რუსული ენის წრე

რა ისწავლება რუსულის წრეზე

რუსული ენის წრეზე, მოსწავლეთა ჯგუფების მიხედვით, სასწავლო პროგრამა განსხვავებულია მისი შინაარსისა და სირთულის მიხედვით. მაგალითად:

4-5 წლიანების ჯგუფში, ძირითადად მუშაობა ხდება გამოთქმასა და სიტყვათა მარაგის გამდიდრებაზე; ბავშვები შეისწავლიან ელემენტარულ, საყოველდღეო ცნებებს, ისეთებს, როგორიცაა ფერები, რიცხვები, წელიწადის დროები, თვეები და ა.შ. შეისწავლიან სინონიმებს. საფუძველს ჩაუყრიან სასაუბრო ენას და შეისწავლიან პატარა ფრაზებსა და დიალოგებს. ბავშვები სწავლობენ ლექსებსა და სიმღერებს. ჩვენი მოსწავლეები ამ ყველაფერს სწავლობენ სახალისო თამაშებით, მინისპექტაკლებისა და წარმოდგენების დადგმით. ასაკის მატებასთან ერთად, სასწავლო პროგრამას ემატება ახალი, საინტერესო დეტალები. მაგალითად:

6-8 წლიანები, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სახალისო აქტივობასთან ერთად, იწყებენ ასოების ცნობას, შეძლებისდაგვარად წერასა და სიტყვების შედგენას. ავითარებენ ერთმანეთთან დიალოგის უნარებს. გარდა უშუალოდ ენის შესწავლისა, ისინი პრეზენტაციების სახით გაიცნობენ რუს მწერლებსა და პოეტებს, გაეცნობიან მათ შემოქმედებას. 

 

სწავლის საფასური რუსული ენის წრეზე

რუსული ენის წრეზე სწავლის საფასურია 40 ლარი თვეში. დედმამიშვილების შემთხვევაში, სწავლის საფასური თითო ბავშვზე 35 ლარია.

 

რეგისტრაცია რუსული ენის წრეზე

რუსული ენის წრეზე სწავლის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს საკონტაქტო ტელეფონებზე: 230-60-01 ან 599-93-25-14

 

ჩვენი მისამართი

ჩვენი მისამართია თბილისი, ბაქოს ქ. 4; (ეს არის დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის კვეთასთან, 24-ე საჯარო სკოლის გვერდით). ქვემოთ მოცემულია ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ჩვენს სასწავლო ცენტრთან სიახლოვეს გაივლის:

ავტობუსები: 9; 20; 21; 29; 31; 33; 34; 37; 46; 47; 49; 53; 65; 66; 78; 92

მიკროავტობუსები6; 10; 11; 26; 31; 32; 38; 40; 41; 50; 58; 62; 66; 67; 68; 75; 80; 81; 85; 88; 89; 94; 108; 109; 133; 141; 148; 193

 

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია