვე−ლი
და ბევ−რი “უის” გამ−გო−ნე.

ა−მევ−სო გუ−ლი წვეთ-წვეთად
ნაღ−ვე−ლი−თა და შხა−მი−თა,
ი−სე, ვით სა−უ−კუ−ნე−ბი -
სხვა−დასხ−ვა მრა−ვალ წა−მი−თა.

მაშ რა−ღად მინ−და სი−ცო−ცხლე
მე, აწმყო-გამწარებულსა,
თუ, ვი−საც ვეტრ−ფი, ვინც მიყ−ვარს,
ვხე−დავ მას ა−ოხ−რე−ბულ−სა?

მაგ−რამ ი−მე−დი, ცის ნი−ჭი,
რომ გა−მი−ელ−ვებს გლახ-გულსა,
თა−ვი ტა−რი−ელ მგო−ნი−ა,
ოც−ნე−ბით გა−რე−მო−ცულ−სა.

ვუხ−მობ ფრი−დონს და ავ−თან−დილს,
მხა−რი მხარს მივ−ცეთ, ხე−ლი ხელს,
ნესტან-დარეჯან ქა−ჯებს ჰყავს,
მო−ე−ლის ტურ−ფა გა−მომხს−ნელს!

რა ვუ−ყოთ, თეთ−რი მე−რი−ოს!?
სისხ−ლით შევ−ღე−ბავ ჭა−ღა−რას
და სულ სხვა ხმა−ზე და−ვუკ−რავ
ამ ჩემს დაფ−სა და ნა−ღა−რას.

მაგ−რამ ვა−ი−მე, რომ ეჭ−ვი
მო−უგ−ზავ−ნი−ა ჯო−ჯო−ხეთს:
მაც−დურ სარ−კე−ში მა−ხე−დებს,
ოც−ნე−ბას მიკ−ლავს... გულს მი−ხეთქს!..

ამ−ბობს: “ფრი−დონ და ავ−თან−დილ
ჯერ ვერ გა−დიხ−დის ომ−სა−ო!...
და შენც ტა−რი−ელს მოჰ−გავ−ხარ
ი−სე, ვით კა−ტა ლომ−სა−ო”.

მარ−თა−ლი ა−რის, მაგ−რამ რა?
რისთ−ვის დავ−კარ−გო ი−მე−დი?
გმირს წინა-უძღვის ყო−ველთ−ვის
უძ−ლუ−რი წი−ნა−მორ−ბე−დი!..

ა−რა! აყ−ვავ−დეს ი−მე−დი!...
გულს ვერ გა−მი−ტეხს ჭა−ღა−რა!..
გმი−რებს უ−ძა−ხის... უ−ყი−ვის
ჩე−მი და−ფი და ნა−ღა−რა!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაშლიფოთლებში გამოუყვია თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს. ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი, და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს...სალამურისად ხარ, ჩემო სალამურო, ხმატკბილო და საამურო, რომ შენის ხმით ჩრდილოეთში ქართველს გული გამიხურო! როცა მწყე...პატარა მურიარას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუ...ავადმყოფიარ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს!.. ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს....გაზაფხულიგაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია. ხავერდივი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026