kids.ge logo

კუ წვიმაში სადილობს

ფავორიტებში დამატება

პატარა კუ-კუსკუსა,
დინჯი, განა ფუსფუსა,
ბოსტანშია, სადილობს,
წვიმიანშიც ნადიმობს.
კომბოსტოს წვნიან ფოთოლს
შეექცევა ხრამუნით,
მერე რა, თუკი წვიმა
მოდის, ასხამს შხაპუნით.
კაკუნებს კუს ბაკანს,
თუმც წვეთიც ვერ გატანს,
-წვიმავ, შხეფებს ნუ ახლი,
ზურგით დააქვს კუს სახლი!
ბოსტანში სახლიანად
შეპარულა, სადილობს,
წვიმა სულ არ ადარდებს,
მარტოდმარტო ნადიმობს.
წვიმავ, წვიმავ, წკრილავ,
ჩქარა გასწი ცის კიდეს!
ბოსტანს არ გაკარო,
რაც არ უნდა გიჭირდეს!
დინჯი, განა ფუსფუსა,
იქ კუ სახლობს კუსკუსა!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

ხე
ვაშლის ხეს რგავს მახარე,
მთელ ქვეყანას ახარებს,...
როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეში
მიდუდღუნებს დათუნია,
მიბაჯბაჯებს ხვნეშა -ხვნეშით......
ზარი
მხიარულად რომ გვეძახის,
ეს ჩვენი სკოლის ზარია!...
თოვლის მელა
ზამთარია, თოვს და თოვს,
ცა ფუმფულა საბანს ქსოვს,...
ფანტელო, ფრიალ-ფრიალა!
ფრიალა, ჩემო ფრიალა!
ზამთარმა მოგაფრიალა?...
„ლომი“
ნახატის ავტორი:
მათე მთიულიშვილი (5წლის და 8თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „კუ წვიმაში სადილობს“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „კუ წვიმაში სადილობს“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

აღიარე შეცდომები

ამით თქვენს შვილს ასწავლით როგორ და როდის უნდა მოიხადოს ბოდიში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ბალერინა“
ნახატის ავტორი:
ნია გინტური (რვა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზაფხულზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზაფხულზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზაფხულზე

მზია გოგნიაშვილი
მხიარული ზაფხული

მზია გოგნიაშვილი

ეს რა მალე დამთავრდა
მხიარული ზაფხული?.....
მაია წიგნაძე
ზაფხულის სურათი

მაია წიგნაძე

ზაფხულია გვირილებმა
გაახილეს თვალი,...
ედუარდ უგულავა
დაჩი და ნუცა

ედუარდ უგულავა

ზაფხულია. მზე ანათებს.
გული მშვიდად უცემს ნიავს....
ნოდარ დუმბაძე
შეჯიბრი

ნოდარ დუმბაძე

ნოდარიკოს და მაიკოს
აქვთ კამათი და დავა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024