ხატვის წრე

რა ისწავლება ხატვის წრეზე

ხატვის წრეზე მოსწავლეები შეისწავლიან აკადემიური ხატვის საფუძვლებს. ისინი შეისწავლიან ისეთ ცნებებს, როგორიცაა ფერთა პალიტრა, გეომეტრიული ფორმები, ფორმა სივრცესთან მიმართებაში, დომინანტი ფიგურა, ფონი, ანტურაჟი, პერსპექტივა და ა.შ. მოსწავლეები დახატავენ ნატურმორტებს. მიიღებენ ზოგად ინფორმაციას ადამიანის სხეულის აგებულების და მისი პროპორციების შესახებ და ა.შ.

სასწავლო პროგრამა შედგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, შედარებით უფრო პატარა მოსწავლეები, გამარტივებული ფორმებით შეისწავლიან ზემოთ ნახსენებ თემებს. ასაკის მატებასთან ერთად კი გაიზრდება როგორც მეცადინეობების სირთულე, ისე თემების მრავალფეროვნება და მათ დაემატებათ ახალი ცნებებიც. მაგალითად:

უფროსი ასაკის მოსწავლეების პროგრამის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სიმეტრია და ასიმეტრია გეომეტრიული ფორმების დახმარებით. ამ ცნებების ასახვა ნამუშევარში; დინამიური და სტატიური ფიგურები. ისინი მათი დახმარებით შექმნიან გრაფიკული ნამუშევრებს. მათ ასევე მოუწევთ ჩანახატისა და ესკიზის შექმნის ტექნიკის ათვისება.

თუმცა გარდა აკადემიური ხატვის საფუძვლების ზემოთ მოყვანილი მცირე ჩამონათვალისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეების აბსტრაქტული აზროვნების უნარის გაღრმავება და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ამიტომ გარდა ტექნიკის დახვეწისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი მოსწავლეების მხრიდან ყველანაირ კრეატიულ იდეას და ხელს შევუწყობთ მათ განხორციელებას.

 

მეცადინეობების განრიგი

ხატვის წრეზე, მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ (მაგ.: ორშაბათს და ოთხშაბათს, ან სამშაბათს და პარასკევს). მეცადინეობების საათები განსხვავდება ფილიალების მიხედვით, დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და მოგაწვდით ინფორმაციას კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.

რეგისტრაცია 

გაიარეთ  ონლაინ რეგისტრაცია  ან დაგვიკავშირდით: 

  • მობილურზე: 599 93-25-14
  • (+995 32) 230-60-01 ჩუღურეთის ფილიალი;
  • (+995 32) 230-60-09 საბურთალოს ფილიალი; 

 

საფასური

ხატვის წრეზე სწავლის წლიური საფასურია 600 ლარი. (სექტემბრიდან - 30 ივნისის ჩათვლით). შესაძლებელია ყოველთვიური გადახდაც (თვეში 60 ლარი).  სწავლის გადასახადში შედის სრულად საჭირო მასალისა და ინვენტარი.

დედმამიშვილების შემთხვევაში სწავლის საფასური თითო ბავშვზე 55 ლარია თვეში. 

  • სწავლის საფასურის გადახდა ხდება ყოველი თვის დასაწყისში.
  • გაცდენილი მეცადინეობები არ ანაზღაურდება.

 

გამოფენები

ჩვენი ხატვის წრის მოსწავლეებს, სისტემატიურად ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოფენებში. სასწავლო წლის განმავლობაში, მინიმუმ 2-ჯერ ეწყობა ნამუშევრების გამოფენა სხვადასხვა გალერეებსა და საგამოფენო სივრცეებში.

საინტერესო სტატიები ხატვასთან დაკავშირებით

ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში
ქეთევან ოდიშარია
ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა? რომელია ხატვის დადებითი მხარეები ბავშვის განვითრებაში.

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?
ქეთევან ოდიშარია
რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა. რა როლს ასრულებს ფანტაზია ფავშვის განვითარებაში.

საბავშვო ტორტების შეკვეთა - ადგილზე მიტანით

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია