kids.ge logo

ორი მოლა

ფავორიტებში დამატება

ორი მოლა იყო ერთსა ქალაქსა შიგან. ესრეთ მტერნი იყვნენ, ერთად ვერ მოთავსდიან, არცარა ერთად სვიან და სჭამიან. ამას ცდილობდენ, ერთი მეორესა წაეხდინა.

დღესა ერთსა ერთი მოლა ნახეს სხვისა დიაცისა თანამწოლი. კაცთა მათ იგი მოლა და დიაცი ორნივ შეიპყრეს და ერთს ორმოსა შიგან ჩაყარეს.

ენებათ მეორეს დღეს მოასხან ყადი და მოწამენი და ორნივე დახოცონ.

სცნა მეორემან მოლამან, მტერმან მის მოლისამან. ირბინა, მის მოლის სახლში მივიდა, მისი ცოლი მოიყვანა, მას მოლას ღამე ჩაუსვა ორმოსა შიგან და ეგრე უთხრა: მაგ დიაცის სამოსელი მაგას შემოსეო და მაგისი მაგასო, და ეგ ამოუშვიო!

ეგრე ჰყო ყოველივე, რომელი მტერმან უთხრა.

განთიად მოვიდა ყადი და მოწამენი და იგი მტერი მოლაცა მივიდეს. ამოიყვანეს იგი მოლაცა და დიაციცა, ნახეს. მან მტერმან მოლამან თქვა: მე ხომ ყოველნი მიცნობთ, მაგისი მტერი ვარ, მაგრამ რას ემართლებით უბრალოს, თავისი ცოლი ყოფილაო?! გაუშვეს.

მერმე მან მოლამ ასე უთხრა: შენც იცი, როგორი მტერი ვარ შენი, მაგრამ ეს ამისთვის გიყავ, მეც ავის მქმნელი არ ვეგონო ვისმე, რომე ჩემის სახის მსგავსება გაქვს, მისთვის მოგარჩინე, შენც მოლა ხარ და მეცაო!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
სოფოს ბლოგი - წერილი მეგობარს
სოფოს ბლოგი - წერილი მეგობარს

თათულის ნაირ ადამიანებზე მინდა მოგიყვეთ. ასე მგონია, სამყაროს მთავარი ძალები მათ ძარღვებში მიედინება. ისინი ქმნიან ყველაფერს ამ ქვეყნად, რადგან რეალური ქმედება ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021