kids.ge logo

წერტილის თავგადასავალი

ფავორიტებში დამატება

იყო და არა იყო რა. იყო ერთი პაწაწინა, თვალით თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ ძალზე ცელქი და მხიარული წერტილი. მას მეგობრებთან ყოფნა უყვარდა, მაგრამ მოგზაურობაც  იტაცებდა. სულ იმაზე ოცნებობდა, სხვა ქვეყანაში წასულიყო, იქაურ მცხოვრებთ დამეგობრებოდა. იცით, სად ცხოვრობდნენ წერტილები? სასვენ ნიშანთა სამეფოში. ეს სამეფო სად იყო? სიტყვათა სამეფოს მეზობლად. როგორც კი დასჭირდებოდათ სიტყვებს,  ეგრევე სასვენ ნიშანთა სამეფოს მცხოვრებთ უხმობდნენ საშველად. იმ სამეფოში მარტო წერტილები კი არ ცხოვრობდნენ, არამედ მძიმეები, ტირეები, ძახილისა და კითხვის ნიშნები, ორწერტილები და მრავალწერტილები. აბა, წარმოიდგინეთ, რომ არა ესენი, რა ძნელი იქნებოდა ერთმანეთს მიჯრილი სიტყვების წაკითხვა. უჰ, ალბათ ძალიან მოსაწყენი.
წერტილი ძალზე საჭირო ვინმე იყო. მძიმეს ის თავზე აჯდა, ძახილისა და კითხვის ნიშანს ბოლოში. ხოლო ორწერტილი და მრავალწერტილი ხომ უწერტილოდ ვერც იარსებებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამ პატივისა, ამ ჩვენს მოუსვენარ წერტილს სხვა სამეფოს ნახვაც სწყუროდა. ერთ მშვენიერ დღეს, სისხამზე გადაწყვიტა, სამოგზაუროდ წასულიყო. ხელები ზურგს უკან შემოიწყო და ღიღინ-ღიღინით გაუდგა გზას.
იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა რიცხვთა სამეფოს. ამ ქვეყანაში ბევრზე-ბევრი რიცხვი ცხოვრობდა. წერტილს ხან ერთი რიცხვი ხვდებოდა, ხან ორი, ხან სამი მეგობრულად ხელი-ხელჩაკიდებულნი. ისინი უღიმოდნენ სტუმარს და თავისთან ეპატიჟებოდნენ.
ცელქმა წერტილმა მათთან თამაში მოისურვა. ახტა და ორ რიცხვს შორის ჩახტა. მათ მოეწონათ პატარა წერტილი და არ შეწინააღმდეგებიან დაა ჰოი, საოცრებავ, მათმა რაოდენობამ იმატა. ისინი გამრავლდნენ. წერტილი ახლა სხვა რიცხვებმაც მიიპატიჟეს. ცალად მყოფთა გვერდით ყოფნა არ ისურვა და ორად, სამად, ოთხად მყოფთა შორის კი სიხარულით ხტებოდა. ისინიც მრავლდებოდნენ და მრავლდებოდნენ. მათ ისე მოეწონათ  წერტილის ეს ჯადოსნობა, რომ გადაწყვიტეს, თავიანთ ქვეყანაში დაეტოვებინათ. რადგან ყველა მცხოვრებს სახელი ჰქონდა, ისიც მონათლეს და გამრავლება დაარქვეს.
წერტილსაც ძალიან მოეწონა ეს ქვეყანა, თავისი ახალი სახელი, იქ მცხოვრებნი და გადაწყვიტა, მეგობრებიც მოეწვია აქეთ. მეგობრება რომ გაიგეს, როგორ ქვეყანაში ეპატიჟებოდა მათ წერტილი, გადაწყვიტეს, სტუმრებოდნენ. მხოლოდ კითხვის ნიშანს დაეზარა შორ გზაზე სიარული და დარჩა შინ. მალე რიცხვთა სამეფოს მძიმე, ორწერტილი, ტირე და ძახილის ნიშანი ესტუმრნენ. რიცხვებმა სიხარულით მიიღეს ისინი, დაიმეგობრეს და თავიანთი წესისამებრ, მონათლეს კიდეც. ორწერტილს გაყოფა დაარქვეს, ტირეს - გამოკლება, ძახილის ნიშანს - ფაქტორიალი, მხოლოდ მძიმე გაჯიუტდა და არაფრით არ შეიცვალა სახელი. დარჩა მძიმედ. ყველა მათგანმა საკუთარი საქმეც გამოძებნა.
თქვენც, ჩემო პატარებო, როცა რიცხვთა სამეფოს ეწვევით, ყველა მათგანის გაცნობა და დამეგობრება მოგინდებათ, რადგან ისინი ძალზე საჭირონი არიან ცოდნის მიაღებად.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გაითვალისწინეთ წარმოსახვითი თამაშების მნიშვნელობა

შესთავაზეთ ბავშვს წარმოსახვითი და როლური თამაშები. ფანტაზიის გამოყენება ხელს უწყობს სხვადასხვა კოგნიტური, ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას. როლური თამაშების საშუალებით ბავშვები სწავლობენ სხვისი ემოციების გაგებასა და მათდამი თანაგრძნობის გამოხატვას. წაახალისეთ ბავშვი გამოიყენოს სათამაშო ფული, ხელზე წამოსაცმელი თოჯინები, სათამაშო ტელეფონი და ა.შ. მიეცით საშუალება ითამაშოს წარმოსახვითი ქმნილებებით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024