მოთხრობები   ›   იაკობ გოგებაშვილი   ›   ასპინძის ომი

ასპინძის ომი

ფავორიტებში დამატება
«   

VIII. ასპინძის ომი

   »

რივე მხარე მთელს ღამეს საომრად ემზადებოდა. გათენდა თუ არა, თათრების ჯარმა წინ წამოწევა იწყო და, რაწამს თოფის მანძილზე მიახლოვდა, ასტეხა ხშირი სროლა. ტყვია ხოშკაკალასავით მიდიდა ქართველი ჯარისკენ, მაგრამ მხოლოდ კლდეებს ადენდა მტვერსა, ჩვენს ჯარს კი ვერას აკლებდა, ისე ოსტატურად იყო ჩამწკრივებული და ამოფარებული სერებზე. მტრის ჯარი დამედებული იყო, რომ ერეკლეს მცირედენ ჯარს მთლად ხელში იგდებდა, და ამ იმედს ისიც უძლირებდა, რომ ქართველების მხრივ ჯერ ერთი თოფიც არ გავარდნილიყო. მტერმა ეს შიშს დააბრალა და უფრო მეტი იმედი მიცა, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ეს ოსტატობის ხერხი იყო და არა შიშის ბრალი. ერეკლესაგან ქართველ ჯარს ნაბრძანები ქონდა: ერთი თოფიც არ გაისროლოთ, ვიდრე მტერი ახლოს არ მოვაო და მაშინ კი ერთბაშად ასტეხეთ ხშირი და მარჯვე სროლაო.

აი ოსმალ-ლეკებმა სროლით ძლიერ ახლო მოტანეს ქართველ ჯარსა. უცებ ანიშნა ერეკლემ, დრო არისო, და დაჭექა ჩვენების თოფებმა, მარჯვედ დამიზნებულმა. თითქმის ყველა ტყვია თავის დანიშნულებას ეწია: პირველი რიგი მტრის ჯარისა ისე დაემხო დედამიწაზე, როგორც ცელით ძირში მოჭრილი გამხმარი ყანა იქცევა ძირს. მერე რიგმა მტრის ჯარისამ, გამოცდილმა და გაფოლადებულმა ომებში, წარბიც არ შეიხარა, მამაცურად გადაბიჯა მკვდრებსა და დაჭრილს ამხანაგებზე და ჩასდგა პირველს რიგში... ხოლო მანამ გასროლას მოასწრებდა, ხელმერედ იგრილა ქართველთა თოფებმა და ეს რიგიც ჭერეხებივით მიწაზე დაემხო. მას ვაჟკაცურად გადმობიჯა მტრის მესამე რიგმა და დადგა წინ. სერებიდან მესამედ დაგრილებულმა თოფებმა ამათაც ის დღე დაყენა. მაშინ მეთხე რიგი შედრკა და ადგილიდან ფეხი ვეღარ მოიცვალა, მაგრამ არც აქ დაყარეს ხერი ქართველებმა. წინა რიგები მტრის ჯარისა ხომ ასე იჟლიტებოდა, არც უკან რიგებს ადგათ უკეთესი დღე. ორი ათასი თოფი ქართველის ჯარისა სეტყვასავით აყრიდა ტყვიას თავზე ოსმალ-ლეკებსა. საქმეს ისიც უფრო უჭირებდა მტერსა, რომ ტყვია, მაღლობებიდან ქვემოთ დაშვებული, სულ თავ-პირში ხვდებოდა ორკეცი ძალითა. რადგანაც ვიწრო ღელე მჭიდროდ იყო გაჭიკნილი მტრითა, ამიტომ თითქმის არც ერთი ქართული ტყვია ტყულად არ იკარგებოდა. ხმლით ირიშის მიტანა ოსმალ-ლეკებს იმის გამოც არ შეეძლოთ, რომ ხმალში ქართველები ძლიერ მარჯვენი იყვნენ და თავისი მაღლობი ადგილებიდან სულ ადვილად ამოსჩეხდნენ ახლო მისულს მტერსა. ოსმალ-ლეკების ჯარი ძლიერ გაჭედილი იყო ღელეში, თავისუფალი მოძრაბა არ შეეძლო და ეს გარემობა კიდევ უფრო უშლიდა ხელსა. ქართველებისაგან კი მოდიდა და მოდიდა ზუზუნ-ზუზუნით ტყვია და ათხელებდა მტრის ლაშქარს. ოსმალ-ლეკნიც არებელს ტყვიას ჰგზავნიდნენ ზეით ქართველებისაკენ, მაგრამ კლდეებს თუ ამტვრევდნენ, თორემ მარჯვედ ჩასაფრებულს ჩვენს ჯარს ვერას აკლებდნენ, როგორც ზემოდაც შევნიშნეთ.

მტრის ჯარი თანდათან მცირდებოდა და შიშს მიცა. მისი სარდალი დარწმუნდა, რომ ამ მივალ პოზიციზე ქართველებს ვერას დავაკლებთ და ჩემს ჯარს მათ გავაჟლეტინებო. ამიტომ გადასწყვიტა: უკან-უკან დაეწია თავისი ჯარით, ხელახლად გაესხა იგი ხიდზე, მარცხენა ნაპირი მტკვრისა ჩაევლო, ქვემოთ სადმე ფონი ენახა, ამ ფონში გაესხა თავისი ჯარი, უკანიდან მოარნა ქართველი ჯარისათვის და დამარცხებინა იგი. თათრის ჯარმა თანდათან იწყო უკანდახევა, თუმცა თოფის სროლას არ აკლებდა. მაშინ ერეკლეს ბრძანებით ქართველი ჯარი აშალა მაღლობებიდან და თოფების ჭახაჭუხით ქვემოთ ღელეში ჩამოეშვა. თათრის ჯარმა რომ ეს დანახა, შედგა, წინვე იწყო წამოსვლა და ხელახლად გაჩაღა ომი. ერეკლემ აფრინა კაცი გიორგი მემკვიდრესთან, რომ თავისი ჯარი მოეშველებინა; მაგრამ ის, რაღაც უცნარის მიზეზის გამო, ადგილიდან არ დაიძრა. ომი მეტად გამწვავდა. ერთ მხრივ იბრძოდა ათი ათასი თათარი, მერე მხრივ, — ორი ათასი ქართველი.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია