მოთხრობები   ›   თინათინ ჭეჟია   ›   პატარა მოთხრობა კატაზე, რომელსაც მელანო ერქვა

პატარა მოთხრობა კატაზე, რომელსაც მელანო ერქვა

ფავორიტებში დამატება

ზუსტად რვა წლის ვიყავი, როცა კატა მელანო ჩვენს სახლში გამოჩნდა. ეს ამბავი კარგად იმიტომ მახსოვს, რომ იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო, 5 თებერვალი. მანამდე ყვითელი თუთიყუში ჩიკო გალიდან გაგვიფრინდა და დაკარგა. ამის გამო ბევრი ვიტირე, რის შემდეგაც დედაჩემმა თქვა: _ ამ სახლში ადამინის გარდა არც ფრინველი და არც ცხოველი არ დავინახო მოყვანილი. მორჩა და გათავდაო.

...მაგრამ ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ მელანო გამოგვეცხადა და ყველას გული მონადირა. არავინ იცის, სადან მოვიდა. როცა სტუმრები გავაცილეთ, მაშინვე საჩუქრების თვალირებას შევუდექი. უცებ ორ სათამაშო დათუნიას შორის რაღაც შავ-თეთრი გამოძრავდა. მას მშვიდად ეძინა და მე გახარებულმა, რა თქმა უნდა, ვიფიქრე, რომ ის ალბათ რომელიმე სტუმარმა საჩუქრად მომიყვანა, მერე კი გავარკვიეთ, რომ ეს ასე არ იყო.

ახლა მოგიყვებით იმაზე, რომ ის თავდაპირველად სრულიად ჩველებრივად, ასე ვთქვათ, კატურად იქცედა: ჭამდა, ეძინა და თავის კუდს ეთამაშებოდა. ბებიამ დაასკვნა, რომ დაახლობით ერთი წლის თუ იქნებოდა. ამის შემდეგ მელანო მალევე მოზარდა. ერთ დღეს კი, როცა ჟურნალ `დილის~ ახალ ნომერს ვკითხულობდი, ბებიამ, რომელიც ჩემს ვარდისფერ, ახალ კაბაზე მშვენიერ, გვირილის ფორმის თეთრ ღილებს აკერებდა, ძირს დავარდნილი მაკრატლის მიწოდება მთხოვა. ისე ვიყავი კითხვით გართული, რომ ცოტა ფეხი ავითრიე. ბებიამ ისევ დამიძახა: _ ანა, მაკრატელი მომაწოდე-მეთქი, ბებიკო!

...და რა მოხდა თუ იცით? მელანომ წინა ორი თათით მაკრატელი გაჩოჩა ბებოსკენ. მეც და ბებომაც ვიფიქრეთ, რომ ის ძველებურად გაეთამაშებოდა ვერცხლისფერ, მოზრდილ მაკრატელს, მაგრამ მან, მელანომ რამდენჯერმე მიცურა ხალიჩაზე ის, ზედ ბებიას ფეხებამდე მიიტანა, თავის თეთრ, უკანა ფეხებზე დაჯდა, ჯერ მე შემომხედა, მერე ბებოს და დალოდა. რა თქმა უნდა, ეს იმ დღეს მთელმა ოჯახმა გაგო, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენმა მწვანეთვალება მელანომ შემდგომ ჩადინა. ეს კი ასე მოხდა: სამშაბათს, გაკვეთილების შემდეგ ბებოსთან ერთად სკოლიდან ვბრუნდებოდით. სახლის კარს მივუახლოვდით თუ არა, დავინახეთ ჩვენი მელანო თავისი სამი კნუტით ჭიშკართან წრილებდა. მე და ჩემმა დამ, თამთამ, ცოტა არ იყოს გაკვირვებულებმა ხელი ვტაცეთ პატარებს და სახლში შესვლა დავაპირეთ. მელანომ კი, რომელიც იშვითად კნადა, ერთი ამბავი ატეხა და სახლში შესვლა არ დაგვანება. ბებომ თქვა: _ ეს მელანო ტყულად არ წრილებს გარეთ, თან შვილებიც გამოუყვანია. თქვენ აქ იყავით. აბა, რა მოხდა, მელანო, ქალო, რა მოხდაო? _ მიმართა ბებომ მელანოს, თან სახლის კარს აღებდა. სურათი კი ასეთი იყო: სამზარელოში ონკანი გამსკდარიყო, შადრევანივით ასხამდა და მუხლებამდე დამდგარ წყალზე ფეხსაცმელები, სათამაშოები, სხვა საჯახო ნივთები ტივტივებდნენ. ხოლო, როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, ძია ნიკამ, ჩვენმა კარის მეზობელმა, რომელიც ონკანის გაკეთებაში დაგვეხმარა, ასეთი რამ გვაიმბო: _ ერთი სათის წინ, კარზე ფხაჭუნი გავიგე. გავაღე და რას ვხედავ, თქვენი მელანო არ არის! გამიკვირდა. მას ხომ კნუტები ჯერ პატარები ჰყავს. ვიცოდი, სახლში არ იყავით, ვიფიქრე, ხომ არ მოშივდა-მეთქი და შემწვარი თევზის ნაჭერი გამოვუტანე. იქვე დავუდე და კარი მოვიხურე. ცოტა ხანში თითქოს ისევ მომესმა კნავილი, მაგრამ ტელევიზორში საინფორმაციოს თავი ვერ გავანებე, თან ვიფიქრე, თევზი ხომ მივეცი-მეთქი და გული დავიმშვიდე. ახლა ვხედავ, ეს თევზი აქ დევს. კნუტები რომ დამენახა, შეიძლება, რამეს მივმხვდარიყავი, მაგრამ ხედავ? მოფარებულში ჰყოლია, თქვენ რომ დაგინახათ, მაშინ გამოიყვანა. ეს მელანო ვინ ყოფილა, კატაა თუ ადამიანიო? 

ჩვენ ახლა, რა თქმა უნდა, დიდები ვართ, მეც სამი შვილი მყავს, როგორც მაშინ ჩვენს მელანოს და როცა ბავშვობას ვიგონებთ, ჩემები მაშინვე მთხოვენ: მელანოზე მოგვიყევი რა, დედა, მელანოზეო.

...და ვიწყებთ: _ გახსოვს, მელანოს დროს რომ ისამნისფერი ფეხსაცმელი მქონდა? ცალი სადღაც მიკარგა. ვეძებდით. გავიხედეთ და, მელანო ბებოს საწოლის ქვეშ შეძვრა და იქიდან ფეხსაცმელი გამოიტანა.

_ აუ, ის გახსოვს, ჩოგბურთის ბურთი რომ გადაგვივარდა ბერიძების ეზოში? სახლში არავინ იყო და ვერ გამოგვქონდა. აძვრა მელანო სახურავზე, ეზოში ჩახტა და ბურთი პირით გამოიტანა. გაკვირვებულები ჯერ დავმუნჯდით, მერე კი ისეთი ყიჟინა ატყდა, ახლა მელანო გვიყურებდა გაცებული. ალბათ ფიქრობდა, რა ვქენი იმისთანა, ბურთი გამოვუტანე, მეტი ხომ არაფერიო.
ი, ასეთი კატა გვყავდა ბავშვობაში მე და ჩემს დას, თამთას, რომელსაც ბებია, ქალბატონ მელანოს ეძახდა. ჩვენ კი უბრალოდ, ძალიან გვიყვარდა ის, არა მხოლოდ როგორც კატა, არამედ როგორც ოჯახის სრულუფლებინი წევრი.

 

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია