kids.ge logo

დაბურდღუნებს ტყეში დათვი!

ფავორიტებში დამატება

ჩიტი გალობს: ინდი-მინდი!
აყვავდაო ტყეში შინდი!
დათუნიამ, აბლი-ბაბლი,
მიირთვაო ტკბილი თაფლი!
სულ რამდენი, თქვენი აზრით?
განა ერთი, სამი კასრი!
-ტყე ხომ ჩემი სამეფოა,
ვინ დამიშლის თაფლის ჭამას,
ტყეში ბურდღუნით ხეტიალს,
სიმღერას და ცეკვა -თამაშს...
დათუნია ბანდალას,
ბურდღუნას და დანდალას.
ლამაზი გაზაფხული
ჩვენს მშობლიურ ტყეში,
გაიღვიძა ბუნებამ
ნაირნაირ ფერში!
რემარე მორთულა!-
ყვავილები მოსულან!

რა კარგია, დათვი რომ ვარ!
ავგორდები-დავგორდები,
სერებზე გადავგორდები,
და მდელოზე ჩავგორდები!
დათუნია ბანდალა,
დუდღუნა და დანდალა.
ყვავილებში ჩაფლული,
მხირულად ვღიღინებ,
ჩიტი გალობს, ბალახი
სამურად ბიბინებს.
მდელოზე წამოვგორდები,
საღამომდე ვიძინებ!
ყვავილების სურნელება
მოსდებია არემარეს,
რა კარგი ხარ, გაზაფხულო,
დათუნაც რომ გახარე!
დათუნია ბანდალა,
დუდღუნა და დანდალა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირი
მოტეხა სიმინდი. დაწურა ყურძენი.
-ვის უნდა ჩურჩხელა?-თუხთუხებს თათარა....
კუ წვიმაში სადილობს
პატარა კუ-კუსკუსა,
დინჯი, განა ფუსფუსა,...
ნუცას უთო
დედიკომ ნუცას უყიდა
სათამაშო უთო....
მობრძანდება დეკემბერი
უკვე კარი გაიხურა,
მიილია ნოემბერი,...
ლილეო... და ახალი წელი!
მივულოცავ ახალ წელს,
ამას ვეტყვი ჩურჩულით:...
„კატა “
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „დაბურდღუნებს ტყეში დათვი!“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „დაბურდღუნებს ტყეში დათვი!“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყოველდღე ერთად იკითხეთ წიგნები

წიგნების კითხვა დაიწყეთ ახალშობილობის ასაკიდან. შვილების ჩახუტებით და წიგნის კითხვით ძალიან ძლიერი კავშირი მყარდება, ასევე იზრდება წიგნის კითხვის სურვილი.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ბალერინა“
ნახატის ავტორი:
ნია გინტური (რვა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები გაზაფხულზე

ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....
ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები გაზაფხულზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები გაზაფხულზე

ნოდარ დუმბაძე
ძმური სამსახური

ნოდარ დუმბაძე

გამიწიე, მურია,
ძმური სამსახურია,...
აკაკი წერეთელი
მახეში გაბმული ჩიტი

აკაკი წერეთელი

ბავშვები:
...
ნოდარ დუმბაძე
ლოთი

ნოდარ დუმბაძე

ჭაჭანაჭამი ტახია,
გორავდა, როგორც კვახია,...
მანანა ტონია
ბუნების ენა

მანანა ტონია

რას ჭიკჭიკებს ის მერცხალი,
რას ჟღურტულებს ნეტავ ,ნეტავ?...
ვასილ გულეური
გოზინაყი

ვასილ გულეური

დათვმა თაფლი მოიტანა,
ტკბილი, როგორ შაქარი. ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024