kids.ge logo

დაგვიანებული პასუხი აკაკის

ფავორიტებში დამატება
“ე−ნას გი−წუ−ნებ, ფშა−ვე−ლო,
მგო−სა−ნო მა−ღალ მთი−სა−ო,
თუმც კი გვი−თე−სავ მარ−გა−ლიტს,
მკი−თხვე−ლიც ი−მას მკი−საო”.
ა−კა−კი

ბევ−რი ვი−ფიქ−რე ძა−ლი−ან,
თუ რა პა−სუ−ხი გა−მე−ცა
შენთ−ვის, მხცო−ვა−ნო პო−ე−ტო;
დღე−ცა ვფიქ−რობ−დი, ღა−მე−ცა.
როს და−ვა−პი−რე სი−ტყვის თქმა,
უ−ცებ თავ−ზა−რი და−მე−ცა,
სი−ტყვა, მო−სუ−ლი სათქ−მე−ლად
ე−ნი−დან მომ−წყდა, გა−მექ−ცა.
დავ−ღო−ნე−ბულ−ვარ ძა−ლი−ან,
თით−ქოს სახლ-კა−რი და−მექ−ცა.
რა−და? რა ღმერ−თი გა−მი−წყრა
მარ−გა−ლი−ტე−ბის მფლო−ბელ−სა,
რომ თა−ვის უშ−ნო ე−ნი−თა
ვე−რას ვა−გო−ნებ მშო−ბელ−სა?!
ბულ−ბუ−ლი−სათ−ვის გა−ლო−ბა
და−უ−წუ−ნი−ა რო−მელ−სა?
მარ−გა−ლი−ტე−ბის მფლო−ბე−ლი
ე−ნა−სა ხმა−რობს ღო−ნე−და,
და რო−ცა მარ−გა−ლიტს სთე−სავს,
ან თუ ა−ა−გებს ყო−რე−და,
მა−ინც ის ა−რი, რაც ა−რი,
ჭო−რე−ბი მო−ა−შო−რე−თა!
იქ−ნებ მე, ჩემ−მა ე−ნა−მა,
სამ−შობ−ლო და−ვა−ღო−ნე−თა?
ფრთე−ბი შევკ−ვე−ცეთ ოც−ნე−ბას,
და−ვამ−ხეთ, და−ვა−მო−ნე−თა?
უ−ვარ−გი−სო−ბის მი−ზე−ზი
ფშავ−ლო−ბა ა−რის სწო−რე−და.
მოძღვ−ნი−ლი ა−რი მთის მი−ერ,
ჩა−მო−ტა−ნი−ლი ქა−რი−სა,
რა−ტომ არ ჰგუ−ობს, არ ვი−ცი,
ამ ჰანგს ბუ−ნე−ბა ბა−რი−სა?!
ა−ქაც ხომ ქართ−ვე−ლე−ბი ვართ,
ყვა−ვი−ლი ა−ქაც ჰყვა−ვი−სა,
ხა−ტად ჰყავ, სა−ლო−ცავ ხა−ტად,
მთი−ელთ სამ−შობ−ლო თა−ვი−სა.
და ე−ნა მთი−სა სიმტ−კი−ცით
მსგავ−სი−ა კლდი−სა სა−ლი−სა;
იქ−ნებ, აკ−ლი−ა, არ ვი−ცი,
ამ ლომს სი−ნა−ზე ქა−ლი−სა?
ა−მისთ−ვის და−საგ−მო−ბი−ა
და წა−სა−ღე−ბი წყა−ლი−სა?!
კა−ცი მე−ტყვე−ლი, მგრძნო−ბე−ლი,
ცხოვ−ლად ამ−ხე−ლი თვა−ლი−სა,
ამგვა−რის ამ−ბის მო−წა−მე,
შევდრ−კე, დავ−მუნჯ−დე ლა−მი−სა.
მა−ინც წინ მი−ვალ, მა−ინცა,
არ მე−ში−ნი−ან შა−რი−სა,
გულს მის−ვე−ნი−ა ხა−ტადა
ე−ნა მთი−სა და ბა−რი−სა.
მე არც ერთს კი−ლოს არ ვწუ−ნობ,
თუ−ა ქართ−ვე−ლის გვა−რი−სა,
მო−თაყ−ვა−ნე ვარ ყოვ−ლი−სა
ი−მათ ტკბი−ლის და მწა−რი−სა.
სხვა რამ მა−ში−ნებს, ი−სა ვსთქვათ,
დამხ−შო−ბი მზის და მთვა−რი−სა,
სამ−შობ−ლოს და−მამ−ხო−ბე−ლი
და გა−მომჯ−რე−ლი კა−რი−სა…
სჯობს, რომ ი−მა−ზე ვი−ტი−როთ,
მუ−დამ მთქმე−ლი ვარ ამი−სა,
ნუ შე−გა−ში−ნებსთ, არ გავ−ნებსთ
მთი−დან ყვი−რი−ლი ხა−რი−სა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პასუხადკარგებო, თქვენი ძახილი ბარით შამესმა მთაშია, ფეხის ფრჩხილებში გაჟონა ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია; ძვირფასს მ...მეურმის სიმღერაროგორ ძალიან დაბნელდა, მთვარეც არა ჩანს ტიალი! როდი ანათებს ბნელს ღამეს ამ ჩემის ურმის ჭრიალი! არაგვში უნ...ბუნების გლოვაΙ მთათ გული, დაწყლულებული დახოცილ შვილთა მზერითა, ერთმანერთს მისწებებია, წყენა გაზდილა წყენითა. დაღვრილი ...სიტყვა ეულისიტყვა გადვაგდე ერშია, სიტყვა, რა სიტყვა? - ეული, ტანჯულის გულის ნაცრემლი, ვარმით ნაკვები, სნეული, გულ-გა...ჩემის კაცობის გვირგვინოჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო. არ მიმეფარო თვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026