kids.ge logo

ედუარდ უგულავა

ედუარდ უგულავა

ფავორიტებში დამატება

ედუარდ უგულავა დაიბადა 1973 წ. 19 სექტემბერს  ხონში (სოფ. გორდი). 1990 წ. დაამთავრა ხონის პირველი საშუალო სკოლა.

1999 წელს დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ლიტერატორის სპეციალობით, ხოლო 2004 წელს - მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტის მაგისტრატურა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ასევე - რედაქტორად: გამომცემლობა „ეროვნული მწერლობა“, „მერანი“.  ხოლო  -  2015-2018  წლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის   „ღვინის თეატრის“ დირექტორად..

2020  წლიდან  არის  რუსთავის  გიგა  ლორთქიფანიძის  სახელობის   დრამატული თეატრის ლიტერატურული  ნაწილის  ხელმძღვანელი.

არის  ექვსი პოეტური კრებულის ავტორი:  „გულში შენ ხარ!“,  „ეს შენა ხარ-მომავალი ჩვენი!“,  „თუ გეყვარება...“,   „ ვერცხლის ტყვიები“, „შენ  რომ  არა...“  , „ფრთათათმანები“.

მის ლექსებზე შექმნილია სიმღერები,  არის ორმოცდაათამდე წიგნის რედაქტორი.

ჯილდოები, პრემიები:

კონკურსი, ,,საცნობლად თავისადაო“ . პოეზია - 1 ადგილი (2010).

ქრისტიანული პოეზიის  ,,წმინდა ნინოს ჯვარის“ მეოთხე, მეხუთე,  მერევე და მეთორმეტე  ფესტივალის  გამარჯვებული - მთავარი პრიზი ,,წმინდა ნინოს ჯვარი“ (2014, 2015, 2018, 2022).

გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი (2015)

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ,,ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია „ივერია“- ს ლაურეატი (2016)

ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“. პოეზია - I ადგილი (2016). 

ილია  ჭავჭავაძის  სახელობის  პრემია  „საგურამო“-ს ლაურეატი  (2018)

შიო  მღვიმელის  პრემიის  ლაურეატი  (2018)

დავით აღმაშენებლის სახელობის კონკურსი „ძლევაი საკვირველი“ - ოქროს მედალი (2021).

ედუარდ უგულავას წიგნები

ეს შენა ხარ - მომავალი ჩვენი
ფრთათათმანები
„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„თეთრი დათვი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი

დააწესეთ გაჯეტების გამოყენების წესები ბავშვის ასაკისა და განვითარების შესაბამისად.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025