kids.ge logo

მაია კარსელი

მაია კარსელი

ფავორიტებში დამატება

მაია კარსელი - დაიბადა 1960 წლის 27 სექტემბერს, თბილისში.

  • 1967 - 1977 - წლებში სწავლობდა №55 სკოლაში.
  • 1977 - 1982 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფილოლოგიური ფაკ.)
  • 1978 წ.  - არის გაზეთ „წიგნის სამყაროს“ კორესპოდენტი.
  • 1979 წ. - ჟურნალი „დროშის“ კორესპონდენტი.
  • 1983 წ. - „საქართველოს ლიტერატორთა ცენტრის“ წევრი. ლიტერატურულ გაზეთ „რუბიკონის“ კრიტიკისა და პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე.
  • 1995 წლიდან დღემდე საბავშვო ჟურნალ „კოკროჭინას სკოლის“, მინი–ჟურნალის: „შეავსე და აფერადე“ , გაზეთ „კოკროჭინას საბავშვო კროსვორდებისა“ და გაზეთ „კირკიტელას“ რედაქტორი.
  • 1996 წ. „საბავშვო ახალგაზრდული პრესისა და ლიტერატურის ასოციაციის“ თავმჯდომარე. არის „ი. გოგებაშვილის საზოგადოების“, ,,მწერალთა კავშირის,, წევრი.

მაია კარსელის შემოქმედება:

1970 წლიდან არის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის ლიტერატურული წრის წევრი და მისი საბავშვო ჩანახატები იბეჭდება გაზეთ „გაზაფხულში“. შემოქმედებით კონფერენციებზე არის პირველი ხარისხის დიპლომებით და სიგელებით დაჯილდოვებული.

1971 წლიდან მისი საბავშვო ნაწარმოებები და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები სისტემატიურად იბეჭდება გაზეთ „ნორჩ ლენინელში“ (ნერგი), „პიონერში“, „ნაკადულში“, ჟურნალ „დილაში“, „თბილისში“, „საქართველოს ქალში“, „ცისკარში“, „დროშაში“. მისი ლექსები შესულია გამომცემლობა „ელფის“ მიერ გამოცემულ წიგნში „ჩემი პირველი ლექსების წიგნი“ და „ჩემი პირველი ქრესტომატია“; „ლოგოს პრესის“ მიერ გამოცემულ ლექსების კრებულში, გამომცემლობა „გორგას“ მიერ გამოცემულ კრებულში „საახალწლო ლექსები“ და ა. შ.

1975–76 წლებში მონაწილეობას იღებს რადიო და სატელევიზიო გადაცემებში, საკუთარი საავტორო ნაწარმოებებით. არის საბავშვო კრებულების ავტორი: „წვიმავ–წვიმავ“, „სტაფილო–უზარმაზარი“, „მხიარული რითმოცანები“, „გამოიცანი ვინ ვარ“, „ცირკი“, „გამოცანები ცხოველებზე“, „ჩემი საშობაო საგანძური“, „მხიარული გამოცანები“, „ჩემთან გინდა თამაში“, „ნამცეცა ზღაპრები“ , „შეისწავლე ფერები“, „ჩემი სოფლის ცხოველები“, „მხიარული ცხოველები“; „რვა ძილისპირული“;

2014 წ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა „ფერადი ლექსები“.

1996 წელს – გაზეთი „კოკროჭინა“ პრესის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა და დაჯილდოებულია სამთავრობო პრესცენტრის სპეციალური ჯილდოთი.

2000 წელს – მოსახლეობის სოციოლოგიურმა, მარკეტინგულმა და ფსიქოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა, რომ საბავშვო პრესაში „კოკროჭინას“, პირველი ადგილი უჭირავს.

2011 წელს „Save the children“ მიერ მოწყობილ სატელევიზიო სცენარების კონკურსში: ამერიკაში გაგზავნილი მისი საბავშვო სცენარი გავიდა ნახევარ ფინალში და მოიპოვა გამარჯვება.
ასოციაციის ინიციატივით, მე–7 არხის, შემდეგ კავკასიის ბაზაზე ეთერში გადიოდა ტელეგადაცემა: „კოკროჭინა“, სადაც ბავშვებს შემოქმედების გამომზეურების საშუალება ეძლეოდათ.

2013 წლიდან მას საპატრიარქოს რადიო „ივერიაში“ მიჰყავს საბავშვო გადაცემა „წიგნის მეგობართა კლუბი“.

მაია კარსელის წიგნები

გამოიცანი ვინ ვარ
გამოცანები ცხოველებზე
მხიარული გამოცანები
მხიარული ცხოველები
სტაფილო უზარმაზარი
ფერადი ლექსები
ფერები
ჩემი სოფლის ცხოველები
ცირკი პაზლებით, მაია კარსელი
ნახატის ავტორი:
ნინო (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილის ძლიერ ემოციებს

არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - როდესაც თქვენი აღელვებული შვილი დაწყნარდება, ჰკითხეთ მას: „როგორ გრძნობ თავს?“ და „როგორ ფიქრობ, რა გაგამხიარულებს?“ შემდეგ მოუსმინეთ მას. ის უფრო ადვილად დამშვიდდება თუ მას ამაზე ლაპარაკის უფლებას მისცემთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024