მოთხრობები   ›   ნინო ნაკაშიძე   ›   თბილისი

თბილისი

ფავორიტებში დამატება

ქალაქ მცხეთაში დიდი მოძრაბა იყო დღეს დილინა. ყველა მისი ნაწილებიდან, წიწამურიდან, ავჭალიდან და სხვა ახლომახლო დაბა-სოფლებიდან ხალხი მხირული ხმარით, შეწყვეტელი ნაკადივით მიმართებოდა არმაზ ქალაქისაკენ, სადაც უკვე ზღვა ხალხს მოყარა თავი. ხალხი არმაზ ქალაქის საზემო სახლის წინ ირაზმებოდა, ყველა ცდილობდა ადგილი დაჭირა ქალაქის გალავნის შეჯავშნულ ალაყაფის კარებისაკენ მიმავალ გზაზე.

ლაყაფის კარების ორივე მხარეს აღმართულ მაღალ კოშკებზე იდგნენ მშვილდ-ისრით შერაღებული მზირი-დარაჯები, ხელში გრძელი მოელვარე საყვირები ეჭირათ.

დღეს მოლოდნენ ირანელებთან ბრძოლაში გამარჯვებულ მეფე ვახტანგ გორგასლანს.

ხალხი ღელავდა,, გუგუნებდა. ყველგან ისმოდა სიცილი, სიმღერა, დაწყნარებელი ლაპარაკი.

მიიწ-მოიწიეთ, გზა უტიეთ, - იძახდა მანდატურთ-უხუცესი და ჩამწკრივებულ ხალხის შუა დაგელვებდა შავ ცხენს, რომ წესრიგი არ დარღვეულიყო.

მზე ჯერ კიდევ კარგა მაღლა იყო, რომ დარაჯებმა კოშკებზე ასწიეს საყვირები და შორს გაისმა იმათი ძალუმი ხმა.

ხალხი შეტორტმანდა, ხმა გაკმინდა, ფეხის ცერებზე შედგა და მოუთმენელ მზერად გადაიქცა. შორიდან მოისმოდა ლაშქრული სიმღერა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა.

გაისმა გალავნის გარეთ მდგომი ხალხის მისალმების შეწყვეტელი ძახილი:

- გამარჯოს ჩვენ ძლევამოსილ მეფეს და ლაშქარს!

ლაყაფის კარებში მედროშემ დროშის ფრილით შეჯირითა მაღალი წითელი ცხენი.

და გამოჩნდა ის, ვისაც ასეთი სიყვარულით ელოდა ხალხი.

აუჩქარებლად შემოვიდა მეფე ვახტანგი ალაყაფის კარებში თავისი თეთრი ბედარით. მისი ფარ-ხმალი და ჯავშან-მუზარადი ბრწყინავდა მზეზე. მის ვაჟკაცურ, გაშუქებულ სახეს შვენოდა ღიმილი. სიხარული და ძლევამოსილება ენთო მის დიდრონ თვალებში. ნაღარ-საყვირისა და დაფის ხმამ მოიცვა მთელი ქალაქი და გრგვინვასავით იგრილა ხალხის გულიდან ამოხეთქილმა მისალმებამ.

- გამარჯოს ჩვენ ლომგულ მეფეს!

- დღეგრძელი იყოს ჩვენი სამშობლოს დამცველი მეფე ვახტანგი!

- გამარჯოს უძლეველ მემარს, ქართველი ერის დიდებას!

და ცას აბნელებდა ხალხის მიერ სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ჰაერში ატყორცნილი ქუდები და ყაბალახები.

მეფეც მხირული და ბედნირი უპასუხებდა:

- ღმერთმა გამარჯვება ნუ მოგვაკლოს ქართველ ერს! - და ორივე მხრივ სალამს აძლევდა ყველას.

მეფეს მოჰყვებოდნენ დიდებულები, შემდეგ - მძევლად წამოყვანილი ირანის შაჰის შვილი პატარა ხოსრო.

პატარა ხოსრო იჯდა ფარჩის საფენით გადაფარებულ აქლემზე და გვერდით მერე აქლემით ლალა მოჰყვებოდა. ბავშვს ხელში ნაცარა, მოცისფრო ლამაზი ქოჩორა ფრინველი ეჭირა. შემდეგ ტყვები, არებელი ალაფით დატვირთული ჯორ-აქლემები და ისევ ჯარი.

მიუახლოვდა თუ არა მეფე სასახლეს, გადმოხტა ცხენიდან და მხირულად სწრაფი ნაბიჯით გასწია კარებისაკენ, დარბაზიდან მორბოდა სპარსულ ტანისამოსში, წითელ სანდლებში გამოწყობილი, ოქროს ფარფლებით თავმორთული პატარა გოგონა, მისი ხმა ზარივით წკრილებდა:

- მამა, მამა მოვიდა!..

ბავშვს უკან მოსდევდა სეფექალი, შეშინებული.

- არ შეიძლება, მამისავარ, დაბრუნდი, ჯერ ბატონმა მეფემ დედოფლისა და დიდებულებისაგან უნდა მიღოს სალამი, - ეუბნებოდა ის, უნდოდა დაწედა და დაჭირა გოგონა.

მაგრამ მამამ უკვე ატაცა ბავშვი ხელში და გულზე მიიკრა.

- ოჰ, როგორ გაზრდილხარ, მამისავარ, როგორ დამშვენებულხარ! იცი, როგორ უყვარხარ მამას... - და მიუბრუნდა ქალს: - არა უშავს, მიცით ნება მამისავარს, მამა გახაროს. ჩემი დიდებულები აპატიბენ მას მამის სიყვარულს! - და ბავშვიანად ხელში გასწია დედოფლისაკენ.

დედოფალი მაღალ, ოქროთი მოოქვრილ ტახტზე იჯდა, სეფე ქალებით გარშემოხველი. მეფის მოახლობისას სწრაფად ადგა და მოკრძალებით გასწია მისკენ. ვახტანგმა ჩამოსვა ბავშვი, დაიხარა და მდაბალი სალამი მისცა დედოფალს.

- ელენე, რა მიხარია, რომ ამდენი ხნის უნახავი, ისევ თქვენთანა ვარ და გხედავ ისევ მხირულსა და მშვენიერს!..

- ჰოი, მეფევ ბატონო, ჩვენს ბედნირებას საზღვარი არა აქვს თქვენი გამარჯვებული მზირი სახის ხილვით! - დაიხარა და თაყვანი სცა დედოფალმა თავის მეუღლეს - გმირ მეფეს.

- ჩემო საყვარელო დაო მირანდუხტ, - მიმართა დედოფლის გვერდით მდგომ დას ვახტანგმა.

მირანდუხტი გადაეხვია ძმას და მოწიწებით ეამბორა მარცხენა მხარზე.

მეფე მდაბლად მისალმა სეფე ქალებს და დიდებულებს.

ცებ დარბაზში მამისავარის ტირილი გაისმა:

- მამავ ბატონო, არ მაძლევს!

- მიცი, მიცი, ჩემი ბატონის ასულს! - გაისმა აქეთ-იქიდან გაჯავრებული ხმები.

ვახტანგმა მოხედა და დანახა, პატარა მამისავარს ჩაუვლია ხელი ხოსროსათვის და ართმევს მოცისფრო ფრინველს, რომელიც მას მიხუტებული ჰყავდა გულზე და არ აძლევდა. შეწუხებული, შეშინებული ლალა ხმისამოღებლივ შესცქეროდა ბავშვს, სეფექალები და ახლომახლო მყოფი დიდებულები მზად იყვნენ გამოეგლიჯათ ფრინველი ხოსროსათვის და მიცათ მამისავარისათვის.

ვახტანგს ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

- მამისავარ! - დაძახა მან შვილს, თავზე ხელი გადაუსვა, სახეში ჩახედა და ნელი ხმით უთხრა:

- შენ გსურს, ჩიტი წაართვა. ეს არ შეიძლება!

- ლამაზი ჩიტი მე მინდა! - წარმოთქვა ცრემლმორეულმა მამისავარმა, მაგრამ ხელი კი მაშინვე გაუშვა.

- ხოსრო, შენ ნუ გეშინიან, ფრინველს არავინ არ წაგართმევს! - უთხრა მეფემ პატარა ხოსროს და დედოფალს მიუბრუნდა:

- ელენე, ეს ბავშვი ირანის შაჰის შვილია, ჩვენი მძევალი. დღედან შენი მფარველობის ქვეშ იქნება. შენ კი, მამისავარ, შეგიძლია ეთამაშო ხოსროს, მხოლოდ ჩხუბი არ იყოს.

- ჩიტი მეც მინდა!

- ჩიტს მე გიშოვნი!

- მაშ მომეცი!

- ახლავე?! მე შენ ხვალ გიშოვნი.

- ამისთანა ჩიტს მიშოვნი, მამავ ბატონო?

- მე შენ ხოხობს გიშოვნი, ლამაზ ოქროსბოლოიან, ფირუზისყელიან ხოხობს.

- აჰ! მე მამა ოქროსბოლოიან ხოხობს მომიყვანს! - შემოჰკრა ტაში მამისავარმა და ხოსროს უთხრა: - ახლა მაინც მომეცი, ცოტა ხანს დავიჭირო ხელში შენი ჩიტი, მეც ჩემ ხოხობს დაგაჭერინებ.

ხოსრომ ცოტა ყოყმანის შემდეგ მიწოდა მამისავარს ფრინველი და ორივენი ლაპარაკით მივიდნენ დედასთან.

ყველას გაეცინა.

დედოფალმა ბიჭუნას თავზე გადაუსვა ხელი.

- რა პატარაა, - თქვა მან, - და უდედოდ კი უნდა იყოს! - ის მიუბრუნდა ერთ სეფე ქალს: - დუხტი, ჩემ სასახლეში სამხრეთის კოშკში მოწყვე ეს ბავშვი, ორი გამდელი მიჩინე და ლალაც მოვიდეს ხოლმე ყოველდღე სანახავად.

მეფე მხირულად ესაუბრებოდა დიდებულებს. გარედან ისმოდა ხალხის გუგუნი.

წინ წამოდგა მანდატურთუხუცესი და მოახსენა:

- არებელი ხალხი მოწყდა სასახლეს, მეფევ ბატონო, ყველას უნდა ნახოს შენი გამარჯვებული, ნათელი სახე.

- ახლავე, - თქვა მან, - მხოლოდ... - მან იქით-აქეთ მიიხედ-მოხედა, ვიღაცას ეძებდა. დიდებულებით სავსე დარბაზში დანახა სახლთხუცესი და გაცინებულმა უთხრა:

- სახლთხუცესო, უთხარი ბაზიერთუხუცესს, რომ ხვალ გათენებისას სანადიროდ მივდივარ და ყველა და ყველაფერი მზად იყოს!

- გავბედავ და მოგახსენებ, რომ ხვალ დასვენებაა...

- დასვენება... არა, ნადირობა იქნება დასვენება და მერეც, ჩემს ასულს დავპირდი ხოხბის მოყვანას. - ვახტანგი მოტრიალდა და დედოფალთან ერთად გავიდა ხალხის წინაშე ბრწყინვალე და ბედნირი. უკან მიჰყვებოდნენ დიდებულები და სეფე ქალები.

სასახლის წინ დიდ მოდანზე ხალხი ზღვასავით ღელავდა. გამოჩნდა თუ არა მეფე-დედოფალი, იგრილეს:

- გამარჯვება და დიდება ჩვენს გმირ მეფეს, სამშობლოს დამცველს, განმათავისუფლებელს! - და ამ ზღვა ხალხმა ერთხმად დაგუგუნა სიმღერა-ჰიმნი:

„ვახტანგ მეფე, ღმერთს უყვარხარ,
ციდამ ჩამოგესმა რეკა,
ალბუზს რომ ფეხი შედგი,
დიდმა მთებმა შექმნეს დრეკა“.

- ვაშა, ვაშა! - გაისმა ქუხილივით ხმა. წინ წამოდგნენ ერისთავთ-ერისთავი მცხეთელი, მგოსანი დეროკ და მთილი თადოშვილი.

რისთავთ-ერისთავს ხელში ოქროს მუზარადი ეჭირა. მუზარადზე წინა მხარეს სახელგანთქმულ ოქრომჭედელს ხვანხვა ხვანხელს გამოსახა მგელი, უკან კი ლომი.

- დიდო მეფევ, შენმა მადლიერმა ერმა მოგართვა ეს მუზარადი, ნიშნად გმირობისა, ნიშნად იმისა, რომ შენი გული უშიშარია და შენი მუხლები მაგარი, როგორ მგლისა და ხარ უძლეველი, როგორც ლომი. ამიერიდან შენ უნდა ატარო ეს მტრის თავზარდამცემი მუზარადი. ნება მიბოძე დაგხურო, მეფევ, ეს მუზარადი თავზე, რომ მტერი ძრწოდეს შენ დანახვაზე.

მეფემ მოხადა თავისი მუზარადი, დაიხარა და ერისთავთ-ერისთავმა მცხეთელმა დახურა მგელ-ლომიანი მუზარადი.

მეფე ვახტანგი იდგა აღელვებული, თვალები კმაყოფილებით ულავდა.

- ქართველო ერო! - დაგუგუნა მისმა ძალუმმა ხმამ: - მე კი არა, თქვენ მიერ არის ძლელი ხაზარეთი, პაჭანიგები, ჩერქეზეთი, საბერძნეთი და ახლაც გარეკილ იქნა საქართველოს დასაპყრობად მომდგარი ირანელთა უთვალავი ჯარი. შაჰის შვილი ხოსრო ჩვენ მოვიყვანეთ მძევლად და, იმედია, ირანი ჩქარა ვერ დაარღვევს ჩვენ შორის დადებულ ზავის პირობებს.

ვაშა და დიდება ჩვენს ძლევამოსილ ჯარს, რომელიც თავს არ ზოგავდა მტერთან ბრძოლაში სამშობლოსათვის, დიდება და მარადის ხსოვნა იმათ, ვინც თავი შესწირა სამშობლოს განთავისუფლების საქმეს!

ქართველო ერო! ჩვენ მოვიტანეთ არებელი ალაფი. მთელი ალაფის ნახევარი ჩვენს უძლეველ მხედრობას, ნახევარიც იმათ ოჯახებს, ვინც სამშობლოს ვეღარ დაუბრუნდა.

ლაფის განაწილება ევალება საქართველოს დედოფალს ელენეს, ერისთავთ-ერისთავს მცხეთელს და ჩვენი მთილეთის მხედართმთავარს თადოშვილს.

აღტაცებულ ხალხში სიხარულის ყიჟინა ქუხდა:

- სიცოცხლე და დღეგრძელობა მეფესა და დედოფალს!..

- მძევალი, მძევალი გვაჩვენეთ, დიდო მეფევ! - გაისმა ხმები.

მეფემ მოხედა და მაშინვე ერისთავთ-ერისთავმა ასწია პატარა ხოსრო. ბავშვი მოუსვენრად ტოკავდა ერისთავთ-ერისთავის ხელში, თვალებიდან ცრემლები გადმოსდიდა და ხელები ფრინველისაკენ მიპყრო, რომელიც აყვანის დროს ლალამ გამოართვა.

- მეც, მეც მინდა ჩვენი ერის დანახვა! - გაიწკრილა მამისავარის ხმამ.

- დაგვანახეთ მეფის ასული! - იგრილა ხალხმა. მეფე დაიხარა დედოფლისაკენ, რომელიც თავის ახოვანი, მხარბეჭინი, ბრწყინვალე მეუღლის გვერდით იდგა ბედნირი, ნაზი და სათუთი, ბიზანტიურ თვალმარგალიტით ამოქარგულ საზემო ტანისამოსით და ძოწელი ყარყუმით ამოსარჩულებულ წამოსასხამით მორთული.

დედოფალმა ელენემ აიყვანა მამისავარი და გადასცა ვახტანგს. ვახტანგმა მაღლა ასწია ბავშვი, გაცინებული და ხელებგაშლილი.

- აჰა, ქართველნო, ჩემი ასული მამისავარ!

- ღმერთმა გაზარდოს დიდებულ მეფეს და დედოფალს მშვენირი ასული მამისავარ! - ისმოდა გაწყნარებელი შეძახილები.

- ქართველო ერო და მხედრობავ, საქართველოს დედოფალი ელენე გთხოვთ სამი დღის შემდეგ გვეწვიოთ სადილად ამ მოდანზე. - მიმართა ვახტანგმა ხალხს.