kids.ge logo

უკანონო ბურთი

ფავორიტებში დამატება

რა დუ−ე−ლი გა−უ−მარ−თავთ
სტა−დი−ონ−ზე ბი−ჭუ−ნებს?!
"შე−ნი არა,ჩემიაო",
თან ა−ჩე−ნენ კი−ჭუ−ნებს.

ამ კა−მა−თის ნამდ−ვილ მი−ზეზს
ერ−თი ფრა−ზით გიჩ−ვე−ნებთ:
უ−პატ−რო−ნო ბურ−თი დახვ−დათ
და ო−რი−ვე ი−ჩე−მებს.

ერ−თი ამბობს:"გუშინ ა−მით
ვი−თა−მა−შე ფეხბურ−თი".
მე−ო−რე კი ნი−შანს უ−გებს:
"დი−ლით დამრ−ჩა ეს ბურ−თი".

ეს გარ−ჩე−ვა და კა−მა−თი
სა−ღა−მომ−დე არ მორ−ჩა,
კი−დევ კარ−გი მო−ე−დან−ზე
ციცქ−ნა გო−გო გა−მოჩნ−და.

"დე−დი აქ დამრ−ჩე−ნი−ა−ო"
⁃ სი−ხა−რუ−ლით დაჰ−კივ−ლა,
ბურ−თი ცხვირ−წინ ა−ა−ცა−ლა,
ბი−ჭებს გუ−ლი ატ−კი−ნა.

მიხვდ−ნენ მა−ლე რომ ის−ჯე−ბა
სი−ხარ−ბე და ტყუ−ი−ლი,
დარ−ჩათ დახ−რი−ლი თა−ვი და
უ−ხერ−ხუ−ლი დუ−მი−ლი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედიკოს დამხმარემიყვარს რომ ვეხმარები დედას დალაგებაში მადლობას კი არ მიხდის ასეთ დახმარებაში. კომოდს როცა ალაგებს და ზემ...კუ და ლოკოკინათურმე ერთ დღეს დაძმობილდნენ კუ და ლოკოკინა, ორის ერთად სიარულმა ყველა გააცინა. დადიოდნენ ნელა, დინჯად, არ...ქართული დედაენაამერე რა, თუ ეს ქვეყანა ჩემსავით ცეროდენაა, მთელ დედამიწას დაიტევს, ქართული იმოდენაა. ჩემი და შენი ენაა, მ...დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...ზღარბუნია შემარქვესსაახალწლოდ ზღარბუნია მომიყვანა მამიკომ, მაგრამ მე არ მითხოვია, მიზეზი სულ სხვა იყო: მამას მუდამ გავურბივა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026