kids.ge logo

გაცნობებთ, რომ Google-ის გადაწყვეტილებით, 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, გაუქმდა Flash-ის მხარდაჭერა Google Chrome-ის ბრაუზერში, რის გამოც, საიტზე არსებული ფლეშ (flash) თამაშები განახლებულ ქრომის ბრაუზერებში სამწუხაროდ ვეღარ იმუშავებს. დიდი ალბათობით, ახლო მომავალში იგივეს გადაწყვეტენ სხვა ბრაუზერებიც, და სხვა ბრაუზერებითაც შეუძლებელი იქნება ჩვენი ფლეშ თამაშების გამოყენება. ჩვენ არ გავაუქმებთ აღნიშნულ გვერდებს და ამავე მისამართებზე, დროთა განმავლობაში ავტვირთავთ ამავე თამაშის განახლებულ (html5) ვერსიებს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დიდ დროს და რესურსს მოითხოვს, თამაშების ჩანაცვლების პროცესი შეიძლება გარკვეულ პერიოდს გაგრძელდეს. ჩვენ ბოდიშს გიხდით აღნიშნულისთვის, თუმცა ეს ცვლილება ჩვენზე დამოკიდებული არ იყო.

ფავორიტებში დამატება
„კაკტუსი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ინფორმაცია

ეს სახატავი თამაში არის უფრო გასართობი, ვიდრე შემეცნებითი. თუმცა ის მშვენიერი პლათფორმაა კრეატიულობის გამოსავლენად. თამაშის მთელი არსი ისაა, რომ თქვენმა პატარამ უნდა ესროლოს საღებავის ფერადი ბურთები მოლბერტზე განთავსებულ ტილოს, მისთვის სასურველი თანმიმდევრობით და შექმნას მისთვის სასურველი კომპოზიცია.

შესაძლებელია ტილოს ფერის შეცვლაც. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა კრეატიულობის განსავითარებლად და მხატვრული ხედვის გასაღრმავებლად. გარდა ამისა, ეს შესაძლებლობა პატარას მისცემს ფერების შეხამების, ტონებისა და კონტრასტების შინაგან განცდას.

ეს თამაში მისცემს თქვენს პატარას ექსპერიმენტირების საშუალებას, რაც თავის მხრივ, თქვენც მოგცემთ შესაძებლობას დაინახოთ თქვენი ბავშვის აზროვნების მოდელი: შეძლებთ ის დაინახოთ შემოქმედებითი კუთხიდან. დააკვირდით პატარას, თამაშის დროს ცდილობს თუ არა რაიმე სურათის, კომპოზიციის შექმნას თუ უბრალოდ ესვრის ბურთებს ტილოს. ამით ბევრს გაიგებთ თქვენი პატარის შემოქმედებითი შესაძლებლობების შესახებ. ინდივიდუალური კომპოზიციების შექმნის პარალელურად, პატარებს უყალიბდებათ საკუთარი ინდივიდუალურობის განცდა, ყალიბდებიან პიროვნებებად, ინვითარებენ რა ინდივიდუალურობასა და უნიკალურობას - რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი მისი სიცოცხლისათვის, რადგან ადამიანი პიროვნებად სწორედ ამ ასაკში იწყებს ჩამოყალიბებას.

Kids.ge-ს რჩევები

ისიამოვნე მომენტებით

დიახ, მშობლობა ყველაზე რთული რამაა. დიახ, თქვენი სახლი შეიძლება იყოს არეული, სარეცხი - დაგროვილი და ძაღლი - გასასეირნებელი. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შვილს უბრალოდ გაეცინა. ისიამოვნეთ ახლა - დრო სწრაფად გადის.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ბობი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024