მოთხრობები   ›   გუგული ტოგონიძე   ›   ამბავი მინდვრის ყვავილისა

ამბავი მინდვრის ყვავილისა

ფავორიტებში დამატება

სწორედ მაშინ, ღამემ ლალისფერი ფაჩუჩები რომ ჩაიცვა, ნიავს ყვავილების ჩურჩული შემოესმა:
- აბდა, უბდა, გადასკუპდა.
- ალხო, მალხო, არვინ გნახოს.
- ენკი, ბენი, ბა...
- მერე თუ ვერ შეასწრებ, გა...ვი...და...
- შენი ფესვი, ფესმანდური.
- ენკი, ბენი, ბა...
უსმინა ნიავმა, უსმინა და მათი მუსაფიდან აზრი ვერ გამოტანა. გაცებულმა მხრები აჩეჩჩა, ნეტავი გამაგებინა, რას ჩურჩულებენო. გაბეცებული ასკილის ტოტზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარებით ავსებული რაღაცის მოლოდინში გალურსა. უცებ ფრთხილი შრილი ჩაესმა. თვალი ჭყიტა და შეამჩნია. მინდვრის ყვავილებიდან პაწაწა ფერიბი მალულად, ნაჩუმათევა ამოდიოდნენ და ფაციფუცით, თვალსა და ხელს შუა სადღაც ქრებოდნენ.
- ი, სად მიპარიან? - გაოგნდა ნივი, რადგან იცოდა, ფერიბი თავიანთ სამოსახლოს არასოდეს სცილდებოდნენ, ერთი მტკაველითაც კი არ შორდებოდნენ. ნიავმა ისიც იცოდა, რომ მუდამ მეოცნებე ყვავილებს ერთთავად ფერადი სიზმრები ესიზმრებოდათ, ფერადი ფიქრები ჰქონდათ და მხოლოდ იმის დანახვა და მოსმენა სურდათ, რაც ლამაზი და კარგი ოყო ამქვეყნად. რაღა თქმა უნდა, საქმეც და სადუმლოც სხვებისაგან განსხვავებული ექნებოდათ. რაღაცნაირად ფერადი, თიბათვის მზეში გახველი ფოთლების იდუმალ გარინდებასავით ამოუცნობი.
ნიავს ისეთი რამ, რაც ახლა იხილა, არასოდეს ენახა. ყვავილი და მისი ფერია ხომ უერთმანეთოდ არ არსებობდნენ.
- მაინც სად გაიკრიფნენ, ჰა? - ჩალაპარაკადა ველზე ბორილი დაწყო. უცებ შორიდან, ყრუ გოდება შემოესმა. მინდორთდედოფლის ხმა იცნო. სიმღერასავით გაბმით, წყნარად მოთქვამდა.
“ნეტა, რა მოხდა?” - შეწუხდა ნივი. მერე გაგო...
თურმე წელიწადში ერთხელ ყვავილები, არავინ იცის როდის, მინდორთდედოფლის - ადგილის დედის სასახლეში უჩუმრად იკრიბებიან და მეჯლისს მართავენ, იქ დაგვინების უფლება არავისა აქვს. მაჩიტები და შროშანებიზანზალაკებს ააწკრილებენ, ამ ხმაზე ყვავილებიდან ფერიბი ამოდიან და ერთმანეთს ჩურჩულით აფრთხილებენ:
- ჩქარა!
- ფხიზლად!
- არამც და არამც არ დაიგვინო, თორემ!...
ველზე ფეხს ჩამოდგამენ თუ არა, იმწამსვე უჩინარდებიან.
მაგრამ იმ ლალისფერ ღამეს მოხდეს ის, რაც ყვავილთ სამეფოში არასოდეს მომხდარა. ერთმა ნებირა, ვარდისფერმა ფერიამ ზანზალაკების წკრიალზე ყრიც არ შებერტყა, არად ჩააგდო თავისი წინაპრების ძველთაძველი ადათი, დავიწყა მინდორთდედოფლის მოყოლილი ამბებიც ... თუ როგორ დარაჯობდნენ ზღაპრის გმირები კერიზე დანთებულ ცეცხლს, რომ არ ჩქარობდით. წამით თვალის მოხუჭვა, უდარდელად ყოფნა, გაუფრთხილებლობა და, ცეცხლი ჩანავლდებოდა, ჩაქარებოდა, ეს კი მერე ბევრ ხიფათს გადაყრიდათ, ნაკვერჩხლის მოსატანად დევებთან წასვლა დასჭირდებოდათ....
ამ ერთმა ფერიან არ ირწმუნა ჯადოსნური სიტყვები. ველზე ასკინკილას თამაშს მოჰყვა. თამაშითგული რომ იჯერა, მერე დაპირა სასახლეში წასვლა, მაგრამ ბორიალში ვეღარც ადგილის დედის სახლისაკენ მიმავალ გაზას მიაგნო და ვეღარც თავისი ბინა იპოვა.
მინდორთდედოფალმა თვალი მოავლო თუ არა ყვავილითა კრებულს, შეკრთა. იმწამსვე მიხვდა, ერთი ფერია რომ აკლდა. მიხვდა და ატირდა. შეცადა მათთვის სამუდამოდ დაკარგული, გზააბნელი და უსახლკაროდ დარჩენილი.
დანაღვლიანდნენ მეჯლისზე მისული ყვავილებიც და სევდინად აჩურჩულდნენ:
- ენკი...ბენკი...ბა...
- გა...ვი...და....
ამ დროს კი, გზააბნელი და გაფითრებული ფერია ველზე მიმორბოდა, თავის სახლს დაძებდა. როგორღა იპოვიდა, როცა უიმისოდ ყვავილი დაღონდა, ულაჯოდ ჩაკეცა და ჩაჭკნა.
ბოლოს, მუხლებდაღლილი ფერია სამყურას ფოთოლზე ჩამოჯა და აზლუქუნდა. სწორედ ამ დროს ბორილა ნიავმა ჩამოიარა და მილერსა:
- რა დაგემართა, ჩემო პაწაწა?
მომხდარით და მასრტობით დაზაფრულმა ფერიამ ძლივ ამოღო ხმა:
- მეჯლისზე დავაგვინე, ახლა კი: ენკი ... ბენკი... ბა, გა...ვი...და...ეს მე ...გავედი ყვავილების საკრებულოდან....
- მოცა, მოცა! - რაღაც იაზრა ნიავმა, - რას ნიშნავს აბდა, უბდა, გადასკუპდა?...
- შენ ეგ სადან იცი?! - გაოცდა ფერია.
- ყვავილების ჩურჩულს მოვკარი ყური, დავინახე კიდეც, სადღაც გარბოდნენ, მაგრამ ვერაფერს მივხვდი.
- რადგან გაგონე და დანახე, გეტყვი! - ამოლუღლუღა თავგზააბნეულმა ფერიამ, - ეს გრძელი სიტყევბია: თილისმაც არის და ჯადოსნობაც, გაფრთხილებაც არის და ფიციც. ეს ფიცი ჩვენი წინაპრებიდან მოდის, იმათ კი ადგილის დედამ ასწავლა: რას ნიშნავსო “ენკი ბენკი...- ერთი, ორი”... იწყებენ თვლას, - სახლიდან უჩუმრად გამოდი, არავინ შეგამჩნიოს, თორემ ხიფათს გადაეყრებიო. “აბდა, უბდა”, არსად ირო, ფეხი არსად წაგიცდეს, თორემ გარეთ ყიალსა და ღიღიალში, ვათუ, გზა აგებნეს, ან ხიფათს გადაყაროო. მერე შენს ბინას, შენს ფესვს ვეღარ მიაგნებ, ვეღარ დაუბრუნდები. უფესვოდ დარჩენილი კი აცილებლად გადავარდებიო...
- ეხ! - ამოოხრა ფერიამ, - აკი მაფრთხილებდნენ, ფიცი ერთგული იყავიო. ახია ჩემზე! ნეტა, ახლა რა მომელის, უთვისტომოდ დარჩენილს? - ერთი ამოისლუკუნა და დაღლილმა სულის მოსაბრუნებლად სამყურას ფოთოლზე მიდო თავი. დაქანცულს უცბად ჩასთვლიმა. ძილშიც ოხრავდა, თავის ყვავილბინას, თავის ფესვს დაძებდა. ფერმიხდილს ნივი წყნარად დასჩერებოდა, ვარდისფერ თმაზე ელერსებოდა და ფიქრობდა:
- “რა ვქნა, რით ვუშველო?”
ჩაშლილი მეჯლისიდან შინ დაბრუნებული ყვავილებიც დარდობდნენ:
- სად არის ახლა ჩვენი დობილი ვარდისფერა?
- რა ეშველება? საცაა გათენდება და სულმთლად დაღუპება.
- ჰო, გაიღვიძებენ ხვლიკები, გომბეშობი... ნამცეცი ფერია ჭიყელა ეგონებათ და გადასანსლავენ.
ნიავმა გაგონა ყვავილების ჩივილი და დაძახა:
- თქვენი დობილი აქ არის, აქ!
ყვავილებმა მიმოხედეს, სამყურას ფოთოლზე ჩაძინებულ ვარდისფერას თვალი მოჰკრეს და გახარეს. მერე ისევ ავიშვიშდნენ:

- რა უნდა ქნას?....

- რით დავეხმაროთ?!

ხმაურზე ფერიას გაეღვიძა, თვალის გახელისთანავე ყველაფერი გაახსენდა და გულმა შემოჰკვნესა. მერე მეჯლისიდან ადრე დაბრუნებული ყვავილები დანახა და მიხვდა, რომ მის გამო დღესასწალი ჩაშლილიყო. საქცილი წაუხდა, სირცხვილისაგან ღაწვები შეუფაკლდა და თავი ჩაღუნა. ყვავილები კი ფიქრობდნენ, ღამე ილევა და ვარდისფერას ხიფათი ემუქრებაო. საგონებელში ჩავარდნენ. ბოლოს გადაწყვიტეს და უთხრეს:

- განა პეპლად იქცე?

შეკრთა ფერია...ის ჯადოსნური სიტყვები გაახსენდა... უფესვოდ დარჩენილი რომ გადაგვარდებოდა... გუნება წაუხდა. დგებოდა გადამწყვეტი წუთი, ფერიაობას უნდა გამოთხოვებოდა. ან არადა, დღის სინათლეზე ვირაცის კერძი გამხდარიყო. ჩუმად ამოოხრა:

- მაინც, როგორ უნდა ვიქცე პეპლად? თქვა ხმის კანკალით და ყვავილებს ნაღვლინად შეაჩერდა.

მინდვრის ყაყაჩაო სეირხა: მე ვიცი როგორ! - ვარდისფერას ყვავილის მტვერი დააყარა, ტავით ფეხებამდე ამოგანგლა. ვინც ახლოს იყო, კაბიდან ყველამ თითო ფურცელი მოიძრო და ფერიას ფრთებივით მიდო მხარზე. მერე ასევე ყველამ ერთდროლად ადგილის დედას შესთხოვა:

- გევედრებით, უსასოოდ დარცენილი პეპლად მაინც გადააქციე!

- გევედრებით!...

- გევედრებით!...

ადგილის დედამ ისმინა მათი ვედრება და

ცებ ფერია ქარისაგან გატაცებული ფოთოლივით აფარფატდა. ნაჩუქარი ყვავილის ფურცლები ფრთებივით აიქნია, მერე ნარნარად გაშალა და მართლა აფრინდა. შორიდან მფრინავ ყვავილსა ჰგავდა. ცოტახანს იფრინა, ბოლოს ერთ ყვავილზე დაეშვა და გაირინდა.

დილით ფრთების ლივლივით შეხვდა მზეს, რაღაცნაირად ნაღვლინი და თვალდანამული. აცახცახებულმა ფრენით შემოუარა ველს. ყვავილიდან ყვავილზე გადადიდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა. განსაკუთრებით ვარდისფერებს ეტანებოდა, ჩამოჯდებოდა ზედ და ეკითხებოდა:

- შენ ხომ არა ხარ ჩემი ფესვი, ჩემი ბინა?

- არა, არა, - უარის ნიშნად თავს გაიქნევდა ყვავილი.

პეპელა ახლა სხვაზე გადაფარფატდებოდა და გულაფართქალებული დააშტერდებოდა: “მგონი, ეს უნდა იყოს!”

ყვავილზე დაეშვებოდა, შეათვალიერებდა... და “შევცდიო!”

- იტყოდა.

ყვავილები თავითან იწვევდნენ, ეპატიჟებოდნენ:

- დღეს ნეტა ვისი სტუმარი იქნებაო? - მარჩილობდნენ.

- - არა, ჩემი, არა, ჩემო! - ეცილებოდნენ ერთმანეთს.

დავითვალოთ, ვინც ბოლოს დარჩება, მასპინძელიც ის იყოსო, და ითვლიდნენ:

- ენკი, ბენკი, სიკლისა...

- ენკი, ბენკი, ბა...

დაღლილი ვარდისფერი მასპინძელი ყვავილის კალთაში იძIნებდა. ალიზე იღვიძებდა, ფრთებს აიქნევდა და ისევ თავისი ყვავილის, თავისი სახლის, თავისი ფესვის საძინებლად მიფრინავდა. თან ერთთავად გულში ჯადოსნურ სიტყვებს იმეორებდა:

ალხო, მალხო,

შენი ფესვი, ფესმანდუკი, არ დაკარგო.

შენი ფესვი, არ დაკარგო.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია