kids.ge logo

ზამთარი მოსულა ყველასთან!

ფავორიტებში დამატება

მოსულა ზამთარი მხირული
დიდრონი ფანტელების ჟრიმულით,
სპეტაკი თოვლის საფარველით
ზამთარი მოსულა სანატრელი!

გუნებაცვალებადი ზამთარია,-
ხან თოვს, ხან წვიმს და ხან ქარია,
მოსულა ყინულისაბჯრინი,
ხან მზინი, ხან ავდრინი.

მოსულა ზამთარი კუდღლიანშიც,
მოსულა ზამთარი ციყვიანშიც...
მოსულა ზამთარი ტყეში, ღრეში,
ლამაზი ზამთარი ვერცხლის ფერში...

თეთრად ჩამომდგარა ნუკრიანშიც,
ზამთარი თოვლისქურქიანი,
ზამთარი მოსულა ირმიანშიც,
ზამთარი-ვერცხლისსირმიანი.

მოსულა ყველგან და ყველასთვის,-
მგლისთვის, ტახისთვის თუ მელასთვის...
ჩიტებმა ცაში შეკრეს კამარა:
-ზამთარს შევეგებოთ?
-აბა, რა!

ყინულქვეშ გაიტრუნა ნაკადული,
ეცრად შეწყვიტა რაკარუკი,
მდინარეს ნაპირები გაყინა,
წყაროს კი ... დათვივით დაძინა?!

ზამთარი ფუმფულაქურქინი,
ზამთარი თოვლისბუქიანი,
მთა-ბარი ასე რად მორთულა?
ვერ ხედავ?
ზამთარი მოსულა!

-მშვიდობით მოხვედი, ზამთარო,
ჩვენს ტყეში თეთრად ჩამდგარო?
შაშვმა ცაში გაჭრა კამარა:
-მშვიდობით მოვიდა!
ბა, რა!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

კატა და თაგუნია
-ვინ ბრძანდება კატა-მატა?-
იქადნება თაგუნია....
ზაფხული
რა კარგია ზაფხული,-
გარუჯული დღეები,...
ია
გაზაფხულს მოვდევ ფეხდაფეხ,
თქვენი ია ვარ პაწია,...
თამარი
-რა კარგი სახელი მქვიაო, რა კარგი!-
ამაყობს პატარა გოგო,-...
პეპელამ ყვავილებისგან ბარათი მიიღო
სადა ხარ, გოგო ლელაო,
შენ გელოდებით ყველაო!...
„კატა “
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „ზამთარი მოსულა ყველასთან!“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ზამთარი მოსულა ყველასთან!“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ისიამოვნე მომენტებით

დიახ, მშობლობა ყველაზე რთული რამაა. დიახ, თქვენი სახლი შეიძლება იყოს არეული, სარეცხი - დაგროვილი და ძაღლი - გასასეირნებელი. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შვილს უბრალოდ გაეცინა. ისიამოვნეთ ახლა - დრო სწრაფად გადის.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ჟირაფი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

იროდიონ ევდოშვილი
ზამთრის პირი

იროდიონ ევდოშვილი

შემოდგომა გაგვეპარა,
მიილია, მიიწურა....
ვასილ გულეური
თოვლის შვილიშვილი

ვასილ გულეური

გაუჭირდა თოვლის პაპას,
ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს....
ხათუნა გულიაშვილი
ზამთარი

ხათუნა გულიაშვილი

ნეტავ საიდან გაჩნდა ამდენი
ფიფქი, ლამაზი, კოხტა, პატარა....
მაია წიგნაძე
ჩემი პირველი თოვლი

მაია წიგნაძე

თოვლი მოდის, რა კარგია,
დაიძახა მამამ,...
ნოდარ დუმბაძე
ზამთარი

ნოდარ დუმბაძე

ბიჭოს, რა თოვლი მოვიდა,
ნეტავ საიდან მოვიდა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024