kids.ge logo

პეპელამ ყვავილებისგან ბარათი მიიღო

ფავორიტებში დამატება

სადა ხარ, გოგო ლელაო,
შენ გელოდებით ყველაო!
ნექტრად ვაგროვეთ, განდეთო,
საუზმე მოგიმზადეთო!
სულ შენ გახსენებთ, გაქებთო,
გამოფარფატდი აქეთო!
კაბას გიკერავთ მზისფერსო,
არშიად ვურთავთ ცისფერსო,
ვერა, ვერ მოვილხინეთო,
შენოდ მოვიწყინეთო.
ამ ბარათს მზის სხივს ვატანთო,
კიდეებს მოვუხატავთო...
სხივმა პეპელას პაწიას
ბარათი გზად დამაწია.
მინდვრები მომიქარგეთო?
მეც ეგ მინდოდა, კარგებო!
გარეთ ხომ გაზაფხულია,
მეც თქვენთან ყოფნა მწყურია!
მზის სხივი მებუზღუნება:
-ფრთები მე მოგიხატეო!
ჩემი დობილი იყავი,
სულ ჩემთან იფარფატეო!
ეგ თხოვნა, მზის ათინათო!
სულაც არ არის ადვილი,
დამაკვირდი, მე ვის ვგავარ?-
ვარ ფრთაშესხმული ყვავილი!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

პატარა მხატვარი
ნიკამ დახატა მზე,-
დიდი, ჩახჩახა მზე,...
წელიწადის ოთხი დრო
ეს ხომ წელიწადია!-
ესეც მისი ამქარი,-...
დევთამჟლეტი
კობამ ხისგან გამოთალა
მშვენიერი ხმალი:...
პატარა ბიჭები და კარატე
ჩვენი სახლის ბიჭუნებს
ძლიერ უყვართ კარატე,...
კარლსონი მოგზაურობს
ერთხელაც კარლსონმა-
ასე ვთქვათ, უცაბედად...
„ჭკვიანი ჭიანჭველა“
ნახატის ავტორი:
ანა პატაშური (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „პეპელამ ყვავილებისგან ბარათი მიიღო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „პეპელამ ყვავილებისგან ბარათი მიიღო“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

არ გააფუჭოთ ბავშვი

დაიმახსოვრეთ: ყველა ბავშვი ძვირფასია, მაგრამ არა სამყაროს ცენტრი. გაზარდეთ იგი შესაბამისად.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ყვავილებზე, მცენარეებზე და ლექსები გაზაფხულზე

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ყვავილებზე, მცენარეებზე და ლექსები გაზაფხულზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ყვავილებზე, მცენარეებზე და ლექსები გაზაფხულზე

მანანა ტონია
ოპუნცია კაქტუსი

მანანა ტონია

ყვავილნარის კუთხეში,
აივანზე კატოსი,...
ინგა ქორდელი
გაზაფხული

ინგა ქორდელი

გაზაფხულთან ერთად
მოდის სიხარული,...
გივი ჭიჭინაძე
გამოფარფატდა პეპელა

გივი ჭიჭინაძე

გამოფარფატდა პეპელა,
ყვავილებს უძღვნა სალამი....
ხათუნა გულიაშვილი
გაზაფხული მობრძანდება

ხათუნა გულიაშვილი

გაზაფხული მობრძანდება,
ჩიტუნებიც მოფრენილან....
ვაჟა–ფშაველა
გაზაფხული

ვაჟა–ფშაველა

ბუნებამ გამოიღვიძა,
ადგა, გაცოცხლდა მკვდარია......
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024