გოგიას ძალიან უყვარს ხილი, ტკბილეული. თუ რამეს მოჰკრა თვალი, აღარ არის მოსვენება:
- ბები, მომე ვაშლი! ბევრი ვაშლი მინდა!
- ბები, მომე თხილი! ბევრი, ბევრი თხილი! ბევრი კანფეტი...
ერთხელ ბებიამ ჩაისვა გოგი კალთაში და დაუწყო ბაასი:
- გოგი, არ მომწონს, მაგისთანა თვალხარბი რომ ხარ. რა ამბავია, სულ ბევრს და ბევრს რომ გაიძახი, აბა, ვნახოთ, რა გაქვს ბევრი!
- თავი ერთია!
- ცხვირი - ერთი!
- პირი - ერთი!
- შუბლი - ერთი!
- თვალი - ორი!
- ხელი - ორი!
- ფეხი - ორი!
გოგია ჩაფიქრებული უსმენდა.
- ბები, შენ დაგავიწყდა, რომ თმა მაქვს ბევრზე ბევრი! - უთხრა გოგიამ ბებოს. ბებიას გაეცინა და ბევრი თხილი მისცა.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
ყოველდღე ეთამაშეთ ბავშვებს, თუნდაც, ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან მათთვის აუცილებელია სისტემატიურად გრძნობდნენ როგორც დედის, ასევე, მამის ყურადღებას. შეეცადეთ გაამხიარულოთ ბავშვები და თავადაც გამხიარულდეთ. შეიძლება ყოველთვის არ იყოთ კომფორტულად, ვერ მართოთ ბავშვები, გაბრაზდეთ ან იმედგაცრუება იგრძნოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და ყველაზე დიდ გავლენას მათ ქცევაზე, აზრებსა და ემოციებზე სწორედ თქვენ ახდენთ.
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო