kids.ge logo

ანბანთქება

ქართული ასოების სახელები
ფავორიტებში დამატება

ნანა, გიო, დათო, ანი...
ა - ასოსა ჰქვია ან-ი.
ბ - ასოსა ჰქვია ბან-ი.
ხელები გვაქვს დასაბანი.
გ - ასოსა ჰქვია გან-ი.
წრე, წრე შევკრათ, განი-განი...
დ - ასოსა ჰქვია დონ-ი.
როგორც ამ ჩიტს იადონი.
ე - ასოსა ჰქვია ენ-ი.
გაჭენა გიგიმ ცხენი.
ვ - ასოსა ჰქვია ვინ-ი.
მამამ დადგა თივის ზვინი.
ზ - ასოსა ჰქვია ზენ-ი.
ვნახეთ ჯვარი, ზედაზენი.
თ - ასოსა ჰქვია თან-ი.
მინდა გავხდე მე ექთანი.
ი - ასოსა ჰქვია ინ-ი.
მუდამ ჰქონდეს ჩვენ ხალხს ლხინი.
კ - ასოსა ჰქვია კან-ი.
გადაკეტე ჯერ ონკანი...
ლ - ასოსა ჰქვია ლას-ი.
ყველას სჯობნის ჩვენი კლასი.
მ - ასოსა ჰქვია მან-ი.
გვიყვარს ნიკო ფიროსმანი.
ნ - ასოსა ჰქვია ნარ-ი.
გავაშენეთ ყვავილნარი.
ო - ასოსა ჰქვია ონ-ი.
გვყავს სირბილში ჩემპიონი.
პ - ასოსა ჰქვია პარ-ი.
ბრწყინავს სიკეთის ლამპარი.
ჟ - ასოსა ჰქვია ჟან-ი.
მიყვარს რძე და არაჟანი.
რ - ასოსა ჰქვია - რა
მზის სახელიც არის რა
ს - ასოსა ჰქვია სან-ი.
გვიყვარს „ვეფხისტყაოსანი"
ტ - ასოსა ჰქვია ტან-ი.
ლაპლაპებს სელაპს ტანი..
უ - ასოსა ჰქვია უნ-ი.
ბანანს არჩევს მაიმუნი.
ფ - ასოსა ჰქვია ფარ-ი.
ვიშ! უხდება ლომს ფაფარი.
ქ - ასოსა ჰქვია ქან-ი.
ზღვაში ცურავს იალქანი.
ღ - ასოსა ჰქვია ღან-ი.
მომწონს ჯეჯილის ღაღანი.
ყ - ასოსა ჰქვია ყარ-ი.
მეგობრობა გვქონდეს მყარი.
შ - ასოსა ჰქვია შინ-ი.
კარს სჭირდება სალაშინი.
ჩ - ასოსა ჰქვია ჩინ-ი.
ცოდნა არის თვალის ჩინი.
ც - ასოსა ჰქვია ცან-ი.
მე აქ ბევრი გავიცანი.
ძ - ასოსა ჰქვია ძილ-ი.
დათუნია, გეყო ძილი!
წ - ასოსა ჰქვია წილ-ი
ქორწილია, დღეს, ქორწილი!
ჭ - ასოსა ჰქვია ჭარ-ი.
საწნახელში დუღს მაჭარი.
ხ - ასოსა ჰქვია ხან-ი.
შევისვენოთ ცოტა ხანი.
ჯ - ასოსა ჰქვია ჯან-ი
ღმერთმა ყველას მოგცეთ ჯანი.
ჰ - ასოსა ჰქვია ჰაე.
ჩვენ გავფრინდით უკვე, ჰაე!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ელიზბარ გაბუნიას სხვა ლექსები:

ჩიტუნია
მიხარია, ჩიტუნია,
მოფრენილო ციდან;...
ზღარბს
რა ვქნა, მიწევს, კვლავ, დატუქსვა ზღარბის,
დღე და ღამე ის ქუჩაში დარბის....
ჟირაფი
გრძელკისერა ჟირაფს
ვინ არ იცნობს ტყეში....
ბებომ თაფლი მომიტანა
ბებომ თაფლი მომიტანა,
ქარვისფერი ქილით;...
ეს რა მამა მყოლია!
ეს რა მამა მყოლია,
(ლექსად მაქვს მოსაყოლი)...
„ჭკვიანი ჭიანჭველა“
ნახატის ავტორი:
ანა პატაშური (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ელიზბარ გაბუნიას ლექსი „ანბანთქება“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ანბანთქება“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

მოერიდეთ საკვებზე ჩხუბს

ჯანმრთელმა ბავშვმა ინსტინქტურად იცის რამდენი ჭამოს. თუ ის უარს იტყვის საჭმლის დასრულებაზე, არ დააძალოთ ულუფის დამთავრება. ბავშვი არ მისცემს თავს უფლებას, იშიმშილოს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ჯენი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ქართულ ენაზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ქართულ ენაზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ქართულ ენაზე

იოსებ ნონეშვილი
ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული

იოსებ ნონეშვილი

ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული
სამშობლოს ფიქრი და აღმაფრენა....
მუხრან მაჭავარიანი
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

მუხრან მაჭავარიანი

მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე
ბაკუარიანის პიონერთა ბანაკში მოვხვდი. ...
ლადო ასათიანი
ქართული ენა

ლადო ასათიანი

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!...
მუხრან მაჭავარიანი
ენა ქართული

მუხრან მაჭავარიანი

ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!...
გიორგი ლეონიძე
დედა ენა

გიორგი ლეონიძე

წიგნი ჩვენი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024