kids.ge logo

ზღაპარი თაფლის მოყვარულ დათვზე

ფავორიტებში დამატება

დათვს სახადი* შეეყარა,
ფეხს არ ადგამს სოროდან,
თავს ევლება დედა დათვი
– კარგად მყავდე ოღონდ და,

სისხამ დილით, ბეითლებს მივადგები კარზე.
მე არ ვიყო დათვი თეო,
ფეხზე თუ არ დაგაყენო,
ხვალ თუ არა – მაზეგ!

თქმა იყო და დათვი თეო გზას დაადგა ცისიერზე,
ყველას კარზე მიასტუმრა – ბრძანდებოდა ვის იმედზეც!

– რას ამბობო?!
– უი, მართლა?!
შეიცხადეს რიგრიგობით,
და წამლები გამოჰქონდათ
ვის ჯალდანით, ვისა გობით.

დათვი თეო სტუმრად მიდის პირველ ბეითალთან:
– მე ამ სალბუნს, ჭირიმე, თხის ქონისგან ვამზადებ,
ჭიქა წყალში გახსენი, მიატანოს ვახშამზე.

მეორე ბეითალთან:
– ეს ნაყენი, ბიძიკო, მკვდარს აცოცხლებს, იცოდე,
მართალს ვამბობ, ვფიცავარ, პაპის სული მიცხონდეს!

მესამე ბეითალთან:

– წამალს მოგცემ იმისთანას, არ გენახოს დღემდე,
ხვალ ჩიტივით გახდება და დაიფიცებ ჩემ მზეს!
ახლა ყური დამიგდე, ჩაიწერე რეცეპტი:
„დღეში სამჯერ, ჩაის კოვზით, არც ნაკლები – არც მეტი“. 

მეოთხე ბეითალთან:
– რაო, რაო, როგორ თქვი, დათვს სახადი აქვსო?
... გამოდის რომ – ქუნთრუშა, იქნებ სულაც – ყვავილი.
დღეს ყვავილის განკურნება, არის ძალზე ადვილი.
აქვე ახლოს ღელის გაღმა, ცხოვრობს ვინმე – ასოლინე,
წამალს მოგცემს იმისთანას
მაგ ქუნთრუშას, თუ მაგ ყვავილს,
კუდით ქვებს რომ ასროლინებს!

***

მოკლედ ასე;
თეო დათვმა მიასტუმრა ასოლინეს.
ქვების სროლის რა გითხრათ და – წამალია უებარი;
მაგრამ ამ ჩვენს დათუკას, არ წაადგა, არა და
ამდენ წამლის შემხედვარე ძალზედაც კი გაბრაზდა:
– არ მჭირდება ბეითლების წამლობა და წამლები,
კარგად იცი, რომ წამლების მე არა ვარ დამლევი!

***

საგონებელს მიეცა თეოლინა მას უკან,
აღარ იცის რა განკურნავს მობუზღრუნე დათუკას.

მასთან ერთად, ბავშვებო, ჩვენც გაგვიჩნდა საფიქრალი...
ახი კია, იყოს ავად, დათვი ავი, დათვი – მყრალი;
ამდენ წამალ-საცხებელზე, როგორ გვითხრა ცივი უარი!..

ნეტავი თქვენ, ბეითლებო, რად უგზავნით ამდენ წამლებს,
რა ეტყობა ავადობის, ჰგავს კი დათვი წამლის დამლევს?! 

ახლა მისი ავადობა მობდღვრიალე მაისია;
აკაციის ყვავილებმა ფუტკრები რომ დაისია,
ჰოდა, ვინც დათვს თაფლს მიუტანს,
დათვის გულიც იმისია!

 

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
სოფოს ბლოგი - წერილი მეგობარს
სოფოს ბლოგი - წერილი მეგობარს

თათულის ნაირ ადამიანებზე მინდა მოგიყვეთ. ასე მგონია, სამყაროს მთავარი ძალები მათ ძარღვებში მიედინება. ისინი ქმნიან ყველაფერს ამ ქვეყნად, რადგან რეალური ქმედება ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021