kids.ge logo

გაცნობებთ, რომ Google-ის გადაწყვეტილებით, 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, გაუქმდა Flash-ის მხარდაჭერა Google Chrome-ის ბრაუზერში, რის გამოც, საიტზე არსებული ფლეშ (flash) თამაშები განახლებულ ქრომის ბრაუზერებში სამწუხაროდ ვეღარ იმუშავებს. დიდი ალბათობით, ახლო მომავალში იგივეს გადაწყვეტენ სხვა ბრაუზერებიც, და სხვა ბრაუზერებითაც შეუძლებელი იქნება ჩვენი ფლეშ თამაშების გამოყენება. ჩვენ არ გავაუქმებთ აღნიშნულ გვერდებს და ამავე მისამართებზე, დროთა განმავლობაში ავტვირთავთ ამავე თამაშის განახლებულ (html5) ვერსიებს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დიდ დროს და რესურსს მოითხოვს, თამაშების ჩანაცვლების პროცესი შეიძლება გარკვეულ პერიოდს გაგრძელდეს. ჩვენ ბოდიშს გიხდით აღნიშნულისთვის, თუმცა ეს ცვლილება ჩვენზე დამოკიდებული არ იყო.

ფავორიტებში დამატება

ჩემი ქულები

თქვენ ჯერ არ გაქვთ ქულები ამ თამაშისთვის.

იმისთვის რომ შეინახოთ თქვენი შედეგები, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ უკვე გახსნილი გაქვთ ანგარიში, შედით სისტემაში.

უმაღლესი ქულები

1საბა სომხიშვილი
15 წლის
516225
2ზაური გალდავა
19 წლის
474125
3ლუკა ღურჭუმალიძე
19 წლის
422175
4თემო მაჭავარიანი
18 წლის
383900
5მარიამ ჭაბაშვილი
15 წლის
322175
„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
ნახატის ავტორი:
ნინო (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ინფორმაცია

რიცხვების ფაზლი - თქვენი ამოცანაა, ამოხსნათ ფაზლი და დაალაგოთ რიცხვები თანმიმდევრობით ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები (ანალოგიურად თამაშის ყველა სირთულისათვის). იმისთვის რომ გადააადგილოთ ესა თუ ის რიცხვი, უნდა დააჭიროთ ამ რიცხვზე და ის გადაინაცვლებს მის გვერდით მყოფ ცარიელ ადგილას, ოღონდ გადასაადგილებლად სასურველი რიცხვის გვერდით, ზემოთ ან ქვემოთ აუცილებლად უნდა იყოს ცარიელი ადგილი! ანუ მოძრაობა შეუძლია მხოლოდ სიცარიელის გვერდით მყოფ რიცხვებს.

ერთი რიცხვის გადაადგილების შემდეგ, განთავისუფლდება ის ადგილი, სადაც მანამდე ეს რიცხვი იყო და ასე, ეს რიცხვი გზას დაუთმობს სხვა რიცხვს. თქვენი მიზანია რაც შეიძლება ცოტა სვლების გამოყენებით მიიღოთ საბოლოო შედეგი, საშუალო სირთულის შემთხვევაში წყობა 1-დან 15-მდე (შესაბამისად სხვა სირთულეების შემთხვევაში 1-დან 8-მდე ან 1-დან 25-მდე).

ქულების დაანგარიშება ხდება სვლების რაოდენობისა და დროის სიმცირის მიხედვით. რაც უფრო ცოტა სვლაში დაასრულებთ თამაშს, მით უფრო მაღალ ქულას მიიღებთ. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე სისწრაფეს: ორი მოთამაშიდან, რომლებიც ერთი და იგივე რაოდენობის სვლებით დაასრულებენ თამაშს, უფრო მაღალ ქულას მიიღებს ის, ვინც ამას უფრო ნაკლებ დროს მოანდომებს.

გისურვებთ აზრიან და მხიარულ თამაშს :)

Kids.ge-ს რჩევები

მხარი დაუჭირეთ გუნდურ მუშაობას

როგორც კი თქვენი ბავშვი დაიწყებს სკოლაში სიარულს, ის დღის განმავლობაში დაახლოებით 4-5 საათს გაატარებს თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად და მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში. მან უნდა ისწავლოს გუნდურად მუშობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესაუბრებოს სხვა ბავშვებს და ჩაერთოს კომუნიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში შეიძლება იყოს ყურადღების ცენტრში და მისი ყველა მოთხოვნა უმალ სრულდებოდეს, მან უნდა გაიაზროს, რომ იგივე სიტუაცია არ დახვდება სკოლაში. ბავშვის თანატოლებთან შეთავსების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მას ასწავლოთ გუნდური მუშაობა, რომლისთვისაც აუცილებელი უნარები შეგიძლიათ სახლში თამაშით განუვითაროთ

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ნახატის ავტორი:
ანნა მარია ცვარიანი (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024